ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 21 июля 2013 г.

"ასიათასი კაცი რომ ეტყვის წულუკიანს, არ გვინდა აიდი ბარათიო, მერეც არ ჩათვლის დამაჯერებლად?"

"თუ იუსტიციის მინისტრი მე მეკითხება, ID ბარათი რა საფრთხეს შეიცავს, კარგად გვქონია საქმე"

ID ბარათების საკითხი ისევ და ისევ დავის საგანია. გაზეთ "კვირის პალიტრის" მიმდინარე ნომერში დაბეჭდილმა ინტერვიუმ, სადაც იუსტიციის მინისტრი ამ საკითხზე საუბრობს, საზოგადოების ვნეთაბათაღელვა გამოიწვია...

მართლმადიდებელი მრევლის ნაწილი იუსტიციის სამინისტროსა და საპატრიარქოს შორის აიდი ბარათებთან დაკავშირებული საიდუმლო მიმოწერის გასაჯაროებას სთხოვს. წინააღდეგ შემთხვევაში, ათეულ ათასობით მორწმუნე მართლმადიდებელი პროტესტის ნიშნად არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს.

"მართლმადიდებელთა კრებულის" ხელმძღვანელი, ზაზა ნანობაშვილი ასი ათასი ხელმოწერის შეგროვებით იმუქრება, რათა იუსტიციის მინისტრი "არასწორ პოზიციაში" დაარწმუნოს.

- თავიდან ორასი, ახლა კი სამასამდე ტაძარი, როგორც მრევლი ისე ჩვეულებრივი მოქალაქეები, ვითხოვდით, რომ იუსტიციის სამინისტროს ID ბარათების ალტერნატივა დაეშვა. ხელმოწერათა რაოდენობამ 30 ათასს გადააჭარბა. ამავე მოთხოვნით ხელმოწერები რეგიონებში გროვდება და ასი ათასამდე ხელმოწერის შეგროვება პრობლემა არ უნდა გახდეს. ასიათასი კაცი რომ ეტყვის წულუკიანს, არ გვინდა აიდი ბარათიო, მერეც არ ჩათვლის ამას დამაჯერებელ არგუმენტად? გარდა ამისა, ამ რამდენიმე ხნის წინ, როგორც რეჟისორმა, ევროპის რამდენიმე ქვეყნიდან - საფრანგეთიდან, იტალიიდან და ბრიტანეთიდან ჩამოვიტანე ფაქტები, რომელიც აბათილებს იმ აზრს, თითქოს განვითარებულ ქვეყნებში ეს მისაღებია. მე ჩამოვიტანე ამ ქვეყნების ჩვეულებრივი, უჩიპო პირადობის მოწმობების კადრები. იქაური ხელისუფლებების აზრით, ეს პროგრესი და ინოვაცია კი არა, მოქალაქის კონფიდენციალურობის უხეში დარღვევა და ტოტალური კონტროლის საშუალებაა. როდესაც ამ თემაზე იწყება ლაპარაკი, აუცილებლად პასუხი უნდა მოეთხოვოს წინა ხელისუფლებას, ბორჯღალოს ნიშნიანი პასპორტების გაუქმებისათვის, რომელიც კანონის დარღვევით მოხდა, მაგრამ ხმა არავის ამოუღია. იმ ქვეყნებში, სადაც აიდი ბარათები მოქმედებს, მისი ქონა აუცილებელი არ არის, მათ ჩვეულებრივ ცვლის მართვის მოწმობა ან სტუდენტის ბილეთი. აქ კი გვაიძულებენ, რომ ეს ბარათი გვქონდეს, სხვა შემთხვევაში ადამიანი სამსახურს ვერ იშოვის...

- საჭირო რაოდენობის ხელმოწერების მოგროვების შემთხვევაში, ვის მიმართავთ?

- იუსტიციის სამინისტროსა და პრემიერ-მინისტრს. ეს საქმე ძალიან კარგად იცის თეა წულუკიანმა და მასთან ბევრი შეკითხვა მაქვს.

- მან განაცხადა, რომ ამ ბარათების საფრთხესთან დაკავშირებით დამაჯერებელი არგუმენტები ვერ მოისმინა...

- დიახ, მისმა პასუხმა ძალიან გამაოცა, რადგან მე მას შვიდი სინოდის გადაწყვეტილება გავაცანი - მოლდოვეთში, ხორვატია, უკრაინაში, საბერძნეთში მათი მოთხოვნის საფუძველზე აიდი-ბარათების ალტერნატივები დაუშვეს. ჩვენ მოვიწვიეთ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები და 9 ქვეყნის პირადობის მოწმობები ვაჩვენეთ. თუ წულუკიანმა თავად ვერ გაარკვია, ეს ბარათი რა საფრთხეს შეიცავს საზოგადოებისთვის (რაც მისი სპეციალობაა) და მე მეკითხება, იქ ანტიქრისტეს ბეჭედი არის თუ არა, კარგად გვქონია საქმე... ანტიქრისტეს ბეჭედზე არც არის ლაპარაკი, პირადობის მოწმობა ადამიანის ღირსების ამამაღლებელი უნდა იყოს. მოქალაქეებს გარკვეული ეჭვი გაუჩნდათ და "ეჭვიან" საბუთს ვინ აიღებს?.. რა არგუმენტაციას ითხოვს ეს ქალბატონი ჩვენგან, მორწმუნეებისგან, მაშინ როდესაც თავად ლგტბ უფლებებს იცავს?.. საერთოდ, რა არგუმენტაციაზე აქვთ ადამიანთა უფლებების დაცვა დაფუძნებული?.. ძალიან ცუდი გზით მიდიან და ხალხში იმედგაცრუებაც დიდია. 2014 წლის არჩევნების ელექტრონული მმართველობით უნდა ჩავატაროთო, ეს არის მზაკვრული ჩანაფიქრი – პირდაპირი გეზი იმისკენ, რომ ადამიანები ელექტრონულ ქსელში ძალით შეყარონ.

ბოლო დროს ისმის განცხადებები, რომ საპატრიარქო არაფერს ამბობს, ეს იუსტიციის სამინისტროს გასამართლებელი საბუთი არ არის. საპატრიარქოს შეიძლება სულიერ საკითხებში მოვთხოვოთ მხარდაჭერა, ეს კი თეოლოგიური მსჯელობის საგანია.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, სასულიერო პირების პოზიცია ერთსულოვანი აღმოჩნდა. მათი თქმით, ისინი საპატრიარქოს პოზიციას იზიარებენ და მეტის თქმისაგან თავის შეკავებას ამჯობინებენ...

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)

http://www.kvirispalitra.ge/public/17966-qasiathasi-kaci-rom-etyvis-tsulukians-ar-gvinda-aidi-barathio-merec-ar-chathvlis-damajerebladq.html

Комментариев нет:

Отправить комментарий