пятница, 12 июля 2013 г.

ანტიქრისტეს სტრუქტურები ერთ კომპლექსში: ევროპის ეკლესიათა კონფერენციის შტაბ-ბინა ბრიუსელში გადადის.

როგორც სააგანტო KAI იუწყება, ევროპის ეკლესიათა კონფერენციას (ეკკ), რომელიც 15 ქრისტეანულ თემსა და ეკლესიას აერთიანებს, თავისი შტაბ-ბინა გადააქვს ბრიუსელში, სადაც განლაგებულია ევროკავშირის დაწესებულებატა უმეტესი ნაწილი. ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს XIV გენერალური ასამბლეის მონაწილეებმა ბუდაპეშტში.

ბრიუსელის გარდა, სადაც გადავა ეკკ-ს სამდივნო, ამ ორგანიზაციის ოფისი იარსებებს სტრასბურგშიც, სადაც იმყოფებიან ევროპის საბჭოს ხელმძღვანელი ორგანოები.

ბუდაპეშტში გენერალური ასამბლეის მონაწილეებმა ასევე დაამტკიცეს ეკკ-ს ახალი კონსტიტუცია, რომლის თანახმადაც ამ ორგანიზაციის აღმასრულებელი ბიურო გაიზარდა 20 წევრამდე და შეიკრიბება წელიწადში ორჯერ. ის უხელმძღვანელებს ეკკ-ს მის გენერალურ ასამბლეებს შორის, რომელსაც ხუთ წელიწადში ერთხელ იწვევენ.

ეკკ, რომელიც აერთიანებს კონტინენტის მართლმადიდებლურ და პროტესტანტულ ეკლესიებს, დაფუძნებულ იქნა 1959 წელს. რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ეკკ-ს ერთ-ერთი წევრ-დამფუძნებელი იყო, მაგრამ 2008 წლის 11 ოქტომბერს შეაჩერა თავისი წევრობა ამ ორგანიზაციაში. მიზეზი გახდა ეკკ-ს ხელმძღვანელობის უარი კენჭი ეყარათ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიღებაზე ამ საერთაშორისო რელიგიურ ორგანიზაციაში. ცნობილია, რომ ესტონეთის მართლმადიდებელი ეკლესია წარმოადგენს ავტონომიურ ერთეულს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში.

წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий