ძველი აღთქმა
სიბრძნე ზირაქისა
თავი მეჩვიდმეტე
1. უფალმა მიწისაგან შექმნა ადამიანი და კვლავ მასვე დაუბრუნა იგი.
2. განსაზღვრული დღეები და ჟამი მისცა მათ და უბოძა ხელმწიფება მიწიერებზე.
3. მათი ბუნებისდა მიხედვით შემოსა ძალით და თავის ხატად შექმნა ისინი.
4. ჩაუნერგა მისი შიში ყოველ ხორციელს, რათა ემეუფა ცხოველებზე და ფრინველებზე.
5. მისცა მათ აზრი, ენა და თვალები, ყურები და გული, რათა შეეცნოთ ისინი.
6. აღავსო ისინი ცოდნითა და სწავლით და აჩვენა მათ კეთილი და ბოროტი.
7. დაადგა თვალი მათ გულებს და თავის საქმეთა სიდიადე უჩვენა მათ.
8. რათა ადიდონ წმიდის სახელი და მისი საქმეების სიდიადეზე მოუთხრონ.
9. წინ დაუდვა მათ ცოდნა და ცხოვრების წესი დაუმკვიდრა.
10. საუკუნო აღთქმა დადო მათთან და უჩვენა თავისი სასჯელები.
11. დიდების სიდიადე იხილეს მათმა თვალებმა და დიდებულება მისი ხმისა გაიგონეს მათმა ყურებმა.
12. უთხრა მათ: ერიდეთ ყოველგვარ უსამართლობას, და ამცნო თითოეულს მოვალეობა მოყვასის მიმართ.
13. მათი გზები მარადის მის წინაშეა და ვერ დაემალებიან მის თვალებს.
14. ყოველ ხალხს დაუდგინა წინამძღოლი, უფლის ხვედრი კი ისრაელია.
15. მათი ყველა საქმე მზესავით მის წინაშეა და მარადის მათ გზებზეა მისი თვალები.
16. არ არის დაფარული მისთვის მათი უსამართლობანი და ყოველი მათი ცოდვა უფლის წინაშე.
17. როგორც ბეჭედი, მასთანაა კაცის შეწყალება და, როგორც თვალის გუგას, დაიცავს ადამიანის მადლს.
18. შემდგომად ამისა აღდგება იგი, სამაგიეროს მიუზღავს მათ და მათ მიერ გაცემულს მათსავე თავზე მოაქცევს.
19. ხოლო რომელნიც ინანიებენ, მიუტევებს და გაამხნევებს მათ, რომელთაც მოაკლდათ დათმენის ღონე.
20. მოიქეცი უფლისაკენ და ცოდვები მიატოვე, ევედრე მას და უკელი შეცოდებებს.
21. ამაღლდი უზენაესისკენ, უსამართლობას განშორდი და ძლიერ შეიძულე სისაძაგლე.
22. ვინ განადიდებს უფალს ჯოჯოხეთში, თუ არა ცოცხალნი და ქების შემსხმელნი.
23. მკვიდრისგან, როგორც არარსებულისგან, შემწყდარია ქების შესხმა. მხოლოდ ცოცხალი და მრთელი განადიდებს უფალს.
24. რა დიდია უფლის მოწყალება და პატიება მისკენ მიქცეულთა!
25. ყოველივე როდია ადამიანებში, რადგან არ არის უკვდავი ძე კაცისა.
26. რა არის მზეზე ნათელი? მაგრამ ისიც ბნელდება; ასევე ბოროტს განიზრახავს ხორცი და სისხლი.
27.. ცის მაღალთა ძალებს ის განაგებს; ყოველი კაცი კი მტვერი და ფერფლია.

Комментариев нет:
Отправить комментарий