среда, 27 ноября 2013 г.

საცდური უფრო ხშირად ორგვარად წარმოიშობა:

პირველი – განმრყვნელი და ღვთის სიტყვის საწინააღმდეგო სწავლებით, რასაც ავრცელებენ მწვალებლები და სხვა ცრუმორწმუნეები; მეორე – საცდური მოაქვს იმასაც, ვინც ღვთის სიტყვის საწინააღმდეგოდ ცხოვრობს და თავის ძმობასთან განმხრწნელად იქცევა. როგორც კეთილი, ასევე ბოროტი მაგალითი ერთისა ეკვეთება მეორის გულს სმენის ან მხედველობის საშუალებით; კეთილი სიკეთისკენ, ხოლო ბოროტი ბოროტებისკენ აღძრავს მხედველს ან მსმენელს. საცდური შავი ჭირივითაა, რომელიც ერთ ადამიანში იწყება და მრავალ ახლო მცხოვრებს გადაედება და კლავს. ასევეა განმხრწნელი სწავლება – ერთ მწვალებლობის შემომღებში იწყება, მაგრამ უთვალავ ადამიანს დასცემს და დაღუპავს. ამგვარადვე ერთი მანკიერი ცხოვრება მრავალს უბიძგებს უსჯულოებისკენ, იმის კეთებისკენ, რაც დაინახეს და მოისმინეს. როგორც სახლი იწვება ცეცხლმოკიდებული მეზობელი სახლისგან, ასევე ადამიანები ბიწიერთა უსჯულო მაგალითის ალით ინთებიან და იწვებიან.



წმ. ტიხონ ზადონელი






Комментариев нет:

Отправить комментарий