вторник, 17 декабря 2013 г.

43.ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(დ)

ამ დღეებში ვფიქრობ აი, რაზე; ბაბილონელები(აპოკალიფსის მიხედვით ვუწოდებ მათ ბაბილონს) რომ ჰომოსექსუალებს მფარველოდნენ-ბენ ეს გასაგებია , ამას უკვე წარსული ისტორია კი არა, დღევანდელი მსოფლიო მოვლენებიც ადასტურებს.თუმცა, ჩვენ ჯერ კიდევ არ ვხედავთ ბაბილონის ნამდვილ სახეს,მის შესაძლებლობებს,მზაკვრობასა და ვერაგობას. ის მხოლოდ მეძავი არ არის ,ის მკვლელი მეძავია. ანუ, ის  მფარველობს და ხელს უწყობს სულიერად, ზნეობრივად დაცემულ ადამიანებს.  ხოლო ვინც უფლის გზაზე დგას მათ ფიზიკურად კლავს.(აპოკალიფსის მიხედვით ის მორწმუნეთა მკვლელია).მეძავებს მფარველობს, მორწმუნეებს კლავს.

ესეიგი, ჩვენ დღეს ყველანი ვხედავთ უფლის საწინააღმდეგოდ მოქმედ ადამიანებს  მფარველობენ პოლიტიკური ძალები. ეს ხდება ღიად. ვინ სჩადის ამას საძებარი არ არის. თითქოს ამით დამტკიცდა რომ ბაბილონელები მართლა მფარველობდნენ წარმართულ დროში ანტიღვთიურებს. ხოლო ქრისტეს მერე ბაბილონი ქრისტიანთა მკვლელად მოიხსენება. ესეიგი , ის იყო ისლამში, ის იყო ათეისტურ ქვეყანაში და ის იყო და არის  ქრისტიანულ ქვეყანაში ქრისტიანის ნიღაბს ამოფარებული.მაგრამ, დღევანდელ მსოფლიოში ბაბილონის მხოლოდ იმ სახეს უფრო ვხედავთ რომელიც მფარველობს მეძავებს, და რაზეც მე ვფიქრობ ამ დღეებში არის ის, რომ ნუთუ, მალე ბაბილონი უნდა ვიხილოთ როგორც ქრისტიანთა მკვლელი? რომ აწმყოთი დამტკიცდეს წარსული?ეს მგონი არ იქნება გასაკვირი მათგან, ვინც დღეს უფლისსაწინაღმდეგოს აკანონებს. ბაბილონი ხომ შუღლისა და ომის ქალღმერთიც არის. მე ვისურვებდი რომ ეს არ მოხდეს, მაგრამ მსხვერპლის აცილება რამდენად შესაძლებელია არ ვიცი. არადა ფაქტიურად ქრისტიანობა ალყაში იქნება , ისლამისა, ათეიზმისა, და სიბილწე შერწყმულ ქრისტიანობის ანუ, ლიბერალიზმის გარემოცვაში.


რა უნდა გაკეთდეს რომ წარსული არ განმეორდეს? ან მსხვერპლის რიცხვი იყოს რაც შეიძლება მცირე?


დღევანდელი მსოფლიო ლიდერების მიერ მეძავთა-ჰომოსექსუალთა მფარველობა-წახალისება როგორი სიზუსტით არის აპოკალიფსში დახასიათებული  ,,.....ქვეყნის მეფეებმა ისიძვეს მასთან...’’(ბაბილონთან)  ..........

ბაბილონური (წარმართული,ქრისტიანობამდელი)წესები ბრუნდება. და მოსალოდნელი ქრისტიანობისშემდგომი მოვლენების განვითარება.

თითქოს უზნეობამ ზნეობა კედელთან მიაყენა და გაუპატიურებას უპირებს.

ყველაზე საუკეთესო იარღი მათ წინააღმდეგ, ალბათ, ის იქნება რომ მათივე შვილები მოეგონ გონს და გაიაზრონ რას მოუტანს ასეთი თაობები მსოფლიოს, რა შედეგები მოჰყვება ამ ყველაფერს , და იქნებ დაუპირისპირდნენ თავიან მშობლებს თუ მეგობრებს , იმათ, ვინც ასეთი გადაწყვეტილებები მიიღო.

თავგასული ბაბილონი(მისი გუნდი) კი იმაზე მუშაობს რომ მოქიშპე და ომის წამომწყებად არა თვითონ, არამედ უდანაშაულოები წარმოჩინდნენ, როგორც ეს ქრისტეს დროს მოხდა _ფარისევლებმა ქრისტე გამოიყვანეს მეამბოხედ ......

***

43.ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(გ)
http://elasevenia.blogspot.com/2013/12/43_12.html


Комментариев нет:

Отправить комментарий