пятница, 12 июля 2013 г.

სნოუდენის მტკიცებით "უცხოპლანეტელები" მიწის წიაღიდან ამოდიან.

როგორც კარაკასიდან (ვენესუელა) იტყობინებიან ედუარდ სნოუდენმა, NSA-ს (National Security Agency - ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო) ყოფილმა თანამშრომელმა, ვინც ამასწინათ საჯაროდ გამოაქვეყნა ამერიკის მოქალაქეთა თვალთვალის ამსახველი საიდუმლო დოკუმენტები, გასულ პარასკევს ვენესუელაში პოლიტიკური თავშესაფარი ითხოვა.

საიტ "Интернет хроники"-ს ცნობით, როგორც კი უსაფრთხო ნავთსაყუდელში აღმოჩნდა, სნოუდენმა მსოფლიოს გამაოგნებელი ინფორმაცია მიაწოდა ექსკლუზიური და საიდუმლო სამთავრობო დოკუმენტების შესახებ.

სნოუდენის ცნობის მიხედვით: "ხელისუფლების მაღალმა ეშელონებმა არ იციან რა უყონ ამოუცნობ მფრინავ ობიექტებს, და ოფიციალური ვერსია, რომ ყველა ისინი მხოლოდ და მხოლოდ ბუნებრივ მოვლენებს ან კიდევ მეტეოროლოგიურ ზონდებს წარმოადგენენ უარყოფილ უნდა იქნას... როგორც აღმოჩნდა, დაკვირვებებიდან ყველაზე იდუმალი და ამოუცნობი ხასიათისაა სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც შეამჩნიეს ჰიდროთერმალურ წყაროებში ზღვის სიღრმიდან ამოსვლისა და მზის ორბიტაზე უშუალო შესვლის მომენტში. "რადგანაც, მონაცემები ბალისტიკური რაკეტების, სათვალთვალო სისტემებისა და წყლის სიღრმეში არსებული ექოლოკატორების შესახებ სახელმწიფო საიდუმლოს წარმოადგენს, მეცნიერებს ამ ობიექტებთან დაკავშირებით არაფრის თქმა არ შეუძლიათ. მიუხედავად ამისა, DARPA-ს (Defense Advanced Research Projects Agency - აშშ-ს თავდაცვის მოწინავე კვლევითი პროექტი) მეიჯარეები (მენარდეები) დარწმუნებულები არიან, რომ მიწისქვეშ არსებობენ ადამიანებზე უფრო განვითარებული ჰომო-საპიენსები, რომლებიც მიწის მანტიაში ცხოვრობენ.

მსგავს შეხედულებას მისაღებად მიიჩნევენ, თუ გავითვალისწინებთ, რომ მანტია - ერთადერთი ადგილია, სადაც პირობები სტაბილურად ნარჩუნდებოდა მილიონობით წლების განმავლობაში. ჩვენგან განსხვავებით, ექსტრემოფილებს შეუძლიათ იცხოვრონ სხვადასხვა დონის ტემპერატურებში, და თავიანთი ინტელექტის განევითარებაც შეეძლოთ...

"პრეზიდენტი ღებულობს ყოველდღიურ ბრიფინგებს, - აცხადებს სნოუდენი, - მათი საქმიანობის შესახებ. ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ მათი ტექნოლოგიები ბევრად უსწრებენ ჩვენსას, და ძალზედ მცირედი შანსები გაგვაჩნია მათთან პოტენციური ომის შემთხვევაში".

"საზოგადო აზრის მიხედვით, ჩვენ მხოლოდ ჭიანჭველები ვართ მათ თვალში, და ძალზედ მცირეა შანსი იმისა, რომ შეეცდებიან ჩვენთან კონტაქტის დამყარებას ან თანაგრძნობას გაგვიწევენ. მსგავს საგანგებო სიტუაციაში სამოქმედო გეგმა ითვალისწინებს ბირთვული ბომბის აფეთქებას ღრმა გამოქვაბულებში, რათა "მოიწყლას" მტერი, რამეთუ მისი განადგურების იმედი არ არსებობს. იმედია, რომ ასეთი ღონისძიება მხოლოდ დააბრკოლებს მის მომდევნო შეტევებს კაცობრიობაზე".

კრიტიკოსებს შეუძლიათ ამტკიცონ, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოებისა და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს 30 წლის ყოფილმა წევრმა ხელისუფლების დავალებით ჩვენს "ექსტრამიწიერ" მეზობლებზე წარადგინა იმგვარი ინფორმაცია, რაც უკვე კარგად არის ცნობილი. მაგრამ ინფორმაციამ გეორადარების, ან GPR სკანირების შესახებ, რომელზეც "ინტერნეტ ქრონიკა" გვამცნობს და დადასტურებულია სადაზვერვო წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციებით, შეიძლება ხაზი გადაუსვას პოპულარულ საზოგადოებრივ აზრს სტრატეგიულად სინქრონიზირებული მიწისძვრებისა და ცუნამების შესახებ.

გარდა ამისა, "PRISM"-ის სისტემამ ნათელი მოჰფინა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოსა და "ეშელონის" კომპიუტერული სისტემის ქმედებებს, რომლებიც ჯერ კიდევ 1990-იან წლებში გამოვლინდა; რომ არსებობს ლაზერით ამოჭრილი მიწისქვეშა ქალაქების უვრცელესი კომპლექსები. უეჭველია, რომ GPR სკანირება გახდება საზოგადოებრივი დისკუსიის საგანი, რომლის მთავარი პრობლემაა ბალანსი თავისუფლებასა და უსაფრთხოებას შორის.

წყარო: http://rus.telegram.ee/maailm/snouden-rasskazal-pro-prishel-tsev-zhivushhih-v-nedrah-zemli

P. S. ამ ინფორმაციის წაკითხვისას გვაგონდება წმ. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადება" ("აპოკალიფსისი"), სადაც ნათქვამია: "მეხუთე ანგელოზმა ჩაჰბერა და ვიხილე ვარსკვლავი, რომელიც ზეცით ვარდებოდა ქვეყნად, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჭისა; გააღო უფსკრულის ჭა და ამოვარდა კვამლი ჭიდან, როგორც ვეება ღუმელის კვამლი, და დაბნელდა მზე და ჰაერი ჭის კვამლისაგან. გამოვიდა კვამლიდან კალიის გუნდი ქვეყნად, და მიეცა მას ხელმწიფება, მსგავსი იმისა, როგორიცა აქვთ მიწის მორიელთ. ... ხოლო გარეგნობით ცხენებსა ჰგვანდნენ, საომრად გამზადებულთ, და თავს ედგათ გვირგვინი, როგორც ოქროსი; და სახე მათი, როგორც სახე კაცთა. მათი თმები დიაცთა თმებს მოგაგონებდათ, კბილები კი მიუგავდათ ღოჯებს ლომისას. ტანთ ეცვათ ჯაჭვნი, როგორც რკინისანი, და მათი ფრთების ხმა, როგორც ცხენმრავალ ეტლთა გრიალი, რომელნიც მიჰქრიან საომრად... მეფედ ჰყავდათ უფსკრულის ანგელოზი, და სახელი მისი ებრაულად აბადონ, ხოლო ბერძნულად აპოლიონ... იმ დღეებში სიკვდილს დაუწყებენ ძებნას კაცნი, და ვერ ჰპოვებენ; ინატრებენ, ნეტა მოვკვდეთო, მაგრამ სიკვდილი დაუსხლტება მათ" (გამოცხ. 9:7-11).

დამატებითი ინფორმაცია ედუარდ სნოუდენის შესახებ: http://www.radioazadlyg.org/content/article/25012022.html

წყარო:

Комментариев нет:

Отправить комментарий