29 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია ხელთუქმნელი ანჩისხატის დღესასწაულს აღნიშნავს.
ანჩისხატის ისტორია.
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი და საქართველო.
სასწაულთა სასწაული, საოცრებათა საოცრება – მაცხოვრის პირველი ხატი საუკუნეებია საქართველოშია და დღეს მისი ხილვა ხელოვნების მუზეუმშია შესაძლებელი.
მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატი – “პირი ღვთისა” ქრისტიანობის უდიდესი სასწაულია და მას საოცარი ისტორია უკავშირდება.
პირველ საუკუნეში, იესო ქრისტეს ამქვეყნიური მოღვაწეობის დროს, ედესის მმართველი იყო ავგაროზი. ედესა იმ დროს რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდა, დღეს კი თურქეთის ქალაქი ურფაა. ავგაროზმა, რომელიც თურმე დასნეულებული იყო, მაცხოვართან მხატვარი გააგზავნა და თან წერილიც გაატანა. ამ წერილით, დასნეულებული მეფე სთხოვდა იესოს, რომ განეკურნა იგი. თანაც ავგაროზი იესოს ედესაში იწვევდა, რადგან იცოდა, რომ მას სამშობლოში სდევნიდნენ.
ავგაროზის მიერ წარგზავნილმა მხატვარმა მაცხოვარი მართლაც ნახა, თუმცა იესომ ედესაში წასვლასა და შეთავაზებული თავშესაფრის მიღებაზე უარი განაცხადა. ცხადია, მაცხოვარი ედესაში არ წავიდოდა, რადგან ამით წინასწარმეტყველება ვეღარ ახდებოდა და კაცობრიობის ხსნა არ მოხდებოდა.
ავგაროზისგან მხატვარს დავალებული ჰქონდა, რომ თუ იესო ედესაში არ წაბრძანდებოდა, მაშინ მისი ხატი დაეხატა. მმართველს იმედი და რწმენა ჰქონდა, რომ ამ ხატის შეხედვით მაინც განიკურნებოდა. მხატვარი შეეცადა, იესოს სახე დაეხატა, მაგრამ ალბათ, ნაკლები მორწმუნეობის გამო ვერ შეძლო. მაშინ მაცხოვარმა ტილო დაასველა და სახეზე მიიდო. მოხდა სასწაული და მაცხოვრის სახე ამ მანდილზე გადმოვიდა. ეს საოცრებათა საოცრება იყო. ეს მაცხოვრის პირველი ხატია და სწორედ ამიტომ მას “პირი ღვთისა” ჰქვია.
ისტორია მოგვითხრობს, რომ მხატვარს მაცხოვრის ხატი წამოუღია, მოციქულ თადეოსთან ერთად ედესისკენ გზად მიმავალს ქალაქ იეროპოლში ერთ-ერთი სასტუმროსთვის შეუფარებია თავი. სასტუმროს მფლობელი კერამიკოსი იყო და სხვადასხვა ნივთებს ამზადებდა. მას საოცრება, რომელიც მხატვარს მოჰქონდა, ქოთნებს შორის შეუნახავს, რათა უფრო დაცული ყოფილიყო. შუა ღამისას საშინელი ჭექა-ქუხილი ამტყდარა, შეშინებული მხატვარი და სასტუმროს მეპატრონე წამომდგარან, რათა ენახათ, “პირი ღვთისა” ხომ არ დაზიანებულიყო და აღმოჩნდა, რომ მაცხოვრის სახე კეცზე გადასულიყო. ამრიგად, “პირი ღვთისა” ორია: ერთი კეცის, ანუ, კერამიონს უწოდებენ, ხოლო მეორე მანდილიონი, ანუ, მანდილის-ტილოზე გადასული.
კერამიონისა და მანდილიონს ისტორიები საქართველოს უკავშირდება. კეცის ხატი საქართველოში არის დავანებული. წმიდა ანტონმა, ასურელ მამათაგან ერთ-ერთმა მეექვსე საუკუნეში, ერეტიკოს ნესტორიანელებს წაგვარა ეს ხატი და საქართველოში ჩამოაბრძანა.
წმიდა მამამ კერამიონი მის მიერ დაარსებულ მარტყოფის მონასტერში დააბრძანა და მას აქ სათუთად ინახავდნენ. კერამიონს უამრავ სასწაულს მიაწერენ.
მარტყოფის მონასტერი თემურ ლენგმა აიკლო, თუმცა ვიდრე ეს საშინელება მოხდებოდა, მონასტრის წინამძღოლმა, გიორგი მარტყოფელმა მოასწრო და კერამიონი გადამალა. როგორც ცნობილია, მას ხატი მარტყოფის ტერიტორიაზე დაუფლავს და ამჟამადაც იქ იმყოფება.
ტილოზე გადასული ხატი მხატვარმა ედესაში ჩააბრძანა და მანდილიონმა მეფე ავგაროზი განკურნა. ედესის შესასვლელის კარის თავზე ნიში გააკეთეს, მანდილიონი, ანუ ტილო ფიცარზე გადააკრეს, იქ დააბრძანეს და მას კანდელი დაუნთეს.
კეთილშობილი მმართველის შვილები ქრისტიანობას არ სწყალობდნენ. ქრისტიანების დევნის დროს ეს ნიშა ამოაშენეს. რომის იმპერიაში ქრისტიანები მეოთხე საუკუნემდე იდევნებოდნენ.
539 წელს ედესას სპარსეთის მეფე ხოსრო–ანუშირვანი მიადგა ასაოხრებლად. ედესის ეპისკოპოსს ხილვა ჰქონდა ღვთისმშობლის, რომელმაც აუწყა სად იყო მაცხოვრის ხატი. მოიძიეს კედელში ჩაშენებული მაცხოვრის ხატი და აღმოჩნდა, რომ ხატთან კანდელი ჩაუქრობლად ენთო. მოულოდნელად მტერმა პირი იბრუნა, ედესა “პირი ღვთისამ” გადაარჩინა.
641 წელს ქალაქი ედესა არაბ დამპყრობთა ხელში გადავიდა, თუმცა ხატისთვის ხელი არავის უხლია, 944 წელს კი ედესას ბიზანტიის იმპერატორ კონსტანტინე პორფიროგენეტის ჯარები მიადგა. ქალაქის ჯარის სარდალ იოანესთან გაიმართა მოლაპარაკება. მის შედეგად ბიზანტიელებმა ალყა მოხსნეს, სამაგიეროდ ჯილდოდ უდიდესი სიწმინდე – “პირი ღვთისა” მიიღეს.
ედესიდან ხატი კონსტანტინოპოლში ლიტანიობით გადააბრძანეს. შემდგომ წმინდა სოფიას ტაძარში დაბრძანეს და დიდი ხნის განმავლობაში იქ იყო და ხატმებრძოლეობის ავბედით დროსაც კი გაუძლო.
1204 წელს, IV ჯვაროსნული ლაშქობების დროს ქრისტიანმა ჯვაროსნებმა იერუსალიმი გადაწვეს, მონასტრები გაძარცვეს და სიწმინდეები ევროპაში გაიტანეს. ამ ლაშქრობების მეთაურის, ვენეციელი დოჟის, დონდოლეს ბრძანებით, “პირი ღვთისა” გაუძარცვავთ, ფიცრიდან გამოგლიჯეს და გენუას ან ვენეციის გზას გაუყენეს. გემი ჩაიძირა და ორიგინალი მანდილიონიც, სამწუხაროდ, ადრეატიკის ზღვაში ჩაიძირა.
“პირი ღვთისას” აქვს საოცარი თვისება, სხვადასხვა ნივთებზე გადადის. ხატი იმ დაფაზე გადასულა, რომელიც ტილოს უკნიდან ჰქონდა გაკეთებული. ქართველთა ღვაწლით ეს დაფა გადარჩა. ამ პერიოდში, მეცამეტე საუკუნის დასაწყისში, საქართველო უმნიშვნელოვანესი და ანგარიშგასაწევი ქვეყანა იყო. “პირი ღვთისა”, ანუ ფიცარზე გადასული ხატი, თავშესაფრად გადმოაბრძანეს საქართველოში – კლარჯეთში მთიან ანჩში და ანჩის საეპისკოპოსო ტაძარში დაასვენეს.
თამარ მეფემ ხატი შეაკეთებინა, ცვილის საღებავით აღადგენინა და ბექა ოპიზარს მოაჭედინა. მსოფლიო მნიშვნელობის ეს საგანძური თურქთა მიერ ბიზანტიის იმპერიისა და მისი დედაქალაქის დაცემამდე, 1453 წლამდე იმყოფებოდა ანჩის ტაძარში. შემდეგ თურქებმა საქართველოსაც შემოუტიეს, გათათრდა სამცხე, ანჩაშიც თურქები შევიდნენ.
1664 წელს ქართლის კათალიკოსის დომენტის დავალებით “პირი ღვთისა” 2,000 მარჩილად შეისყიდეს და ჩამოაბრძანეს თბილისში, ღვთისმშობლის მიძინების (ახლანდელი ანჩისხატი) ტაძარში. ეს ტაძარი VI საუკუნეში, ვახტანგ მეფის შვილს დაჩის განუსრულებია, როგორც საეპისკოპოსო ტაძარი.
ანჩისხატის ტაძრის უმშვენიერეს ეზოში იკრიბებოდა თბილისის წარჩინებული საზოგადოება, აქვე იყო სემინარიაც. ტაძრის დეკანოზები კი მეფის აღმზრდელებად ითვლებოდნენ. ტაძარშია დაკრძალული დიდი წმიდანი ევდემოს კათალიკოსი. იგი გამუსულმანებულ როსტომ მეფეს ებრძოდა და ამხელდა, ქვეყნისა და მართლმადიდებლობის გადასარჩენად.
ღვთისმშობლის სახელობის ტაძარმა სახელი იცვალა და მას “ანჩისხატი” უწოდეს, ანჩიდან ჩამობრძანებული “პირი ღვთისას” საპატივსაცემოდ.
გამოხდა ხანი, დიდმა ქართველმა, სამშობლოს მოყვარულმა გივი ამილახვარმა (მეფის მტრებისთვის ლახვარი, ვამტკიცებ ამილახვარი – ასეთი დევიზი ჰქონდა მის გერბს) “პირი ღვთისა” წააბრძანა სოფელ ჭალაში, კარის ეკლესიაში, გივის ძმის, ქართლის კათალიკოს ნიკოლოზ VI–ის ლოცვა-კურთხევით. გივიმ ხატი კვლავ განაახლა, შეამკო გარედან, ოქრომჭედლებს კარედიც მოაჭედვინა. ასე დამშვენებული ხატი კვლავ “ანჩისხატის” ეკლესიაში დაბრუნდა.
ამის შემდეგ, საქართველოს გასაბჭოებამდე, ეს საოცარი ხატი ანჩისხატში იყო. 1938 წელს, საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის კალისტრატეს თხოვნით, იგი ხელოვნების მუზეუმში გადააბრძანეს. ამით კათოლიკოსმა ხატი ბოლშევიკთა ხელყოფისაგან გადაარჩინა, რადგან ამ პერიოდში ათეისტი ბოლშევიკები ტაძრებს ანგრევდნენ და ხატებს ანადგურებდნენ. მას შემდეგ მსოფლიო საოცრება “პირი ღვთისა – ანჩისხატი” მუზეუმში იმყოფება და ანჩისხატის ტაძარი კვლავ ელოდება მის დიდებით დაბრუნებას.
ინფორმაცია ანჩისხატის ტაძრის დეკანოზმა, მამა აკაკი მეგრელიშვილმა მოგვაწოდა.
თეა სულაბერიძე
http://www.ambioni.ge/ancisxatis-istoria

Комментариев нет:
Отправить комментарий