вторник, 2 июля 2013 г.

30. ღვთის ხატი და მხეცის ხატი.

26. თქვა ღმერთმა: გავაჩინოთ კაცი ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს ზღვაში თევზს, ცაში ფრინველს, პირუტყვს, მთელს დედამიწას და ყველა ქვემძრომს, რაც კი მიწაზე დახოხავს.

27. შექმნა ღმერთმა კაცი, თავის ხატად შექმნა იგი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა ისინი.


*

11. მერე ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი, რომელსაც ჰქონდა კრავის ორი რქა, მაგრამ ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.
12. ის მოქმედებს მხეცის წინაშე მთელი მისი ხელმწიფებით, და აიძულებს დედამიწას და მიწის მკვიდრთ, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, ვისი სასიკვდილო წყლულებაც განიკურნა.
13. და ახდენს დიად სასწაულთ, ისე, რომ ზეციდან ქვეყნად ჩამოაქვს ცეცხლი კაცთა წინაშე.
14. და აცდუნებს მიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომელთა ქმნის ძალაც მიეცა მხეცის წინაშე, და აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა, მახვილით რომ მოიწყლა და ცოცხალი დარჩა. 





ანუ,

ღმერთმა შექმნა კაცი მის ხატად, მის მსგავსად.....

ხოლო,

მეორე მხეცი  აქეზებს მიწის მკვიდრთ, შექმნან ხატება მხეცისა....

*



15. და მიეცა იმისი ნება, რომ სული ჩაედგა მხეცის ხატისთვის, რათა ხატს ემეტყველა და იმდენი ექნა, რომ მოეკლათ ყველა, ვინც თაყვანს არა სცემს მხეცის ხატებას.

16. და აიძულებს ყველას, დიდსა თუ მცირეს, მდიდარსა თუ ღარიბს, მონასა თუ თავისუფალს, ნიშანი დაისვან მარჯვენა ხელსა თუ შუბლზე.

მხეცის ხატი სხვაა და მხეცის ნიშანი სხვა?


ღმერთმა შექმნა მეტყველი ხატი _ადამიანი...

ადამიანები შექმნიან მხეცის ხატებას, რომელსაც მეორე მხეცი სულს ჩაუდგამს ანუ, ხდება მოლაპარაკე ხატი .?

ადამიანები შექმნიან ხატს რომელიც უსულოა და მხეცი მას სულს ჩაუდგამს?



*

რა უნდა იყოს მხეცის ხატება რომელიც მეტყველი იქნება ? ამ ხატებას უნდა სცენ თაყვანი , ხოლო ვინც თაყვანს არ სცემს, ეს ხატი იტყვის(მეტყველია) მოკლან ის.

ღმერთმა ადამიანს ჩაჰბერა სული, ეს მხეცი კი სულს ჩაუდგამს მხეცის  ხატს. ?


..........

რომ ეწეროს ხატად შექმნან მხეციო მაშინ გასაგებია, მხეცს ხატივით უნდა ეთაყვანონ , მაგრამ შექმნან მხეცის ხატი-ო რას ნიშნავს?   თანაც ხატს სულს ჩაუდგამს მეორე მხეცი, და ეს ხატი ვინც მას(ამ ხატს) თაყვანს არ სცემს, იმდენს იზამს რომ მოკლან ყველა.

რა გამოდის, ადამიანები თავიანთ მკვლელს ქმნიან?

თუ, ხატის თაყვანისცემა- ართაყავანისცემით მოხდება ადამიანთა გამოცნობა _ მოსაკლავთა და ცოცხლად დასატოვებელთა , მაშინ დამატებითი ნიშანი 666 რა საჭიროა?

ვინც თაყვანს არ სცემს მოკლავენ.

მაგრამ ვისაც ნიშანი 666 არ ექნება ვერ იყიდის და ვერ გაყიდის.

ეს მეორე განსხვავება რა საჭიროა?

 ვისაც 666 არ ექნება მოკლავენო რომ ეწეროს, მაშინ ვიფიქრებდით, რომ ამ ნიშნით ახდენს ხატი გამოცნობას მომხრეთა და მოწინააღმდეგეთა, მაგრამ ასე არ არის.

ხატი სხვაა, ნიშანი სხვა.

ერთი კლავს . მეორე_ ყიდვა გაყიდვაში ერევა.


ხატი ნიშნავს გამოსახულებას.
მხეცის გამოსახულება , მისი სახე, მხეცის მსგავსი გამოსახულება რა უნდა იყოს, ეს მხეცი ხომ იმპერიაა(სამეფო)?


 ხატი_ მხეცის გამოსახულებაა. ნიშანი 666 კი _მხეცის სახელი,ან სახელის რიცხვი.

სურათი და სახელი.

ხატი და რიცხვი.

კერპი შექმნანო რომ ეწეროს მაშინ ადვილი გასაგები იქნებოდა. რაღაც ქანდაკება მხეცის მსგავსი.........


ხატის სულიერება როგორ უნდა გავიგოთ, ცოცხალი ხატია?, თუ, უბრალოდ მოლაპარაკე როგორც ტელევიზორი ან კომპიუტერი ?



ამ თემაზე უნდა ვიფიქრო.

****


29.მეექვსე დღის ანტი სახე.

http://elasevenia.blogspot.com/2013/07/blog-post.html



Комментариев нет:

Отправить комментарий