„ჯერ თავი გაისუფთავე და მერე გაასუფთავე სხვა; ჯერ შენ გახდი ბრძენი და შემდეგ შეეცადე, სხვას მისცე სიბრძნე; ჯერ შენ გახდი ნათელი და შემდეგ მიეცი სინათლე სხვას; ჯერ შენ მიუახლოვდი ღმერთს და შემდეგ გაუძეხი მისკენ სხვას; ჯერ თავი განიწმინდე და შემდეგ შეეცადე, განწმინდო სხვა“. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.
вторник, 31 декабря 2013 г.
Comedy-შოუს დაჯილდოვების ცერემონიალი.
Comedy-შოუს დაჯილდოვების ცერემონიალი (ნაწილი 1)
http://www.youtube.com/watch?v=TcFVtPWpK3c
Comedy-შოუს დაჯილდოვების ცერემონიალი (ნაწილი 2)
http://www.youtube.com/watch?v=G_arb4YwHTQ
Comedy-შოუს დაჯილდოვების ცერემონიალი (ნაწილი 3)
http://www.youtube.com/watch?v=p9bP-x7ZzvQ

ვისთვის თოვლის ბაბუა, ვისთვის – სანტა კლაუსი.
ხალხური ტრადიცია, რომელსაც ეკლესია იწყნარებს
საქართველოში მითიური ადამიანის სახის არსება, რომელიც ასოცირდება ახალ წელთან, წარმოადგენს ბავშვების ერთ-ერთ უსაყვარლეს ზღაპრისა და რეალურ გმირს. როგორც ბავშვებს სწამთ, ახალი წლის ღამეს კეთილი თოვლის ბაბუა ჩამოვა მთიდან და უამრავ საჩუქრებს, ტკბილეულს და სხვადასხვა სასუსნავს ჩამოუტანს. როგორ წესი, თოვლის ბაბუას (პაპას) გამოსახავენ კეთილი მოხუცის სახით, რომელსაც აქვს გრძელი თეთრი წვერი, მოსხმული აქვს ნაბადი (შავი ან თეთრი ფერის, წითელი – სანტა-კლაუსის შემთხვევაში), ცალ მხარზე კი საჩუქრებით სავსე ხურჯინი აქვს გადაკიდებული.
მამა არჩილ ხაჩიძე (კუკიის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღდელთმსახური): “თოვლის ბაბუ” ასეთი პერსონაჟი ან პიროვნება, ეკლესიაში ცნობილი არ არის.
“ნოე ბაბა”, “დედ-მაროზი” თუ “თოვლის პაპა” ერქმევა, ეს არის უბრალოდ, ხალხური, გამოგონილი პერსონაჟი, ადამიანი, რომელიც მოდის და ახალ წელს გვილოცავს და გვასაჩუქრებს. მაგრამ, როგორც ქრისტიანებმა ვიცით, რომ ყველანაირი სიკეთის მომნიჭებელი არის უფალი. ასე რომ, თუ რაღაც მოგვეცემა და გვეძლევა, მხოლოდ და მხოლოდ უფლისგან. მხოლოდ ღმერთია ჩვენი გამხარებელი და მასაზრდოებელი. მეტი წყარო სიხარულისა არ არსებობს.
ბავშვის ცნობიერებაში იმის ჩანერგვა, რომ ღმერთი კი არა, მას რაღაც უცნაური არსება ასაჩუქრებს, რომელიც ხან ეტლით, ხან მარხილით მოგზაურობს, არასწორია. ბავშვის ცნობიერებაში ეს იწვევს გაორებას და იმ სამყაროს დარღვევას, რაც თავიდანვე უნდა იყოს ჩადებული ნებისმიერ პიროვნებაში.
ღმერთი არის ყველაფრის წყარო, თუ რამეს ვთხოვთ და წერილს ვუწერთ, უნდა ვთხოვდეთ უფალს და არა თოვლის ბაბუას. უნდა ვიცოდეთ, რომ თუ რაღაც გვეკუთვნის, ის აუცილებლად მოგვეცემა და არ დაგვიგვიანდება. “თოვლის პაპის” არსებობას ეკლესია იწყნარებს. მიუხედავად იმისა, რომ სწავლება არ არსებობს, არც დარღვევა არ არის. ამის საჭიროება არ დგება. თოვლის პაპა, არსად არ გამხდარა დაპირისპირების საგანი.
“თოვლის პაპას”, ყველა ქვეყანაში სხვადასხვა სახელი ჰქვია. ამერიკასა და ინგლისში – სანტა კლაუსს ეძახიან, ნორვეგიაში ულებუქსს, ესპანეთში – პაპა ნოელს, რუსეთში – დედ მაროზს და ა.შ.
“თოვლის პაპა”, ყველა ქვეყანაში საჩუქრებს სხვადასხვაგვარად არიგებს. რუსეთში – ნაძვის ხის ქვეშ აწყობს, ინგლისსა და ირლანდიაში – წინდებში, მექსიკაში – ფეხსაცმელში, საფრანგეთში – საკვამურის მილში, ესპანეთში – აივანზე”.
ვინ არის სანტა კლაუსი?
შობა-ახალი წლის დადგომა ამერიკისა და ევროპის ქრისტიანულ ქვეყნებში სანტა კლაუსის სახელს უკავშირდება. მაგრამ ბევრმა არც კი იცის, თუ ვინ არის სინამდვილეში სანტა კლაუსი ან რატომ დამკვიდრდა იგი ამ სახით.
19 დეკემბერს ახალი სტილით მართლმადიდებელი ეკლესია დიდი სასწაულთმოქმედი წმიდანის, მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის – წმიდა ნიკოლოზის სხენების დღეს აღნიშნავს. იგი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და გამორჩეული წმიდანია ქრისტიანულ სამყაროში.
განსაკუთრებული თაყვანისცემა წმიდა ნიკოლაუსისა გერმანიაში – VI საუკუნიდან, რომში კი – VIII საუკუნიდან დამკვიდრდა.
როგორც ცნობილია, წმიდა ნიკოლოზი, განსაკუთრებული ქველმოქმედებითა და მოწყალებით გამოირჩევა. მისი ცხოვრება სასწაულებითაა აღსავსე. ყველასთვის ცნობილია, მაგალითად, თუ როგორ გადაარჩინა წმინდა ნიკოლოზმა ქალაქი მირონლუკია შიმშილისაგან; როგორ დააცხრო ქარიშხალი ლოცვით და პალესტინაში მიმავალი გემი გარდაუვალი დაღუპვისგან იხსნა; თუ როგორ გადაარჩინა წმიდა ნიკოლოზმა სიკვდილით დასჯას სამი მხედართმთავარი, რომლებსაც ბოროტმოქმედებმა ცილი დასწამეს. დაბოლოს, საყოველთაოდ ცნობილია ერთი ეპიზოდი წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან. იმხანად წმიდა ნიკოლოზი ქალაქ პატრაში მღვდლად მსახურობდა. მან შეიტყო, რომ ერთ გაღატეკებულ კაცს, რომელსაც სამი ქალიშვილი ჰყავდა და მათი გამზითვება და დაქორწინება არ შეეძლო, – განუზრახავს მათი საროსიკოპოში გაგზავნა და ამ გზით გამდიდრება. ქალწულები ცრემლით ევედრებოდნენ უფალს გამოხსნას ამ საშინელი ხვედრისაგან. ყოვლადმოწყალე ღმერთმა მათ დასახმარებლად მღვდელი ნიკოლოზი გააგზავნა. სამგზის მივიდა მის სახლთან წმიდა ნიკოლოზი და ყოველ მისვლაზე კარის ზღურბლთან ოქროთი სავსე ქისა დატოვა. ასე შეძლო მამამ თავისი სამივე ქალიშვილის გამზითვება. ამგავარად იხსნა წმიდა ნიკოლოზმა სამი ქალწული და მათი მამა საშინელი განსაცდელისაგან.
სწორედ ამ ეპიზოდმა წმიდა ნიკოლოზის ცხოვრებიდან განაპირობა სანტა კლაუსის დამკვიდრება დასავლურ ტრადიციაში. ასე, თანდათანობით, იქცა იგი დასავლეთ ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის შობა-ახალწლის სიმბოლოდ – სანტა კლაუსად. შობა ღამეს, წმიდა ნიკოლოზის სასწაულის მოლოდინში, საჩუქრების დასატოვებლად საგანგებოდ წინდებს გამოფენდნენ ხოლმე. ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში შობა ღამეს წინდებსა და ფეხსაცმელს ბუხართან ტოვებენ, რადგან სწამთ, რომ საკვამურიდან სახლში სანტა კლაუსი ან მისი თანაშემწე შემოაღწევს და წინდებსა და ფეხსაცმელში საჩუქრებს ჩააწყობს.
ბავშვების საშობაოდ დასაჩუქრების ტრადიცია გერმანიაში X საუკუნიდან იწყება. იმხანად სამონასტრო სკოლებში წმიდა ნიკოლოზის ხსენების დღეს “საეპისკოპოსო” თამაშებს ატარებდნენ: ერთ-ერთი მოსწავლე მღვდელმთავრად იმოსებოდა და თავის თანატოლებს საჩუქრებს ურიგებდა. XVI-XVII საუკუნეებში ეს ტრადიცია გერმანიაში საბოლოოდ დამკვიდრდა. ახლა უკვე “წმიდა ნიკოლოზი” არა მარტო დადის სახლებში ზურგზე მოკიდებული საჩუქრებით სავსე ტომრით, არამედ იგი აუცილებლად ამოწმებს, იციან თუ არა ბავშვებმა კატეხიზმო და დაზეპირებული აქვთ თუ არა ლოცვები და მხოლოდ ამ “გამოცდის” შემდეგ ასაჩუქრებს მათ. წმიდა ნიკოლოზობის დღესასწაულისათვის ბავშვები გულმოდგინედ ლოცულობენ. საღამოს კი კართან ფეხსაცმელებს ტოვებენ და მათში დილით საჩუქრებს მოელიან.
თუმცა დასავლეთ ევროპაში, განსაკუთრებით, პროტესტანტულ რეგიონებში, წმიდა ნიკოლოზის რელიგიური არსი თანდათანობით უკანა პლანზე გადავიდა; სანტა კლაუსის პერსონაჟმა სახეცვლილება განიცადა – დღეს იგი უკვე მოიაზრება, როგორც ჯადოქარი სინრე-კლაასი ან სანტა კლაუსი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ეს პერსონაჟი თოვლის პაპად, ნოელემად ან ვაინახსმანად ყოველთვის როდი აღიქმება.
XX საუკუნის 30-იანი წლებიდან სანტა კლაუსი საზოგადოებრივ ცნობიერებაში დამკვიდრდა, როგორც კომპანია “კოკა-კოლას” სარეკლამო სახე. მას შემდეგ სანტა კლაუსის პერსონაჟი საბოლოოდ აღიქმება ცნობილ თოვლის პაპად. დამკვიდრდა ასევე “სანტას” ტრადიციული ფორმაც: წითელი თეთრბეწვმოყოლებული ხიფთანი, შარვალი და ქუდი. თუმცა წინა საუკუნეებში “საშობაო პაპა” სრულიად სხვაგვარად იყო შემოსილი და ჩიბუხსაც კი აბოლებდა. სწორედ ასეთი პესონაჟი ფიგურირებს კლემენტ მოორეს ლექსში “საშობაო პაპის სტუმრობა”.
სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, თანამედროვე ბავშვის ცნობიერებაში ამჟამინდელი სანტა კლაუსი არანაირად არ უკავშირდება წმიდა ნიკოლოზს.
თეა სულაბერიძე
http://www.ambioni.ge/tovlis-babua-santa-klausi

საახალწლოდ.
ჩვენ გვესმის და ადვილად გამოსაცნობიც არის, რისთვის გვიხარიან იესო ქრისტეს შობის დღე. გვესმის ეს დიდი დღე რისთვის არის დიდი, რისთვის არის ყოველ-წლივ სიხარულით და მილოცვით მისაგებებელი, რისთვის არის სადღესასწაულო დიდისა და პატარისათვის. ამ დღეს დაიბადა სიკვდილითა სიკვდილის დამთრგუნველი და ცხოვრების მომნიჭებელი მაცხოვარი ქვეყნისა, ღმერთი ყოვლად მოწყალებისა და ყოვლად მსხნელის სიყვარულისა. ღმერთი ნუგეშინისმცემელი უძლურისა და უღონოსი, დავრდომილთა აღმადგენელი, სნეულთა მაურვებელი, ცოდვილთა შემწყნარებელი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა მეოხ-პატრონი და მწყალობელი. მან აღამაღლა ღირსება და პატივი ადამიანისა იქამდე, სადამდინაც მისდა მოსვლამდე ვერ მიმწვდარიყო ადამიანის შეშინებული გონება და გაუღვიძებელი გრძნობა. „ვით მამა ზეცის, იყავ შენცა სრულიო“, უმოძღვრა კაცს და ამით გვამცნო, რომ კაცი შემძლებელ არს აღსვლად ღვთაების სისრულემდე. რაოდენი დიდებაა და პატივი კაცის ბუნებისა ამ ექვსს სიტყვაში, ღვთისა ბაგეთაგან წარმოთქმულში!… იღვაწე და ღვთის სისრულემდე შენც შეგიძლიან ახვიდე და მიახწიოო. ესოდენი განდიდება და აღმატება ადამიანის ღირსებისა ჯერ მინამდე არა ადამიანს არ გაეგონა და საკვირველია განა, რომ ყოველ ამის შემდეგ ყოველ-წლივ იესო ქრისტეს შობის დღეს დიდებით ვადიდებთ, ერთმანეთს სიხარულით ვულოცავთ, ვმხიარულობთ და თვითოეულის გული მოწყალებისათვის და მადლისათვის სძგერს.
ხოლო არ გვესმის, რა მიზეზით ამისთანავე, თუ არ მეტის, სიხარულით ვეგებებით ხოლმე პირველ დღეს ახალი წლისას. აი ესეც ახალი წელიწადი და არ ვიცით რა მოგილოცოთ: წასვლა ძველისა, თუ მოსვლა ახლისა. ან ერთში რა ყრია, ან მეორეში, ვერ გამოგციცვნია. წასვლა ძველისა თავის-თავად ბევრი არაფერი სასიხარულოა. პირიქით, სანაღვლელი უფროა. ჯერ იმიტომ, რომ კარგი იყო თუ ავი, მაინც შეჩვეული ჭირი იყო და შეჩვეული ჭირი ხომ ზოგჯერ ქართველისათვის შეუჩვეველ ლხინსა სჯობია. მეორე იმიტომ, რომ ძველი წელიწადი წავიდა და სასიცოცხლოდ მოთვლილ დღეთაგან თვითოეულს ჩვენგანს მოაკლდა მთელი სამას– სამოც–და–ხუთი დღე და სამას– სამოც–და–ხუთის დღით ახლო მიუვედით იმ აუცილებელს სადგურს, საცა შესვლაა და გამოსვლა–კი აღარა. ნუთუ ეს მისალოცველია და სასიხარულო!… ხუმრობაა, მთელი სამას–სამოც–და–ხუთი თორმეტ-საათიანი დღე და მთელი სამას–სამოც–და–ხუთი თორმეტი საათიანივე ღამე!… წავიდა და დაიღუპა ეს ამოდენა დღე და ღამე, ეს ამოდენა დრო და ჟამი იქ, საცა სიცოცხლე უამისოდაც წუთია. დროთა ბრუნვამ რომ ეს ამოდენა ღალა წაართვა ჩვენს სიცოცხლესა, სამაგიეროდ რა ნუგეში მოგვცა, რა გვათესინა, რა მოგვამკევინა, რა დაგვამუნათა? რომ გვეთქმოდეს – ბევრი არაფერიო, ცოტა მაინც საგულვებელი გვექნებოდა. საქმე ის არის, რომ სულ არაფერი მოუცია, და ეს რა ნუგეშია. მიდიან დღენი, მიდიან წელნი და ჩვენ ისევ ისე პირდაღებულნი ვართ, ისევ ისე ხელცარიელნი, როგორც ვყოფილვართ, და ვიძახით: სად წავიდეთ, ვის შევჩივლოთ, ვის ვუთხრათ, ვინ განგვიღებს დახშულ კარსა ბედისას?..
ბედის კარის გაღებას ვინ სჩივის. ეს ის ძეხვია ჩვენთვის, რომელსაც მშიერი კატა ვერ შესწვდა და თავი იმით ინუგეშა, რომ პარასკევიაო. ჩვენთვის ისიც დიდი ბედნიერება იქნებოდა, რომ უბედურების კარის დახურვას და შიგნიდან ჩაკეტას მაინც ვღირსებოდით. ეს რომ მაინც ეწყალობებინა ძველს წელიწადს, კიდევ ღმერთს მადლობას ვეტყოდით და არ დავინანებდით ამისთვის იმ ძვირფას საფასურის გაცემას, რომელსაც დღენი სიცოცხლისანი ჰქვიან, და რომელიც მით უფრო ძნელი გასამეტებელია, რომ ჩვენდა დაუკითხავად მიდის და აღარ ბრუნდება უკან. სხვა ყველა გაცემული ისევ ხელახლად მოიხვეჭება და სიცოცხლის წარსული დღენი-კი აღარა. ვაი ფუჭად განვლილს სამას–სამოც–დ–ხუთს დღეს და ღამეს! ჩვენს სიცოცხლეს ეს ამოდენა ხანი მოაკლდა და ერთის ბეწვის ოდენიც-კი არა შეგვამტნია რა. უნდა ვტიროდეთ და არ გვიხაროდეს–კი, რომ ესე უგემურად, ურგებად დღენი ჩვენნი დავლიეთ. აქ სინანულს უფრო მეტი ადგილი აქვს, ვიდრე სიხარულს, გლოვას და სამძიმარს, ვიდრე მხიარულებასა და მილოცვ-მოლოცვას.
სინანულიც კაი საქმეა, კაი საქონელია, თუ მართლა საგონებელში რაშიმე ჩავგაგდო და ნამუსი და სინდისი თავისის უტყუარის სასწორით ხელში კარზე მოგვაყენა ჩვენდა განსაკითხავად. განკითხვა თავის–თავისა ბევრს მიზეზს დაგვანახვებდა ჩვენის უბედურებისას და ქარისაგან მოტანილს სიხარულს ძველის წასვლისას და ახალის მოსვლისას ქარსავე გაატანდა, მაგრამ სად არის. სინანულისა და განკითხვისათვის აღარც გული გვაქვს გულის ადგილას და აღარც ჭკუა ჭკუის ადგილას და ვიძახით წარამარად „დრონი მეფობენო“ მაშინ, დრო მხოლოდ იგი ქვევრია, რომელიც მარტო იმას ამოიძახებს ხოლმე, რასაც თვითონ კაცი ჩასძახებს.
რაღა საკვირველია, რომ ჩვენ, ძველის წელიწადისაგან გულგატეხილნი და ასე უნუგეშოდ დარჩენილნი, ახალ წელიწადს რაღაც იმედით ვებღაუჭებით, რაღაც სიხარულით შევნატრით. მეტი რა გზაა, წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო. ჩვენც ასე მოგვდის. ხოლო საკითხი ეს არის: ეს კარზე მოსული ახალი წელიწადი ჯერ ხომ გაუჭრელი ნესვია და რა საბუთია, რომ შევხარით. ქრისტეს აქეთ სრული ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტი წელიწადი გასთენებია ადამიანს საერთოდ და ჩვენ, ქართველებს ცალკე და ათას რვაას ოთხმოცდათვრამეტჯერ სიხარულით და მილოცვით მივგეგებივართ და ამდენჯერვე მოვტყუებულვართ, იმედი და სიხარული გაგვცრუებია და ათას რვაას ოთხმოცდამეცხრამეტე წელიწადისაგან რაღას უნდა მოველოდეთ, ჩვენ, ქართველები მაინც.
მართალია, დღევანდელის დღის გამწარებული კაცი ხვალის იმედზეა ხოლმე, მაგრამ ესეც კი უნდა ვიცოდეთ, რომ ხვალე შვილია დღევანდელის დღისა და დღევანდელი დღე შვილია გუშინდელისა. რაკი ასეა, მაშ დედა ვუნახოთ, მამა ვუნახოთ და შვილი ისე გამოვნახოთ, ქართულის ანდაზისამებრ, და მაშინ დავინახავთ, – რა წითელი კოჭი უნდა ბრძანდებოდეს ჩვენთვის ეს ახლად შობილი ახალი წელიწადი, რომლის მზე და მთვარე, ნათელი და ბნელი პირველ შეხედვით თვალად არა სჩანს, აბა ერთი გვიბრძანეთ, – რა მოვუხანით, რა მოვუთესეთ, რომ რა მოგვამკევინოს.
„ყოველი მსგავსი მსგავსსა ჰშობსო“, ნათქვამია, და უხეირო, უსაქმურ წელიწადისაგან ნაშობი რა ხეირს მოგვიტანს. განა ამისთანა წელიწადი ერთი და ორია!.. ეს რამდენი დრო და ჟამია, რაც ჩვენ ვიძახით: „წახდნენ ყოველნი ჩვენთვისა, რაიც გვქონდა ქონებანიო“. ვინ არის ამის მიზეზი? არავინ, ჩვენს მეტი, და ამის მაგიერ, რომ ყოველმა ახალმა წელიწადმა ჩვენს თავზე მიგვახედოს, დაგვიჟინია „შემოვდგით ფეხი და გწყალობდეთ ღმერთიო“ და გვგონია, რომ რაკი ეს ვთქვით, ციდან მანანა ჩამოვა და პირში ჩაგვივარდება. ის-კი აღარ გვახსოვს, რომ ღმერთი მარტო გამრჯელის მწყალობელია და უხეიროს, უქმს, უსაქმურს პირს არიდებს. დღენი დღესა სცვლიან, წელიწადნი წელიწადს და ჩვენი თავი კი ისევ ისე წყალს მიაქვს, ანდაზისა არ იყოს, – ურია წყალს მიჰქონდა და გზაც ის იყოვო. გაურჯელს კაცს წყალი წაიღებს, მაშ რა მოუვა. ამას დიდი ლარი და ხაზი არ უნდა.
„ღმერთმა ტკბილად დაგაბეროსო“, ერთმანეთისათვის ვნატრულობთ ხოლმე, როცა-კი ახალი წელიწადი კარს დაგვირაკუნებს. რა დიდად სანატრელი რამ არის ეს დაბერება. დაბერებიდან ერთი ფეხის გადადგმა–ღაა სიკვდილამდე, და რაკი ამაზე მიდგება საქმე, მაშინ ყოველისფერი მწარეა. ან თვითონ სიბერე თავის-თავად მწარეზე უმწარესი არ არის განა? თუ ესეა, აბა ეხლა სთარგმნეთ, რას ნიშნავს ტკბილად დაბერება? აშკარაა, ტკბილად დამწარებას და ნუთუ ამაზე უკეთესი სანატრელი აღარა გაგვაჩნია-რა. ამაზე უკეთესი სანატრელი ვეღარა გვიპოვია-რა. ნატვრის უნარიც კი დაგვკარგვია, მოდი და წყალი ნუ წაგიღებს ამისთანას. სხვა რა გზაა?
სხვა გზა ის არის, რომ ერთმანეთს ერთმანეთით გული გავუგულადოთ და ამისთვის ღონე ღონეს გადავაბათ, მხარი მხარს მივცეთ, ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ და ამ წინდებულს ახალს წელიწადს იმას ვაქმნევინებთ, რაც ჩვენ გვინდა და არა იმას, რაც მასა ჰსურს. ვიმხნეოთ ერთად-ერთის გულით, ერთის სულით, ერთმანეთის ნდობით. ვინც მხნეა, ის ძლიერია. მაშ „მხნე იყავ და განძლიერდი“ – აი ჩვენი საახალწლო მოლოცვა, ჩვენი საახალწლო ნატვრა.
ილია ჭავჭავაძე
[31 დეკემბერი, 1898 წ.]

воскресенье, 29 декабря 2013 г.
სხვათაშორის.
იყო დრო, როცა ჩვენი გაზეთები ჰბეჭდავდენ ფელეტონებად იმგვარ წერილებს, როგორც მაგალითად: „ქართველთა შორის“, „უცხოთა შორის“ და სხვა. ყველა ამ წერილებში იყო მოყვანილი საყურადღებო ამბები და ფაქტები. ის დრო ბევრით სჯობდა ეხლანდელს, მაშინ შეგეძლო ცოტა ფრთა გაგეშალა ადამიანს.
დღეს ეს აღარ შეიძლება და ამიტომ დავარქვი ჩემ ფელეტონს ის, რაც აწერია „სხვათა შორის“. დიაღ, სხვათა შორის, რადგან უმთავრეს ვერც მოსაზრებას, ვერც მოვლენას ვერ დაასახელებ, უნდა წვრიმალზე სწერო და ისაუბრო, წვრიმალად და მეწვრიმალესავით. კევის ყიდვაში მთელი დღე უნდა ეჩიჩინო, ხოლო ხარს თუ ჰყიდულობ… ჰო, თუ ყიდვის ნება მოგცეს, ერთს წამში უნდა გაათავო საქმე.
ჰო და ჰო უმთავრესზე, უპირველესზე, დიდმნიშვნელოვანზე ვერაფერს მოგახსენებთ, რადგან კარები დაკეტილია და უნდა უსათუოდ წვრილმანზე ვწეროთ, ანუ უკედ რომ ვსთქვათ, ვჯღაბნოთ. როცა ამისთანა ხანა დადგება, მაშინ ხდება ამგვარი მაგალითები, რომ ძაღლი პატრონს ვეღარა სცნობს და პატრონი ძაღლს; მამისულს ივიწყებს კაცი და პაპისასა ჰფიცულობს. ეს ის დრო გახლავთ, როცა ბედაურები იხოცებიან და ვირებსა ჰრჩებათ მეიდანი… განა ბედაური აზრები არ იხოცებიან და ვირაზრებს არ ჰრჩებათ ბურთი და მოედანი? იხოცება აზრებიც დღევანდლებურად ისე, როგორც შემოდგომაზე კვდება ყოველი მცენარე გაზაფხულამდე. გაზაფხულზე აღსდგება, მართალია, მაგრამ სად და როდის დაუდგება ეს გაზაფხული? ნეტავი, როგორც მცენარეებს მოუვათ ადრე გაზაფხული, ისე ბედაურ აზრებს დაუდგებოდეს!..
სხვათა შორის ესეც უნდა ითქვას: ბედაურს აზრებს როგორღაც ვერა ჰგუობს ცხოვრება, რადგან ვირაზრების წიხლი მწვავეა, ხშირია, მრავალზე უმრავლესია. ძალაც უმრავლესობაშია მუდამ, ქვეყანა როცა გაირყვნება, აზრებიც გარყვნილია მაშინ.
ვაჟა-ფშაველა

სხვათა შორის.
ჩვენი ცხოვრება სწორედ რომ სხვათა შორისოა: რასაც ვფიქრობთ და ვაკეთებთ, გამოდის, რომ სხვათა შორის გვიფიქრია და გვიკეთებია. საწყენი ის არი, რომ უმთავრესს, უსაჭიროეს საქმესაც სხვათა შორის ვაკეთებთ. ვმწერლობთ, ვპედაგოგობთ თუ ვქველმოქმედობთ გამოდის სულ სხვათა შორისებურად.
ვერაფერი დროება გახლავთ: ადამიანს მამის სული გაუშვია და პაპისას ფიცულობს. ალბათ წინად, ძველ დროშიაც, მომხდარა ამისთანა მაგალითები, თორემ ამისთანა ანდაზა არ დაიბადებოდა. დიაღ, ყოფილა ამისთანა მაგალითები, მაგრამ ქვეყანა არ წარღვნილა, არც დაღუპულა. ამიტომ მეც იმედს არა ვკარგავ.
მომხდარა ისიც, რომ ბედაურები დახოცილან და ვირებს დაჰრჩენიათ ბურთი და მოედანი, მაგრამ ქვეყანა ისევ ქვეყანად დარჩენილა, გამოჩენილა კიდევ ბედაურები და ვირებისთვის დაუცლეინებიათ მოედანი. მომხდარა ისიც, რომ ბედაური აზრები დახოცილა ისე, როგორც გაზაფხურზე ყვავილები და ბალახი იხოცება და ვირულ აზრებს უფარფაშიათ. მაგრამ დამდგარა გაზაფხული და ბედაური აზრები ამდგარან მკვდრეთით.
მომხდარა ისიც, რომ ძაღლს პატრონი ვეღარ უცნია და პატრონს – ძაღლი, მაგრამ ბოლოს უცნიათ ერთმანეთი მაინც და მაინც.
მომხდარა ისიც, მაჩაბლის ცუღლუტობის გამო ურია დაუსჯიათ, მაგრამ, ჰხედავთ. დღეს ვიცით ცხადად, ნათლად დასასჯელი ვინ იყო, და ვინ დასაჯეს. სიმართლე გამოაშკარავდა, არ დაიმალა: ვიცით დღეს ცხადად, აშკარად, რომ ტყუილუბრალოდ დაისაჯა საწყალი ურია და გვებრალება, ხოლო მაჩაბელზე ბრაზი მოგვდის.
ერი, უმრავლესობა რასაც დაადასტურებს უცვალებელია. ტყუილად ხომ არ არის ნათქვამი: ხმა ღვთისა – ხმა ერისაო…
–––––
სხვათა შორის ჩვენს ცხოვრებაში ასეთი მაგალითებიც მომხდარა, რომ სულელს (იქნება ძალიან გულკეთილი იყო) მამას და დედას დამშეული შვილებისთვის აურთმევია ტაბლა და სხვისთვის გადაუცია: თქვენ მიირთვითო!.. ამაზე მეტი კაცთმოყვარეობა იქნებაღა? რადა სწყინს ერს, ხალხს და რად იძახის დაჟინებით: შინ რომ ბალღებს გიშიოდეს გარეთ ტაბლას რა ხელი აქვსო?! ალბათ ამისთანა კაცთმოყვარეობა არ მიაჩნია ნამდვილ კაცთმოყვარეობად და იმიტომ სთვლის არა ბუნებრივ, არა ნორმალურ მოვლენად, ეს თქვენ და თვით ერმა განსაჯეთ, მე არ შევდივარ ამის განსჯაში; მე მხოლოდ აღვნიშნავ იმას, რაც მომხდარა და რაც დღესა ხდება.
რად გიკვირსთ. მაშასადამე, რომ ჩვენში არიან ისეთები, რომელთაც თავის თავი წარმოუდგენიათ ქვეყნის ლალად, პატრონად, არა პირადი თავის ნაღვაწი, არამედ ერის საუნჯე-ტერიტორია გახადონ საძმო, საკაცობრიო ტაბლად და თვით ერსაც ააღებინონ ხელი ეროვნებაზე? გაივლის ყველა ეს, დაჰლევს ჩაილულის წყალს, მხოლოდ ეს არის სავალალო, რომ ნამუსახდილ ბებრის სახლის კარებს გვიან გაეგდება ურდული…
მაშ რევოლუციის ქარიშხალმა სრულიად უნაყოფოდ ჩაიარა ჩვენთვის? არა. იმან ერთი დიდი სიკეთე მოგვიტანა: გამოამჟღავნა ჩვენი გონებრივი სიღატაკე, მოუმზადებლობა, ხალხის სიბნელე და დაჰბადა მისწრაფება კულტურულ მუშაობისა; დაგვახედებინა წინ, დაგვანახვა ჩვენი გონებრივი და ზნეობრივი ძალ-ღონე. დღეს ყოველი შეგნებული ქართველი მიისწრაფის ერში, ხალხში მეტი თვითცნობიერება, მეტი სინათლე შეიტანოს, ამისთვის არ ჰზოგავს დაეხმაროს ჯან-ღონით თუ ნივთიერად. ძალა მუდამ უმრავლესობაშია, მუდამ ეს ძალა, თუ შეუგნებელია, ბრმა, უფრო მავნებელია საქმისთვის, ვიდრე მარგებელი. ეს მაგალითებმა დაგვიმტკიცეს.
განუვითარებელი, გაუზდელი ხალხი, როგორიც უნდა დემოკრატიული მმართველობა დაარსდეს, მაინც მმართველთა სათამაშო ბურთი და სათლელი დუმა იქნება. საიმედო პოლიტიკური მოქმედებისათვის მხოლოდ მომზადებული თვალახილებული ხალხია… ასეა სწორედ, მაგრამ ჩვენდა საუბედუროდ ხალხის გათვითცნობიერობას მხოლოდ დღესღა შეუდეგით… დიქტატორებს და დემაგოგებს სწყინთ და უნდა კიდევაც ეწყინოთ, რადგან იმათ ბრმად აღარავინ დაემორჩილება და იმათ მეუფებას აღარავინ აღიარებს, მაგრამ იმათ წყენასაც უნდა გაუძლოთ იმ დრომდე, ვიდრე თავის გუდა-ნაბდით ჩვენს ბანაკში არ გადმოსახლდებიან. ვითომ? ჰკითხულობთ თქვენ. მე ასე მგონია, როგორც სხვათა შორის ავტორს და რა ვიცი. მგონია და საბუთიცა მაქვს ასე მეგონოს, რადგანაც მეტისმეტი ბრიყვი უნდა იყოს ადამიანი, რომ ერთს ფონში ორჯელ და სამჯერ ცხენი დაეფლას, სამჯერვე სხვის წყალობით გადაჰრჩეს და მეოთხედაც კიდევ მიჩერჩეტდეს იმ ფონში გასასვლელად. ამისთანა ადამიანი, გინდ იქით იყოს, გინდ აქეთ, არავისთვის სახარბიელო არ არი.
1910 წ.

43.ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(ე)
მეოთხე მხეცის(რომის იმპერია) მმართველობის დროს იშვა-განკაცდა უფალი.
მეორედ მოსვლა უნდა მოხდეს მერვე მხეცის მმართველობის დასამხობად.
შვიდი იყო(ჩემი აზრით) , მერვე მალე უნდა გამოჩნდეს.
მოკლედ, კიდევ ერთხელ, გადავხედოთ მხეცთა ტერიტორიულ ადგილმდებარეობას და მათი ადგილმდებარეობის ცვლილებასა და ტერიტორიულ გაფართოებას.
პირველი ოთხი ვიცით. (ვინც თემით დაინტერესებულია მას ეცოდინება)მეხუთე და მეექვსე დაახლოვებით ბაბილონისა და მიდია-სპარსეთის ტერიტორიაზე წარმოიშვნენ_ისლამური იმპერიები, მათ ტერიტორიაც გაიფართოვეს. ხოლო მეშვიდე სულ სხვა ადგილმდებარეობით წარმოდგა , ეს იყო სსრკ. ანუ , დავუშვათ ასეთი რამ, მერვე მხეცი_რომელიც სამი მხეცის ჰიბრიდია თითქოს_ შეიძლება წარმოჩინდეს სულ სხვა ტერიტორიული მოცულობითა და მდებარეობით როგორც სსრკ იყო? უფრო ზუსტად რომ ვთქვა, შეიძლება თუ არა დღეს მერვე მხეცი (თუმცა ჯერ კიდევ უბრჭყალო)იყოს ევროკავშირი, როგორც ამას ბევრი ვარაუდობს. მე არ გამოვრიცხავ რომ მერვე მხეცის შტაბბინა იყოს სულ სხვა ტერიტორიაზე, ვიცით, რომ მერვე მხეცი კავშირია სხვადასხვა მხეცების, მაგრამ მერვე მხეცი თუ ევროკავშირია (ან იქნება)რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ევროპული სახელმწიფოები შედიან ანუ ისლამური ქვეყნებისა და რაც მთავარია, რუსეთის გარეშე კავშირია, როგორ უნდა ვუწოდოთ მას მხეცი რომელიც იბატონებს მსოფლიოს ყველა ერზე. ევროკავშირი მსოფლიო მებატონედ ვერასოდეს ჩაითვლება სანამ მასში რუსეთი არ იქნება გაერთიანებული, ან თუ რუსეთის ძლიერება სრულად არ დაეცემა.ჩემი აზრით ასეა. ამიტომ მე მგონია რომ ევროკავშირი მერვე მხეცი არ არის(სრული შემადგენლობა არ არის), რადგან მასში არ არის დათვის წარმომადგენელი _ისალამთა ტერიტორია და რუსეთი _ათეისტური ავაზა.
თუ შეძლებს დააკანონოს ანიქრისტიანული ქმედებები მსოფლიოში მაშინ, მას _ევროკავშირს შეიძლება ეწოდოს მერვე მსოფლიო მმართველი?
ბაბილონს, როგორც მსუბუქი ყოფაქცევის ქალ-ქალაქს, ევროკავშირი დღეს მართლა ახმოვანებს, ასევე ბაბილონს ახმოვანებს ამერიკა, მაგრამ როგორც მკვლელი ის ალბათ მხეცთან ერთად უნდა გამოჩნდეს. თუმცა, ჩვენ ვხედავთ რომ ბავშვთა ჩათრევა ხდება უზნეობაში, ანუ, საქმე მხოლოდ ორი ზრდასრული ჰომოს გადაწყვეტილებას და მათი უფლებების დაცვას კი არ ეხება არამედ, ბავშვებს . ბავშვების გარყვანა არ არის ეს?იგივე მკვლელობა არ არის ეს? მაგრამ ეს კიდევ არ არის ის, რასაც ისინი ჩათვლიან საჭიროდ.
ეს ბორბალი დატრიალდა და ის არ გაჩერდება, მის გზაზე ალბათ ბევრს გადათელავს. ეს მხოლოდ ნგრევას არ ნიშნავს, უფრო მეტი ზნეობრივი მხარეები წამოიწევს წინ, მეტი მებრძოლი გახდება ქრისტიანობა, თუმცა წინააღმდეგობაც მეტი იქნება. მე რატომღაც მგონია, რომ ისინი ვინც დღეს ცოდვას აკანონებენ , რაღაც საშინელებებს ფარდის მიღმა სჩადიან, ანუ მათ მსხვერპლს ჩვენ ვერ ვხედავთ , მაგრამ მათ ისინი აუცილებლად ეყოლებათ სადღაც იატაკქვეშეთში. გამორიცხულია, ხალხს, რომელიც უზნეოებას აკანონებდეს, არ ჰყავდეს საექსპერიმენტო მსხვერპლი.
მერვე მხეცად ევროკავშირს და ამერიკას (ვერც ცალცალკე და ვერც ერთად)ვერ მივიჩნევთ. რუსეთის გარეშე მსოფლიოზე ბატონობა მათ არასოდეს ექნებათ.ვერ ვუწოდებთ მათ მსოფლიო მებატონეს. ბაბილონი დღეს გარყვნილებით ლამობს შეძვრეს და დამკვიდრდეს ყველა ქვეყანაში. მას პოლიტიკური მხარდაჭერა სჭირდება , როცა ეს ექნება ის ბრჭყალებსაც უცებ გამოაჩენს. ჩემი აზრით, ბაბილონი უკვე შეიარაღებულია როგორც თავდაცვისთვის, ასევე თავდასხმისთვის. მოაწყობენ თუ არა ისინი რაიმე არეულობას , რომ მხეცი უცებ შეიკრას.? დავაკვირდეთ. ისე, თუ ისინი შეტევაზე გადმოვლენ, თუ ყველანაირად შეეცდებიან ყველა ქვეყანაში დააკანონონ ის რაც უფლის წინაშე ცოდვად ითვლება, ვერცერთი ჩვენთაგანი ვერ დარჩება მაყურებლის როლში, რადგან ისინი მკვლელები არიან და ვინც მათ ქრისტეს სწავლებით დაუპირისპირდება გახდება ან ყველანაირად იგნორირებული ან მას მოკლავენ. მერვე მხეცი გაანადგურებს ღვთის მორწმუნეების, იესოს მორწმუნეების მკვლელ ბაბილონს, მაგრამ მერვე მხეციც ბაბილონურად იბრძოლებს ქრისტიანთა წინააღმდეგ.
ეს პროცესი საინტერესო იმით იქნება რომ გამოჩნდება ყველა დროის მკვლელი, ყველა დროის ეშმაკობა , ყველა დროის სიმართლე, ყველაფერი თვალწინ გაირბენს მხეცის მმართველობის ხანაში რაც კი ოდესმე მომხდარა უფლის წინააღმდეგ თუ მისი სახელისთვის.
გავაგრძელებ შემდეგში........
ამ წელს უფრო ბაბილონზე ვწერდი მომავალ წელს, მე მგონია, რომ უფრო ეშმაკებზე დავწერ, რადგან ჩვენ ალბათ გადავალთან ეშმაკის ფაზაში.
მეძავი ბაბილონის შემდეგ მკვლელ ბაბილონზე უნდა დავწერო წესით , მაგრამ ვიღაცას შეიძლება ჰგონია, რომ ბაბილონი ჯერ მხოლოდ მეძაობას ავლენს? ის ყოველთვის იყო მკვლელი და დღესაც არ შეიძლება ის არ კლავდეს ვინმეს, უბრალოდ ჩვენ ყველაფერი არ ვიცით მათ შესახებ. ანუ, მალე ბევრი საიდუმლოც შეიძლება გადმობრუნდეს.მკვლელი ბაბილონის წარსული და აწმყო ერთდროულად გამოჩნდება. მათ ღვთის მორწმუნეთა,ქრისტიანთა მკვლელობა უნდა დაუმტკიცდეთ , მაგრამ, ვინ გამოავლენს მკვლელი ბაბილონის ფაქტებს?ქრისტიანებმა(და სხვებმაც) უნდა იმუშაონ მგონი ამ თემაზე სერიოზულად, ანუ დაიწყონ გამოძიება. ისინი არ შეიძლება ფარული მკვლელები არ იყვნენ. მათ სადღაც მსხვერლი ჰყავთ, მძევლები .....ფაქტების მოპოვებაა საჭირო. ეს უფლის ნებით ალბათ მალე მოხდება.
ბაბილონელებს რომ მკვლელობა დაუმტკიცდეთ გამორიცხული არ არის ამისთვის მათ სწორედ აწმყოში ჩაიდინონ მკვლელობები. ამიტომ წარსულის სიმართლის მტკიცება მგონი საკმაოდ მძიმე ფორმებით მოხდება. მე ვფიქრობ, რომ ეს გარდაუვალია.
არადა, რამდენია ვისაც მისი არც არსებობის სჯერა და არც იმის რომ ეს დღეს მოხდება.
ესეიგი , მეოთხე მხეცის დროს იშვა უფალი.ხოლო მეორედ მოსვლა მოხდება მერვე მხეცის დროს.
(მე ასე ვფიქრობ).
დავაკვირდეთ პროცესებს..........
********
43.ბაბილონის უკანასკნელი სტრიპტიზი.(დ)
http://elasevenia.blogspot.com/2013/12/43_17.html

ნაძვის ხე და ჩიჩილაკი.
ქეთევან სიხარულიძე (ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი): “საახალწლო მორთულობებში წამყვანი ადგილი ნაძვის ხემ დაიკავა. საიდან მოვიდა ეს ტრადიცია? გერმანული მოდგმის ხალხებში უძველესი დროიდან არსებობდა რწმენა, რომ მარადმწვანე მცენარეები სასიკეთო გავლენას ახდენენ მოსავლიანობაზე. ამიტომ ტოტები, ან მთელი ხეც მოჰქონდათ სახლში. ეკლესია ებრძოდა ამ წარმართულ ჩვეულებას, მაგრამ მერე დააკანონა და შობას დაუკავშირა. უჭკნობ სიმწვანეს აღიქვამდნენ, როგორც მარადიულ სიცოცხლეს. ნაძვის სამკუთხა კონტური წმინდა სამებას გამოხატავდა. ნაძვს რთავდნენ ვაშლებით, რითაც ის სამოთხის ხეს განასახიერებდა. ასევე, მასზე კიდებდნენ ვაფლის ნაჭერს, რომელიც ზიარების პურის სიმბოლო იყო. ნაძვის წვერს კი რთავდნენ “ბეთლემის ვარსკვლავით”.
რუსეთში ნაძვის მორთვა დაიწყეს XIX საუკუნეების შუა ხანებიდან. თავდაპირველად ამას აკეთებდნენ გერმანულ ოჯახებში, რომლებიც მრავლად იყო როგორც პეტერბურგში, ისე – მოსკოვში. შემდეგ ეს ახალი ჩვეულება გავრცელდა რუსებს შორისაც. სავარაუდოა, რომ საქართველოში ნაძვის ხის მორთვა საახალწლოდ რუსეთიდან შემოვიდა.
საქართველოში ახალ წელს ახლდა მისი აუცილებელი ატრიბუტი – ჩიჩილაკი, რომელსაც “ბასილას წვერებსაც” ეძახდნენ. იგი წმინდა ბასილის სახელს უკავშირდება და, რასაკვირველია, ქრისტიანობის ხანაში უნდა დამკვიდრებულიყო. თუმცა მორთული ხის სიმბოლიკაც ძალიან ძველია და ნაყოფიერებას უკავშირდება. ფიქრობენ, რომ ჩიჩილაკი თავისი ბურბუშელებით მზის სხივებსაც განასახიერებდა. მის თავზე ჯვრის გამოსახულებას აკეთებდნენ და ჩირით, ხილით, სუროს ფოთლებით რთავდნენ. მას მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა საახალწლო ხონჩაზე. ნათლისღების წინა დღეს კი ბასილას წვერებს წვავდნენ და მის ფერფლს ატანდნენ გასული წლის უსიამოვნებებს. ზეპირგადმოცემით, თითქოს პირველი ჩიჩილაკი ღვთისმშობლის მეუღლემ, მართალმა იოსებმა (იგი ხომ ხურო იყო) გაუკეთა პატარა იესოს გასართობად. დღეს ქართულ ოჯახებში ისევ მკვიდრდება ჩიჩილაკი და ადგილს ნაძვის ხის გვერდით იკავებს.”
თეონა ნოზაძე

საიდან იღებს სათავეს ჩიჩილაკი?
ჩიჩილაკი საახალწლო სიმბოლოდ ითვლება. გასულ საუკუნებში გურიასა და სამეგრელოში ჩამოყალიბდა ტრადიცია – საახალწლოდ ოჯახებში დაედგათ ჩიჩილაკი.
ახალ წლამდე ორი კვირით ადრე მოჭრიდნენ თხილის გრძელ ჯოხს და წყალში ალბობდნენ. ახალი წლის წინა ღამეს კერიის ცეცხლზე ქერქს “დაბრაწავდნენ”, მერე კანს გააცლიდნენ, თლას დაიწყებდნენ და ცოტა ხანში თეთრწვერა ჩიჩილაკიც მზად იყო. მას სუროს შავმტევნიანი და კვალას წითელმარცვლიანი ტოტებით რთავდნენ. ხშირად ჩიჩილაკზე გაპუტული შაშვიც ეკიდა.
გურიაში, სოფელ ბასილეთში, სადაც პირველი ჩიჩილაკი დამზადდა, ახალ წელს განსაკუთრებულად ელოდებიან. სოფელში ტრადიცია არ ირღვევა – დღესაც, ნაძვის ხის ნაცვლად, ყველა ოჯახში თხილის ღეროსგან დამზადებულ ჩიჩილაკს დგამენ.
ხალხური ტრადიციით ჩიჩილაკს წმინდა ბასილის წვერს ადარებენ და ამით ხაზს უსვამენ სწრაფვას – წმინდა ბასილისებური სიკეთის, სიუხვისა და ღვთისმოსაობისაკენ. გურიაში ამბობდნენ, ჩიჩილაკი “ბასილის ფაფუკი წვერები”, საახალწლოდ გამომცხვარი ნამცხვარი კი “ბასილის პურიაო”.
საახალწლოდ ჩიჩილაკის დადგმა მხოლოდ ხალხური ტრადიციაა და ეკლესიური თვალსაზრისით მას რაიმე რიტუალური დანიშნულება არ გააჩნია.
თეა სულაბერიძე
http://www.ambioni.ge/saidan-irebs-sataves-cicilaki

სნოუდენი: ძალიან მალე ადამიანები დაივიწყებენ პირად ცხოვრებას.
2013 წ. 26 დეკემბერი
აშშ-ს ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ყოფილი თანამშღომელი ედვარდ სნოუდენი პირველად გამოვიდა ტელევიზიით და ბრიტანელებს შობა მიულოცა. მაგრამ, ამავე დროს გააფრთხილა ტოტალური თვალთვალის საშიშროებაზეც. სნოუდენის გამოსვლა 25 დეკემბერს გაერთიანებული სამეფოს ტელეარხმა, Channel 4-მა აჩვენა.
მიმართვაში, რომელიც წინდაწინვე იყო ჩაწერილი რუსეთში (ცნობილია, რომ სნოუდენმა თავშესაფარი რუსეთში ჰპოვა - რედ.) ამერიკელი ტელეჟურნალისტის ლორა პოიტრასის მონაწილეობით, სნოუდენმა ყველას შეახსენა იმის შესახებ თუ რას წერდა ცნობილი ინგლისელი მწერალ-ფანტასტ ჯორჯ ორუელი თავის სახელგანთქმულ რომანში "1984". ჯორჯ ორუელი თავისი რომანით ყველას აფრთხილებდა, რომ დადგებოდა დრო, როდესაც მოქალაქეთა კერძო ცხოვრებაზე ტოტალური თვალთვალი დაიწყებოდა. "მიკროფონები, ვიდეოკამერები, ასევე ტელევიზორები, რომლებსაც ჩვენი თვალთვალისთვის იყენებენ, არაფერია იმასთან შედარებით, რაც დღეისთვის გაგვაჩნია", - განაცხადა გაქცეულმა აგენტმა.
სნოუდენის თქმით ჩვენ ჯიბეებში გვიდევს გადამცემები, რომელთა მიხედვითაც აკვირდებიან ჩვენს გადაადგილებებს. "დაფიქრდით იმაზე, რას ნიშნავს ეს საშუალოსტატისტიკური ადამიანის კერძო ცხოვრებისთვის", - თქვა სნოუდენმა. ცსს-ს ექს-თანამშრომელი მიიჩნევს, რომ ბავშვები, რომლებიც ჩვენს დროს იბადებიან, ისე გაიზრდებიან, რომ წარმოდგენაც კი არ ექნებათ პირადი ცხოვრების საიდუმლოებებზე. "მათ არასოდეს ეცოდინებათ, რას ნიშნავს გქონდეს უფლება პირად ცხოვრებაზე, რომელიც არსად ფიქსირება და არსად ანალიზდება", - თქვა ამერიკელმა.
წყარო: vesti.ru
http://www.apocalypse.ge/sxv_snoudenI_dzalian_male_adamianebi_daivicyeben_piradi_cxovrebis_uflebas_2013.html
სვინდისის სიმღერა.
არ ვიცი, საით წავიდე,
ვის ვუთხრა ჩემი წვალება,
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?!
რა დავაშავე, უფალო,
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემი გულს დასდევ ხარკადა.
კაცი იტანჯვის, ვერ მთავსობს,
ცდილობს, გამაგდოს ჩქარაო…
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო.
არ დავეხსნები კაცის გულს,
ეს მიწყივ ჩემი ვალია,
სუყველას გამოვამჟღავნებ,
რაც კაცის გულში ბრალია.
ერთსა მოხელეს ვესტუმრე,
მექრთამეს, ქვეყნის მცრცველსაო,
მითხრა: „სად მოხვალ, მურდალო,
არა მცალია დღესაო!… “
მე ვუპასუხე: „გაჩუმდი,
გრცხვენოდეს საწყლის ღლეტაო,
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხის წვრილშვილის დედაო!“
ადგა, წამიგდო წიხლს ქვეშა,
ჩამარტყა ზედიზედაო:
„ჩემთან მაგგვარად საუბარს,
შე წუწკო, როგორ ჰბედაო?!“
რამდენს სხვას ვუთხარ, ვინ მოსთვლის:
„როგორ გაჰყიდეთ დედაო!..“
სუყველამ წიხლით გამთელა:
„მაგას როგორა ჰბედაო?!“
გთხოვ, მამაშორო ქვეყანას,
შენ უპატრონო, ზეცაო!
1886
ვაჟა-ფშაველა
ვის ვუთხრა ჩემი წვალება,
ცეცხლში დამწვარი სვინდისი
ნეტავ ვის შაებრალება?!
რა დავაშავე, უფალო,
რომ კაცს ამკიდე ბარგადა
და დაჟინებით ჩურჩული
ჩემი გულს დასდევ ხარკადა.
კაცი იტანჯვის, ვერ მთავსობს,
ცდილობს, გამაგდოს ჩქარაო…
მაგრამ უჩემოდ სახელი
ბევრმა კი გაიშავაო.
არ დავეხსნები კაცის გულს,
ეს მიწყივ ჩემი ვალია,
სუყველას გამოვამჟღავნებ,
რაც კაცის გულში ბრალია.
ერთსა მოხელეს ვესტუმრე,
მექრთამეს, ქვეყნის მცრცველსაო,
მითხრა: „სად მოხვალ, მურდალო,
არა მცალია დღესაო!… “
მე ვუპასუხე: „გაჩუმდი,
გრცხვენოდეს საწყლის ღლეტაო,
ულუკმაპუროდ გასწირე
ოთხის წვრილშვილის დედაო!“
ადგა, წამიგდო წიხლს ქვეშა,
ჩამარტყა ზედიზედაო:
„ჩემთან მაგგვარად საუბარს,
შე წუწკო, როგორ ჰბედაო?!“
რამდენს სხვას ვუთხარ, ვინ მოსთვლის:
„როგორ გაჰყიდეთ დედაო!..“
სუყველამ წიხლით გამთელა:
„მაგას როგორა ჰბედაო?!“
გთხოვ, მამაშორო ქვეყანას,
შენ უპატრონო, ზეცაო!
1886
ვაჟა-ფშაველა
გული სძგერს, გონება ტირის
(სიმღერა)
გული სძგერს, გონება ტირის,
ორივეს წყლული ერთია,
ორივე მოსთქვამს ერთხმადა:
“სადა, სად არის ღმერთია?”
სურვილო დიდის ხნისაო,
ტანჯვაში დამიბერდია,
რა ცუდ დროს გავჩნდით, საწყლები,
რა ცუდი დაგვყვა ბედია!
შენის გულისთვის ვიწვალე,
რამდენი დავიყბედია;
შენც ლაფში გხედავ ამოსვრილს,
მეც თავში მხვდება კეტია.
უსახსრო, ძალ-დალეულნი
ხატ-ღმერთზე-ღა ვყრით ღონესა,
ისინიც ყურს იყრუებენ,
ჭირი არ მოგვიფონესა.
გული სძგერს, გონება ტირის,
ცისკენვე რჩებათ თვალია.
როდი შეიგნეს საწყლებმა, –
ცას მათთვის არა სცალია.
იმასვე უნდა გადახდა,
ვინაც აიღო ვალია…
უსახსროობით ურჩობენ,
ორივეს წყლული ერთია, –
ორივე მოსთქვამს ერთხმადა:
“სადა, სად არის ღმერთია?”
1908 წ.
ვაჟა-ფშაველა
გული სძგერს, გონება ტირის,
ორივეს წყლული ერთია,
ორივე მოსთქვამს ერთხმადა:
“სადა, სად არის ღმერთია?”
სურვილო დიდის ხნისაო,
ტანჯვაში დამიბერდია,
რა ცუდ დროს გავჩნდით, საწყლები,
რა ცუდი დაგვყვა ბედია!
შენის გულისთვის ვიწვალე,
რამდენი დავიყბედია;
შენც ლაფში გხედავ ამოსვრილს,
მეც თავში მხვდება კეტია.
უსახსრო, ძალ-დალეულნი
ხატ-ღმერთზე-ღა ვყრით ღონესა,
ისინიც ყურს იყრუებენ,
ჭირი არ მოგვიფონესა.
გული სძგერს, გონება ტირის,
ცისკენვე რჩებათ თვალია.
როდი შეიგნეს საწყლებმა, –
ცას მათთვის არა სცალია.
იმასვე უნდა გადახდა,
ვინაც აიღო ვალია…
უსახსროობით ურჩობენ,
ორივეს წყლული ერთია, –
ორივე მოსთქვამს ერთხმადა:
“სადა, სად არის ღმერთია?”
1908 წ.
ვაჟა-ფშაველა
მათრია წუთისოფელმა.
(სიმღერა)
მათრია წუთისოფელმა
და მომათრია დღემდისა,
ნასვამი შხამი, ნაღველი
დღეს, ვხედავ, ტკბება ჩემთვისა.
მზედ იქცა გულში მთრთოლარე
იმედი, ოდნავ მბჟუტავი;
კვდება, სულსა ჰლევს ვეშაპი,
ქვეყნისთვის სისხლის მსუტავი.
ფრთები შეისხა ოცნებამ,
მტკივანი წელი მირჩება,
თითოს წელს ათასად ჩავთვლი,
რაც წარსულს გადამირჩება.
ამიერიდან ჭაღარაც
შავ-ფერად გარდაიქმნება.
მირჩება გულის წყლულები,
რჩება სნეული ოცნება:
ტყდება მონობის ბორკილი,
დღესასწაულობს გონება.
ღმერთმა უშველოს იმათა,
ვინც მიექიმა, მიწამლა!
ჩემ სარგოდ სისხლი დაღვარა
იმათ მხნე გულის ფიცარმა.
განა იმათი მკლავები
უნდა შაჭამოს მიწამა?!
განა მარტო მე? ბევრ სხვასა –
ტანჯულს, დაჩაგრულს, მონასა,
ვინაც შიშველი ზურგითა
ჰზიდავდა ეკლის კონასა,
დაადვეს წყლულზე მალამო, –
ეშველოს იმათ ბრძოლასა!
კარგების წესი ყოფილა,
დღესაც ისევე ესია:
აბედნიერებს ქვეყანას,
რაც იმათ დაუთესია!
ვაშა მათ მოღვაწეობას,
ვაშა მათ ამაყს დროშასა!
ნეტარხსენება ჩვენ მიერ
მათ სისხლით მორწყულს შრომასა!
1905 წ.
ვაჟა-ფშაველა
მათრია წუთისოფელმა
და მომათრია დღემდისა,
ნასვამი შხამი, ნაღველი
დღეს, ვხედავ, ტკბება ჩემთვისა.
მზედ იქცა გულში მთრთოლარე
იმედი, ოდნავ მბჟუტავი;
კვდება, სულსა ჰლევს ვეშაპი,
ქვეყნისთვის სისხლის მსუტავი.
ფრთები შეისხა ოცნებამ,
მტკივანი წელი მირჩება,
თითოს წელს ათასად ჩავთვლი,
რაც წარსულს გადამირჩება.
ამიერიდან ჭაღარაც
შავ-ფერად გარდაიქმნება.
მირჩება გულის წყლულები,
რჩება სნეული ოცნება:
ტყდება მონობის ბორკილი,
დღესასწაულობს გონება.
ღმერთმა უშველოს იმათა,
ვინც მიექიმა, მიწამლა!
ჩემ სარგოდ სისხლი დაღვარა
იმათ მხნე გულის ფიცარმა.
განა იმათი მკლავები
უნდა შაჭამოს მიწამა?!
განა მარტო მე? ბევრ სხვასა –
ტანჯულს, დაჩაგრულს, მონასა,
ვინაც შიშველი ზურგითა
ჰზიდავდა ეკლის კონასა,
დაადვეს წყლულზე მალამო, –
ეშველოს იმათ ბრძოლასა!
კარგების წესი ყოფილა,
დღესაც ისევე ესია:
აბედნიერებს ქვეყანას,
რაც იმათ დაუთესია!
ვაშა მათ მოღვაწეობას,
ვაშა მათ ამაყს დროშასა!
ნეტარხსენება ჩვენ მიერ
მათ სისხლით მორწყულს შრომასა!
1905 წ.
ვაჟა-ფშაველა
სიცოცხლემ შხამი მასმია.
(სიმღერა)
სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა
აი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.
1903 წ.
ვაჟა-ფშაველა
სიცოცხლემ შხამი მასმია,
მე კახურ ღვინოდ შავირგე:
შავსვი და არც მოვერიდე,
თუმც მის სიმწარე გავიგე.
ვიცოდი, ეს იქნებოდა:
ეკლის ლოგინიც დავიგე.
ვწევარ და მძინავ ტკბილადა
აი, ბიჭობაც ეს არი!
მაღლიდან შავი ღრუბელი
თავს დამწოლია მჭეხარი.
რაცა სწადიან, ისა ქმნას,
მესროლოს მეხი მედგარი.
მე ვარ და არ შავუდრკები,
გაკაჟებული მხედარი.
ჯერ ასე ყოფნა ვარჩიე,
ნუკი გგონივართ ცხედარი.
გულში ცოცხალი გრძნობა მაქვს,
მოუსვენარი, მყეფარი.
ჩემს თვალებს ვეღარ აშინებს
ცრემლი და სისხლი მჩქეფარი,
არც საკუთარი, არც სხვისა,
ჩვენი ტყე-ველის მღებარი.
1903 წ.
ვაჟა-ფშაველა
მოგენდო, ისიც მაშინებს.
(სიმღერა)
(ვუძღვნი ძმა-მეგობარს)
მოგენდო, ისიც მაშინებს,
და არ მოგენდო, ისიცა.
რაღა ვქნა, რით მოგიარო,
შენ, გამტეხელო ფიცისა?
უერთმანერთოდ არ ვვარგვართ,
ეს ქვამ და ხემაც იცისა.
ვფრთხილობ, ათასჯერ ნაწვნევი
შენის ხრიკის და ქლინძისა.
თქმულია: არ შაჰრჩენია
ცას ვალი დედამიწისა.
არც შენ შაგრჩება: გავიგე,
როგორი ძმაცა მყოლიხარ!
ნარსა ჰგლეჯ ჩემის ხელითა,
შენ კი გვერდზედა სწოლილხარ.
ვსპობ შენთან ძმობის კავშირსა,
ვითომ სულ არა მყოლიხარ.
ტანით პერანგი გამხადე
და ფეხებიდან ქალმები.
მე თუ გულს მილბობ “ძმობითა”,
ღმერთს საით დაემალები?
ვინაც ჩვენგანი ორპირობს,
ჰრისხავდეს ცათა ძალები!
ვაჰ, რომ არ მოვლენ მოწმადა
მამა-პაპათა ძვალები!
თორემ იტყოდენ, შენს ხელში
რამდნად ვარ შესაბრალები.
ვინ მისცა თათრებს ფეშქაშად
ჩემი დროშა და ალმები?
დამიბრუნებს-ღა დანაკარგს
შენი ლაქუცი, სალმები?
1909 წ.
ვაჟა-ფშაველა
(ვუძღვნი ძმა-მეგობარს)
მოგენდო, ისიც მაშინებს,
და არ მოგენდო, ისიცა.
რაღა ვქნა, რით მოგიარო,
შენ, გამტეხელო ფიცისა?
უერთმანერთოდ არ ვვარგვართ,
ეს ქვამ და ხემაც იცისა.
ვფრთხილობ, ათასჯერ ნაწვნევი
შენის ხრიკის და ქლინძისა.
თქმულია: არ შაჰრჩენია
ცას ვალი დედამიწისა.
არც შენ შაგრჩება: გავიგე,
როგორი ძმაცა მყოლიხარ!
ნარსა ჰგლეჯ ჩემის ხელითა,
შენ კი გვერდზედა სწოლილხარ.
ვსპობ შენთან ძმობის კავშირსა,
ვითომ სულ არა მყოლიხარ.
ტანით პერანგი გამხადე
და ფეხებიდან ქალმები.
მე თუ გულს მილბობ “ძმობითა”,
ღმერთს საით დაემალები?
ვინაც ჩვენგანი ორპირობს,
ჰრისხავდეს ცათა ძალები!
ვაჰ, რომ არ მოვლენ მოწმადა
მამა-პაპათა ძვალები!
თორემ იტყოდენ, შენს ხელში
რამდნად ვარ შესაბრალები.
ვინ მისცა თათრებს ფეშქაშად
ჩემი დროშა და ალმები?
დამიბრუნებს-ღა დანაკარგს
შენი ლაქუცი, სალმები?
1909 წ.
ვაჟა-ფშაველა