воскресенье, 21 июля 2013 г.

საქმე ღმრთისა

--ის არის, როდესაც კაცი ღმრთისაგან მიღებულ სიტყვას საქმედ გადააქცევს, ღმრთის სწავლებასა და ჭეშმარიტებას მოიხმარს და არსებაში მოიყვანს. ღმრთის სიტყვა და სწავლება ჩვენთვის მოსახმარებლადაა მოცემული და არა უქმი ბაასისათვის. გახსოვდეს და გეშინოდეს ამ საშინელი სიტყვისა: წყეულ იყავნ მოქმედი საქმისა ღმრთისა უდებებით (იერემია 48, 10). თუ უდები ხარ, უმჯობესი იყო შენთვის სრულიად არ გაგეგონა სიტყვა ღმრთისა, ვიდრე ის, რომ გაიგონე და არ აღასრულე. შენში სიტყვა და საქმე, ქრისტიანული სწავლება და ცხოვრება ისე მტკიცედ უნდა იყოს შეერთებული, რომ ორივე შენს ერთ ბუნებას შეადგენდეს.

წმიდა გაბრიელ ეპისკოპოსი







Комментариев нет:

Отправить комментарий