დანას იყენებენ მკვლელებიც და ექიმებიც. მაგრამ ერთნი დანით მოქმედებენ მრისხანებითა და სისასტიკით და ყველაზე უფრო უგუნურ საქმეებს ჩადიან - თავისავე მსგავსებს კლავენ; მეორენი კი, გონივრულად და დაფიქრებით იწყებენ დანის მოქმედებას და მისგან უდიდეს სარგებელს მოულობენ, რადგან საფრთხეში მყოფთა სიცოცხლეს იხსნიან. ასევე მას, ვისაც გონივრულად აღშფოთება შეუძლია, უდიდესი სარგებელი მოაქვს იმისთვის, ვის წინააღმდეგაც არის მიმართული ეს აღშფოთება - გამოასწორებენ მათ სიზარმაცეს ან მზაკვრობას, ხოლო მრისხანების ვნებით შეპყრობილი კი ჯანსაღს არაფერს ჩადის.
წმ. ბასილი დიდი
წმ. ბასილი დიდი
Комментариев нет:
Отправить комментарий