სპილენძი — ქიმიური ელემენტი, რომელიც აღინიშნება სიმბოლოთი Cu (ლათ. Cuprum, კუნძულ კვიპროსის სახელწოდებიდან მოდის და მისი ატომური ნომერია 29. იმყოფება ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემის მეთერთმეტე ჯგუფში. სუფთა სპილენძი გარეგნულად მოწითალო-მოვარდისფროა მცირე ოქროსფერი ელვარებით, რბილი და კარგად ჭედადი ლითონია. იგი კარგი ელექტრო- და თბოგამტარიცაა, რის გამოც იგი გამოიყენება ელექტროგამტარებისა (სადენების) და თბოგამტარების დასამზადებლად. გამოიყენება ასევე საშენ მასალად და მრავალი შენადნობის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელია.
სპილენძი და მისი შენადნობები უძველესი პერიოდიდან გამოიყენება. ადრე მას მოიპოვებდნენ კუნძულ კვიპროსიდან, საიდანაც მოდის მისი სახელწოდება: Cyprium, "ლითონი კვიპროსიდან", მოგვიანებით შემოკლდა და მივიღეთ მისი ამჟამინდელი სახელწოდება - Cuprum. შესაძლოა იქ უკვე აღარ იყოს სპილენძის საკმარისი რაოდენობა, რომელიც დააკმაყოფილებდა თანამედრო მაღალ მოთხოვნას ამ ლითონზე. ზოგიერთ ქვეყანას, როგორებიცაა ჩილე და აშშ, ჯერ კიდევ აქვთ სპილენძის მნიშვნელოვანი მარაგი, რომელსაც ისინი დიდი ღია კარიერების საშუალებით მოიპოვებენ.
სპილენძის ნაერთები ხშირად გვხვდება როგორც სპილენძის მარილები Cu2+ იონით, რაც უმეტესად ლურჯ ან მწვანე შეფერილობას აძლევს ფირუზის მსგავს მინერალებს, რომელთაც გამოყენების ხანგრძლივი ისტორია აქვთ პიგმენტების სახით. სპილენძის არქიტექტურული სტრუქტურის საბოლოო კოროზიის შედეგად ვიღებთ დამახასიათებელი მწვანე ფერის პატინას. სპილენძს, როგორც ლითონის ასევე პიგმენტური მარილის სახით, მნიშვნელოვანი გამოყენება აქვს დეკორატიულ ხელოვნებაში.
სპილენძის იონები Cu2+ იხსნება წყალში, სადაც დაბალი კონცენტრაციით ფუნქციონირებენ როგორც ფუნგიციდები, ხეების ჭიებისგან დამცველი და ანტიბაქტერიული ნივთიერებები. გარკვეული რაოდენობით სპილენძის მარილები შესაძლოა შხამიანი აღმოჩნდეს მაღალი ორგანიზმებისთვისაც. მიუხედავად საყოველთაო ტოქსიკურობისა მაღალი კონცენტრაციით, დაბალი კონცენტრაციით Cu2+ იონი არსებითი ბიოგენია ყველა მაღალი ნარგავისა თუ ცხოველის ცხოვრებაში. ცხოველებში და ადამიანში დიდი რაოდენობითაა კანის ქსოვილში, ღვიძლში, კუნთებსა და ძვლებში. იგი მოქმედებს როგორც თანაფაქტორი სხვადასხვა ფერმენტებსა და სპილენძზე დაფუძნებულ პიგმენტებში.
*
გამტარი.
ფიზიკაში გამტარი ეწოდება ისეთ ნივთიერებას ან სხეულს, რომელიც შეიცავს თავისუფალ (ან მაკროსკოპიული გადაადგილების საშუალების მქონე) მუხტს. მეტალის გამტარებში, როგორიცაა სპილენძი ან ალუმინი თავისუფალ მუხტს ელექტრონები წარმოადგენენ. დადებითად დამუხტული ნაწილაკები (მაგალითად იონები ასევ შეიძლება შეადგენდნენ თავისუფალ მუხტს).
ყველა გამტარში არის მუხტი, რომელიც მოძრაობას იწყებს, როდესაც გამტარის ბოლოებზე არის ელექტრული პოტენციალების სხვაობის მოდული მეტი ნოლზე. დამუხტული ნაწილაკების ამ მოწესრიგებულ მოძრაობას ელექტრული დენი ეწოდება (ერთეული ამპერი). გამტარების უმეტესობაში გამავალი დენი მოდებული ელექტრული პოტენციალის პროპორციულია (ომის კანონი).
ტიპიური გამტარები მეტალები არიან. ელექტრული სადენების დასამზადებლად ძირთადად სპილენძი გამოიყენაბა. ვერცხლი საუკეთესო გამტარია, მაგრამ გაცილებით ძვირია. ოქრო გამოიყენება ზედაპირებს შორის მაღალი ხარისხის გამტარებლობის მისაღწევად. არსებობს აგრეთვე არამეტალი გამტარები, მაგალითად გრაფიტი და მარილების ხსნარები. როგორც წესი კარგიმ გამტარია ასევე პლაზმა.

Комментариев нет:
Отправить комментарий