- ჰმ! შენი დედაც... დაიწყება ახლა პატიჟი... მოდი, პირდაპირ ოქმი დავწეროთ, არავითარი წინასწარ საუბარი არ არის საჭირო, თორემ შენი ალაპარაკება არ გაგვიჭირდება. მაგრამ აკი გითხარი, არ მინდა, შენს მიმართ მივიღო ისეთი ზომები, როგორიც ოთახებიდან გესმის.
ამ დროს ვიღაცამ კარი გააღო და სომხურად იკითხა:
- ჩი ხოსა? (არ ამბობს?)
- გნა! (წადი)
ის ტიპი კარს ხურავს და მიდის.
ოვიანი მომმართავს:
- აბა, დავიწყოთ.
დაიწყო დაკითხვის ოქმის წერა. კითხვა: თქვენ ბრალი გედებათ კონტრრევოლუციურ საქმიანობაში, ცნობთ თავს დამნაშავედ თუ არა?
- არა, - ენერგიულად ვპასუხობ მე.
- უ, შენი დედაც... ქაღალდი გამაფუჭებინა, - იღებს ყურმილს და ეძახის:
- ფეოხარი! მოდი!
ვხვდები, წეღან "ჩი ხოსა" რომ იკითხა, იმ კაცის გვარი ფეოხარია.
ოვიანი დგება და დერეფანში გადის, გვტოვებს მარტო მე და იმ მეორეს, რომელიც უხმოდ ზის და მგონი რაღაცას ხატავს ქაღალდზე. ამ დროს იღება კარი და ღრიალით მოდის ვიღაც მხეცი.
- აქ ოვიანი ვიღაცის საცემად მეძახდა, ვინ იყო? - თითქოს იქ მჯდომ კაცს ეკითხება, თან მე მომიბრუნდა: - შენ ხომ არა ხარ, შენი დედაც... - და პასუხისთვის აღარ მოუცდია, სეტყვასავით წამოვიდა ცხენის მათრახი. ვცადე თავის არიდება, მაგრამ ეტყობა ფეოხარი საკმაოდ იყო გაწვრთნილი და მათრახის ყოველი მოქნევა ბეჯითად ჯდებოდა ზურგსა და საჯდომზე.
ფეოხარი ღრიალებდა:
- გაიხადე ფიჯაქი, გაიხადე ფიჯაქი, შენი დედა...
ვიხდი და იქვე ვაგდებ.
- დაწექი, დაწექი, დაწექი...
მეც ვწვები იატაკზე მორჩილად.
ისეთი სისწრაფითა და სიძლიერით მოდის მათრახის სეტყვა, რომ თანდათან გრძნობას ვკარგავ. ამ დროს დგება ის მეორე ყმაწვილი, გამოსწევს თავის მაგიდის ქვეშიდან წყლით სავსე ვედროს, იღებს იქიდან სპეციალურად გაკეთებულ მკლავის სიმსხო თოკს, რომელიც დაახლოებით 40-50 სანტიმეტრი სიგრძისაა და ხელის მოსაკიდი აქვს გაკეთებული, მეორე ხელში მოკლედ ასხმული ჯაჭვები უჭირავს, მოაქვს ჩემს ცხვირთან და მეუბნება:
- თუ არ გამოტყდები, აი, ამითი გცემ - და სახეში მჩრის თოკსა და ჯაჭვებს. ფეოხარი ინტენსიურად მუშაობს.
არ ვიცი, რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ამბავი, როცა გონს მოვედი, ფეოხარი ოთახში უკვე აღარ იყო, ოვიანიც და მისი პარტნიორიც თავ-თავიანთ ადგილებზე ისხდნენ. მე თავი ავწიე, ოვიანმა, - ადექიო, მითხრა და სკამზე მიმითითა. პიჯაკი ჩაიცვიო, მანიშნა. ავდექი და ვცადე სკამზე დაჯდომა, მაგრამ ნაკბენივით წამოვვარდი. დაჯდომა ვეღარ შევძელი, ფეხზე დადგომა ვამჯობინე.
- აბა, დაიწყე ახლა და ყველაფერი გულახდილად მოჰყევი, - მეუბნება ოვიანი.
დამუნჯებული ვარ, ლაპარაკის უნარი არა მაქვს - ამას ხელით ვანიშნებ ოვიანს.
- კარგი, ეშმაკსაც წაუღიხარ. ხვალ გამოგიძახებ და ყველაფერს მომიყვებიო.
ზარს რეკავს, შემოდის ვიღაც, რომელსაც ეუბნება: - წაიყვანეთ კამერაში და მოიყვანეთ აქ პლიტინი!
მივხვდი, რომ დაპატიმრებული ყოფილა კინოსტუდიის პარტკომის მდივანი მიხეილ პლიტინი. საკნის კარი რომ გააღეს და შიგ შევედი, დავინახე იქვე მუხლებზე ჩაჩოქილი და ატირებული ხანში შესული პატიმარი ალავიძე, რომელიც დაკითხვაზე ჩემთან ერთად წაიყვანეს. საკნის სტაროსტა გოგი წულუკიძე ეკითხება:
- ძიაჯან, რამდენჯერ დაგარტყეს?
ის პასუხობს:
- სულ ცოტა ორი ათასი, - ამ პასუხზე გამეცინა (ორი ათასი ისეთი დარტყმა კამეჩს სულს გააფრთხობინებდა).
- ოჰო, ეს იცინის კიდეც, რაშია საქმე, აბა, ერთი ვნახოთ, - და ზურგსა და საჯდომს მითვალიერებენ.
პირველი შემთხვევისათვის გვარიანად მიუღიაო, - აფასებენ გამოცდილი ბიჭები. ჩვენთვის უკვე მომზადებულია მაგარი, ცივი ჩაი და შესაძლებლობის ფარგლებში რბილი საწოლი. ამას საკნის აქტივი, სტაროსტას მეთაურობით, ყოველთვის უმზადებს დაკითხვაზე ღამის 12 საათის შემდეგ წაყვანილ პატიმრებს. მერე იწყება ჩვეულებრივი გამოკითხვა: რა იყო, როგორ მოხდა ყოველივე და სხვა.
სანამ მეორე დღე არ დამდგარა და კიდევ არ გამოვუძახებივართ, გოგი წულუკიძე მინდა გაგაცნოთ, იმიტომ, რომ მერე მას ვიატკის შრომა-გამასწორებელ ბანაკშიც შევხვდი, მთელი სამი წელიწადი ერთად ვიყავით, ჩემი მეგობრის, კოლია ჩიქოვანის სიძე იყო და დავახლოვდით. გოგი ხაშურის რკინიგზის სადგურში კავშირგაბმულობის სამსახურის უფროსი იყო, უპარტიო, კარგი სპეციალისტი - ინჟინერი. ერთ კვირა დღეს, თურმე, თავის კაბინეტის წინ იდგა სადგურზე, სადაც ხაშურის პარტიული და საბჭოთა მუშაკების ჯგუფმა ჩამოიარა. მათ შორის იყო ხაშურის პარტრაიკომის ყოფილი მდივანი გიორგი კალმახელიძე, რომელიც იმჟამად უკვე ჭიათურაში მუშაობდა იმავე თანამდებობაზე. ვიღაცამ გოგის უთხრა:
- რას აკეთებ აქ? გიორგი ჩამოვიდა სტუმრად და ქვიშხეთში პურმარილი გვაქვს, წამოდი, შენც მიიღე მონაწილეობაო.
წულუკიძე კანტორაში შევიდა, თანამშრომელი გააფრთხილა და ამ კომპანიას ქვიშხეთში გაჰყვა. დაახლოებით ერთი წლის შემდეგ კალმახელიძე დააპატიმრეს, როგორც "ხალხის მტერი" და მან ჩვენება მისცა, ქვიშხეთის პურმარილი მოწყობილი იყო იმისათვის, რომ ყველა, ვინც იქ იყო, კონტრრევოლუციურ ორგანიზაციაში ჩაგვებაო. ამგვარად გაეხვია კალმახელიძის კონტრრევოლუციური ჯგუფის საქმიანობაში გოგი წულუკიძე. ძლიერი რეპრესიების შემდეგ წულუკიძემ ხელი მოაწერა ჩვენებას: მართალია, კალმახელიძემ ამიხსნა პროგრამა კონტრრევოლუციური ორგანიზაციისა და მე დავთანხმდი მასო. ათი წლის შრომა-გასწორების ბანაკში პატიმრობა მიუსაჯა სამეულმა და, როგორც ზემოთ ვთქვი, ვიატლაგში ერთად ვიხდიდით სასჯელს.
მეორე დღეს დღის 4-5 საათზე გამიძახეს ოვიანთან. ამჯერად კაბინეტში მარტო იყო, თავაზიანად მიმიღო. სკამი მომაწოდა. კიდეზე ჩამოვჯექი, დაჯდომა არ შემეძლო... ერთი საათი ვისაუბრეთ, დაკითხვის მსგავსიც კი არაფერი იყო. უფრო მეტად ჰყვებოდა მოსკოვის დეკადის სხვადასხვა ეპიზოდებს, სტალინთან შეხვედრას კრემლში და სხვა. ეს უფრო რაღაც მოგონებების საღამოს წააგავდა, ვიდრე დაკითხვას. შუა საუბარში ერთი მკითხა:
- აი, იმ გორდელაძეს, თქვენი სამმართველოს უფროსი რომ იყო, სახელად რა ჰქვია, - ბორისი თუ ერმილე?
მაშინვე მომაგონდა ვალოდია გელაშვილის ნათქვამი, თუ კარგად გეპყრობა გამომძიებელი, ვინმეს გვარს გიხსენებს და შენ თვითონ უნდა მიხვდე, რომ აი, ის არის შენი "ვერბოვშიკიო". მე მაშინვე კითხვით ვუპასუხე:
- როგორ, ის უჩვენებს ჩემზე, რომ ჩამაბა-მეთქი?
- ჰო! ის და კიდევ სხვა ექვსი კაცი.
- ექვსი კაცი, მე არ ვიცი, ვინ არის. იქნებ ჩემი პირადი მტრები არიან. რაც შეეხება გორდელაძეს, მოიყვანეთ, პირში მითხრას, სად ჩამაბა? განა თვითონ სად იყო, რომ მეც ჩამაბა-მეთქი?
ოვიანი მაშინვე სხვაზე გადავიდა, ისევ მოსკოვის ამბები მოიგონა. ბოლოს მითხრა:
- კარგი, ახლა წადი კამერაში, მე თვითონ დავწერ, რაც საჭიროაო, მერე გამოგიძახებ და ხელი მოაწერეო.
ხუთი დღე-ღამის განმავლობაში ვუცდიდი ამ გამოძახებას... და 31 დეკემბერს ღამის 12 საათი იქნებოდა, როცა გამომიძახეს. ოვიანი კაბინეტში რაღაცას წერდა, გვერდით მემანქანე ეჯდა და მასალას იმას აწვდიდა, მემანქანე ბეჭდავდა. "პარტნიორიც" თავის მაგიდასთან იჯდა. წყლიანი ვედროც იქვე ედგა. ოვიანმა ხუთი გვერდი ხელნაწერი მომაწოდა - წაიკითხე და ყველა გვერდზე ხელი მოაწერეო, მანამდე მოვრჩებიო, - მეექვსე გვერდს წერდა. წავიკითხე და გავშრი. ჩვენება ზუსტად ისე იყო დაწერილი, როგორსაც ვკითხულობდით ხოლმე საჩვენებელი პროცესების სტენოგრაფიულ ანგარიშებში. მარტო გვარები იყო შეცვლილი და ადგილი. მაგალითად, აჭარის პროცესზე ზაქარია ლორთქიფანიძე უჩვენებდა, რომ ის არსებული ხელისუფლების უკმაყოფილო იყო. მას გამოუძახა მგონი გერმანე მგალობლიშვილმა და ჩააბა საქმეში. ასეთივე იყო სიღნაღის პროცესზე არტემ წითლიძის ჩვენება. ამგვარად "ჩემი ჩვენებითაც" დასახვრეტი ვიყავი, როგორც უკმაყოფილო საბჭოთა ხელისუფლებისა, რომლის მიზეზითაც ოპერის თეატრში გაუთავებელი უწესრიგობა სუფევდა, დირექტორი აკაკი ჭყონია ნერვებს უშლიდა ნიჭიერ კაცს ევგენი მიქელაძეს. ამ საქმეს ლ. ბერია არ აწესრიგებდა და სხვა.
"ჩვენებაში" ისიც ეწერა, რომ ჩემი აზრი გავუზიარე გორდელაძეს, მან კი მითხრა, ნუ ღელავ, ძალიან ჩქარა ხელისუფლება შეიცვლება, ძალა ჩვენს ხელში იქნება, არსებობს "მემარჯვენეთა, ბუხარინელთა ორგანიზაცია", შენც ჩვენთან უნდა იყო და ა.შ. ერთი სიტყვით, წამაკითხეს წარმოუდგენელი ჩმახვა, რისთვისაც სიცოცხლე უნდა გავიღო. მე კატეგორიულად განვუცხადე გამომძიებელს, რომ ამ ჩვენებაზე ხელს ვერ მოვაწერ. როგორ შეიძლება ასეთ მტკნარ სისულელეს ხელი მოვაწერო? გავა დრო, ამას ალბათ ჩემი შვილიშვილი ან ვინმე შთამომავალი წაიკითხავს, მომაფურთხებს და იტყვის, ეს რა გათახსირებული ბაბუა მყოლიაო, შთამომავლობა ჩამქოლავს...
ოვიანმა მითხრა:
- თუ ხელს არ მოაწერ, დაიხვრიტები, როგორც ფარული მტერი (Yტჰფპჯ,კფხტყყსქ დჰფუ), სალაპარაკოდ არა მცალიანო.
- სულ ერთია, ამ ჩვენებით მაინც დასახვრეტი ვარ, უმჯობესია ჩემი დასტურის გარეშე დამხვრიტოთ-მეთქი.
ამ საუბრის დროს წამოდგა ის მეორე ყმაწვილი და მოულოდნელად ისეთი მუშტი მითავაზა კისერში, რომ თავდაყირა გადავბრუნდი და იატაკზე წავიქეცი. ოვიანი ოთახიდან გავიდა. ჩემს ზურგზე მსხვილი, წყალში დასველებული თოკის ზაპაზუპი დაიწყო.
- მომეცით ის ქაღალდი, მოგიწერთ ხელს, ოღონდ თავი დამანებეთ-მეთქი.
იმწუთშივე დაწერილი ჩვენების ფურცლები და საწერ-კალამი ხელში მომაწოდა და თითოეულ ფურცელზე იატაკზე დაწოლილმა მოვაწერე ხელი. ოვიანიც შემოვიდა, ის მეორე კაცი წამოდგომაში დამეხმარა. ოვიანმა ჩვენებები წაიღო და ოთახიდან გავიდა... ერთი რამ დამამახსოვრდა: ჩემ მიერ ხელმოწერილ ჩვენებაში ეწერა, რომ მე "ჩამაბა" გორდელაძემ, მაგრამ თუ მე ვინმე ჩავაბი, ამაზე არაფერი იყო ნათქვამი. რა თქმა უნდა, მაშინ ამისათვის დიდი მნიშვნელობა არ მიმიცია, ეს მხოლოდ შემდგომში გავიაზრე. შიგ ეწერა რამდენიმე მაგალითი მავნებლური დავალებების, რომლებიც თითქოს მივიღე გორდელაძისაგან: კოტე ფოცხვერაშვილის ხელმძღვანელობით არსებული მეჩონგურეთა ანსამბლის დაშლა, სახელმწიფო კაპელისათვის ხელფასების დაგვიანება, სახელმწიფო კაპელიდან შვიდი ქალის განთავისუფლება და სხვ.
ჭკუადაბნეული, უაზროდ დავბრუნდი საკანში. შეკითხვაზე, თუ როგორ მიმდინარეობდა დაკითხვა, მე ასეთი აზრი გამოვთქვი: ამაღამ "სამეულის" გენერალური სხდომაა. ჩანს, ძირითადად გადაწყდება ყველა პატიმრის ბედი. ჩემი საქმე დამთავრებულია და ალბათ, ხვალ ან ზეგ დამხვრეტენ. ასეთივე აზრი გამოთქვა ხუთმა ახალგაზრდამ, სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფკომის წევრებმა (გეგეჭკორი, კუჭავა და სხვ.), რომელთა საქმე აგრეთვე დამთავრებული იყო - ხელი მოწერილი ჰქონდათ დაკითხვის ოქმზე.
ჯერ აღწერეს... მერე დახვრიტეს
1937 წლის 6 იანვარს, შობის წინა დღეს, იოსებ სტალინის ბრძანების თანახმად, სსრკ-ში მოსახლეობის აღწერა ჩატარდა. ამ აღწერას "Dდასახვრეტთა აღწერაც" ეწოდა არაოფიციალურად, და აი, რატომ: ანკეტა, რომლის შევსებაც ევალებოდათ მოქალაქეებს, 1926 წლის ანკეტისგან განსხვავებით, გამარტივებული იყო - ორ ძირითად და საარსებოდ მნიშვნელოვან კითხვას შეიცავდა: რომელი ქვეყნის მოქალაქე ხართ? (შეკითხვა რიტორიკული და აღმზრდელობითი ხასიათისა იყო, რომელსაც მუდამ უნდა შეეხსენებინა მოქალაქისთვის 1934 წელს მიღებული, სამშობლოს ღალატისთვის სიკვდილით დასჯის კანონი!); ხართ თუ არა მორწმუნე? დიქტატორის მიზანი იყო, დარწმუნებულიყო, რომ ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, 20 წლის განმავლობაში რელიგიისთვის გამოცხადებულ სასტიკ ბრძოლას უკვალოდ არ ჩაუვლია. აღწერაში, ნაცვლად მოსალოდნელი 180 მლნ ადამიანისა, მონაწილეობდა 162 მლნ პირი. ასეთი გარღვევა მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო საბჭოებისთვის - ამგვარი იყო შედეგი კოლექტივიზაციისა, შიმშილობის და რეპრესიებისა. გამოკითხულთა 56,7%-მა (55 მლნ) გულახდილად აღიარა თავი მორწმუნედ. Mმათგან 31.298 პირი ღიად ადასტურებდა, რომ ისინი "კულტის მსახურნი" იყვნენ. ათეისტთა რაოდენობა 43,3% აღმოჩნდა. შოკირებულმა ბელადმა ბრძანა, აღწერა შეუმდგარად გამოცხადებულიყო, ხოლო მისი ორგანიზატორები, როგორც მავნებლები, დაუყოვნებლივ დაეხვრიტათ.
2 აპრილიდან კი დაიწყო რეპრესიების არნახული ტალღა ბოლშევიკების მიერ დაპყრობილ რუსეთის იმპერიაში... ამ ჯოჯოხეთური ცოდვის ტრიალის მსხვერპლთა რაოდენობის დადგენა გაძნელებულია. თუმცა, ე.წ. "პერესტროიკის" დროს სააშკარაოდ გამოტანილი (თუნდაც დაუზუსტებელი) სტატისტიკური მონაცემები Mმაინც შემზარავია: 1937-41 წწ. დაპატიმრებულ რელიგიის მსახურთა და მათი ოჯახებისა თუ მრევლის აქტიურ წევრთა რიცხვი 175.800-ია, დახვრეტილია 110.718 პირი, მათგან სამღვდელო პირთა რიცხვი 70%-ს აღწევს. 1917-28 წწ. იმპერიაში 25.000 ეკლესია ფუნქციონირებდა. 1937 წლისთვის მათი რიცხვი კატასტროფულად შემცირდა - სულ 1277 საკულტო ნაგებობაღა დარჩა. 120.000 მოქმედი მეჩეთიდან 10.000 გაუქმდა. მოლები კულაკებთან ერთად იქნენ რეპრესირებულნი. მონღოლეთსა და ტუვაში, ბურიატიასა და ყალმუხეთში სრულად გაანადგურეს ბუდისტები, მონასტრები კი გადაწვეს...
http://www.kvirispalitra.ge/politic/17983-1937-tseli.html

Комментариев нет:
Отправить комментарий