უვიცი და სოფლის მოყვარული ადამიანები, რომელთაც სიკეთის ბუნება არ იციან, ხშირად ნეტარებად თვლიან მას, რასაც არავითარი ღირებულება არა აქვს, კერძოდ, სიმდიდრეს, ჯანმრთელობას, ბრწყინვალე ცხოვრებას, რომელთაგან არც ერთი არ წარმოადგენს ბუნებით სიკეთეს, რადგანაც არა მხოლოდ საპირისპირო სახეს იღებენ ადვილად, არამედ არც იმის ძალა შესწევთ, რომ თავიანთი მფლობელნი უკეთესებად აქციონ. განა ვინმე ფულს სამართლიანი გაუხდია ან ჯანმრთელობას – ბრძენი? პირიქით, თითოეულ ამგვარ წყალობას მისი ბოროტად გამომყენებელი ცოდვაში ჩაუგდია. ნეტარია ის, ვინც მართლა ფასეული შეიძინა და ვინც განუხრწნელ სიკეთეს ეზიარა.
წმ. ბასილი დიდი
წმ. ბასილი დიდი
Комментариев нет:
Отправить комментарий