ღმერთი

ღმერთი

вторник, 23 июля 2013 г.

მე მგონი მართლა გააფრინეს.))((

პასტაფარიანული ეკლესია რუსეთშიც დაფუძნდა.

უგუნური ხელისუფლება უგუნურად იქცევა. ამასწინათ რუსეთში დარეგისტრირდა მფრინავი მაკარონული მონსტრის ეკლესია.

პუტინის ხელისუფლებამ, რომელიც განუწყვეტლივ აპიარებს თავის "დემოკრატიულობას", ამჯერადაც თავი გამოიჩინა. ქვეყანაში მის მიერ შექმნილი საკანონმდებლო სივრცე შესაძლებლობას იძლევა დაშვებულ იქნას ყველაზე უგუნური ქმედებაც კი. სრულიად კანონიერ საფუძველზე, ავადმყოფურ და სულიერად დაზიანებულ გონებას შესაძლებლობა გააჩნია ათასგვარი სისულელე მოახვიოს თავს ქვეყნის მოსახლეობას.

აწ შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სახის ე. წ. "მფრინავი" ეკლესიების დაფუძნება, გნებავთ "მფრინავი მედვეპუტებისაც".

http://www.apocalypse.ge/sxv_pastapharianuli_eklesia_rusetshic_dafuznda.html

**



მასონები ეგვიპტური მასონობის დამფუძნებლის, კალიოსტროს რეაბილიტაციას ითხოვენ.

დღეს ამ სატანისტის რეაბილიტაციას, ხვალ კი ალბათ კანონიზაციასაც მოითხოვენ! ანტიქრისტეს დროა - ჟამი სულიერი და მორალურ-ზნეობრივი გარყვნილებისა. თეთრს აცხადებენ შავად, შავს კი - თეთრად. და არა მარტო აცხადებენ, არამედ კანონმდებლობითადაც ამყარებენ (სოდომია, პედოფილია, ევთანზაია, აბორტები...), თანაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ადამიანები დემონებს ემსგავსებიან.

1791 წელს ცნობილი გრაფი კალიოსტრო ინკვიზიციამ გაასამართლა და კოცონზე დაწვა მიუსაჯა, ხოლო გრაფის პირმშო - ეგვიპტური მასონობა - "ბოროტ სექტად" გამოცხადდა. მართალია, გავლენიანმა მეგობრებმა შესძლეს გრაფის დახმარება - კალიოსტროს კოცონზე დაწვა მუდმივი პატიმრობით შეუცვალეს.

http://www.apocalypse.ge/sxv_masonebi_graf_kaliostros_reabilitacias_itxoven.html


***

გასატანებული მწვალებლები - როკვა საკურთხეველთან .ვიდეო.

დღეს ყველამ კარგად იცის, რომ ერეტიკოსებმა პრაქტიკულად დაკარგეს ქრისტეანობის გარეგანი სახეც კი. ისინი სულ უფრო და უფრო ემსგავსებიან მროკველებს კაცობრიობის მტრის, ანტიქრისტეს ბრძოლის ველზე. ამიტომაც, ჩვენ, მართლმადიდებელ ქრისტეანებს, კატეგორიულად არ გვმართებს ამ სულიერად დაზიანებულ ადამიანებთან მჭიდრო ურთიერთობის დაჭერა (სულიერ ერთობაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია).

მიუხედავად იმისა, რომ წმიდა წერილიც და წმიდა საეკლესიო კრებებიც მკაცრად გვიკრძალავენ მწვალებლებთან თანაზიარობას, მრავალი ოფიციალური მართლმადიდებელი ეკლესია (მაგალითად, რუსეთის), კვლავ აგრძელებს თავისი ეკლესიის ჩათრევას მწვალებლურ ჭაობში. და არა მარტო მწვალებლურში, უკვე აშკარად სატანურშიც. ამის დასტურად გამოდგება რელიგიათშორისი სამიტები.

ღმერთო შეგვიწყალენ ჩვენ და გვიხსენ ჩვენ შენი მტრებისგან!

http://www.apocalypse.ge/sxv_gasatanebuli_mwvaleblebi_rokva_sakurtxeveltan.html

)))))))))))))))))))))))))))))))

Комментариев нет:

Отправить комментарий