ვაგრძელებთ წინა ნომერში დაწყებულ თემას. როცა ადამიანები ვერ უძლებენ ცხოვრებისეულ პრობლემებს, უჩნდებათ მრავალი ფსიქიკური პრობლემა, ეს იქნება დეპრესია თუ სხვა უფრო რთული ავადმყოფობა. ხშირად ადამიანები ვერ ვხვდებით, სად ვეძებოთ ხსნა. ვეძებთ იქ, სადაც არ უნდა ვეძებდეთ და ამის გამო ბევრი მიდის სავალალო შედეგებამდე, ეს იქნება ლოთობა, ნარკომანობა, უარეს შემთხვევაში კი – თვითმკვლელობა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის დეკანოზ მამა გიორგისთან (სხირტლაძე) ვაგრძელებთ წინა ნომერში დაწყებულ თემაზე საუბარს.
– მამაო, ეკლესიაში მრავლად მოდიან სასოწარკვეთილი, დეპრესიით შეპყრობილი ადამიანები?
– სამწუხაროა, როცა ასეთ სახის დაკარგვამდე მიდიან. ზოგჯერ ადამიანს უკვე აღარც ექიმი შველის, აღარც ამბულატორიული და აღარც სტაციონარული მკურნალობა და ფსიქოთერაპია. მისი ხსნა მხოლოდ და მხოლოდ ღვთის მადლსა და ეკლესიურ ცხოვრებაშია. ყოფილა შემთხვევა, როცა გადარჩენილა ადამიანი, ვერ განახორციელა თავისი "გეგმა" და შემდეგ მოვიდა ეკლესიაში, მდგომარეობიდან გამოვიდა, რის შემდეგაც სამსახურიც იშოვა, ოჯახიც შექმნა და ა.შ.
უნდა ვიცოდეთ, თუ გვინდა წარმატება და წინსვლა, უნდა გამოვიდეთ საღათას ძილისაგან, ცოდვის ძილისაგან, რომ ქრისტემ თანააღგვადგინოს მკვდრეთით. უნდა ვეცადოთ გაუთავებელი, ერთი და იმავე ცოდვების ღეჭვისგან თავი შევიკავოთ. შევწყვიტოთ გაუთავებელი ფქვა იმ საფქვავისა, რომელიც არა – ხორბალს, არამედ იფქლს და ღვარძლს იძლევა. ეს ყველაფერი უნდა იქნეს გააზრებული, გაანალიზებული და ერთხელ და სამუდამოდ შეწყვეტილი. ვეზიაროთ ქრისტიანულ ზნეობას, რომ სულიერი გამთლიანება მივიღოთ. ნებისმიერი დაბრკოლება გადალახვადია. შრომა და ღვაწლი უნდა, თორემ გადალახვა ყველაფრის შესაძლებელია. უნდა ვიცოდეთ ის კანონები, რომლებსაც ადამიანი გამოჰყავს წუთისოფლის ტანჯვისა და უარყოფითი მდგომარეობებისგან. ადამიანმა როგორმე თავის თავში უნდა აღმოაცენოს ჩათესილი სიკეთის მარცვალი და გააღრმავოს სარწმუნოება. განღმრთობა სასურველი კი არ არის, არამედ აუცილებელი დავალებაა.
– ხშირად გვსმენია, ჩემზე მეტი არავის გადაუტანიაო. რატომ უვლენს ღმერთი ადამიანს განსაცდელებს და შეიძლება თუ არა იმაზე მეტი მოუვლინოს, ვიდრე თვით მისი ფსიქიკა გადაიტანს?
– ღმერთი კი არ უვლენს ადამიანს განსაცდელებს, არამედ ადამიანი იყენებს თავის თავისუფალ ნებას არასწორად და არღვევს ღვთის მცნებებს, ამ შემთხვევაში იგი ისჯება. როდესაც ღმერთი გეუბნება, ეს არ გააკეთოო და მაინც აკეთებ, ამით შენ თვითონ იქმნი პრობლემას. ღმერთმა კი არ მოგივლინა ეს განსაცდელი, არამედ შენ დაარღვიე კანონი, მცნება და ამის გამო თვითონვე მოუვლინე საკუთარ თავს ეს განსაცდელი. როცა გეუბნებიან, არ ჩაყო ცეცხლში ხელი და მაინც ჩაყოფ, რა თქმა უნდა, დაიწვავ ხელს. ეს ღმერთმა კი არ ჩაგაყოფინა, არამედ შენი თავისუფალი ნება ასე გამოიყენე. თავისუფალი ნების არასწორი გამოყენება ჩვენთვის გაუგებარ მიზეზშედეგობრივ ჯაჭვს ქმნის. ღმერთი ყველასადმი ერთნაირად კეთილგანწყობილია, ადამიანები კი ამ განსაცდელებს თვითონვე ივლენენ თავიანთი ცოდვების გამო.
ადამიანი არის არსება, რომელიც ღმერთმა შექმნა პიროვნებად და რომელიც უნდა შეიმეცნებდეს ღმერთს, საკუთარ თავს და მოყვასს. ამისათვის საჭირო არის სიყვარული, რადგანაც თვითონ ღმერთი არის სიყვარული. განსაცდელები მოდის უსიყვარულობის გამოც. როცა ადამიანები სიყვარულს უყურებენ, როგორც მოვალეობას, რომელიც მხოლოდ მექანიკური, გარეგნული ნიშნებით შეიძლება იყოს გამოვლენილი, ამ შემთხვევაში ისინი ღმერთისაგან მოცილების და გაუცხოების გზას ადგებიან. ღმერთისაგან მოცილება აუცილებლად იწვევს სულიერ ვაკუუმს, რაც, ჯამში, ვლინდება განსაცდელების სახით. ამის შემდეგ ხშირად არის დეპრესია და სხვადასხვა ფსიქიკური პრობლემა. არ შეიძლება, ადამიანმა დაკარგოს სულიერი იმუნიტეტი, რადგან ამ დროს მას მცირე განსაცდელიც კი წააქცევს. ნედლი, მადლით დარბილებული ხე კი ქარში გადაიხრება და ისევ გასწორება. მისი იმუნიტეტისთვის ეს განსაცდელი უკეთესიც კი არის, რადგან ფესვებს უმაგრებს. ყოველივე ნეგატიური მოდის ღვთის მადლისაგან გაუცხოების გამო.
– შეიძლება, რომ განსაცდელი არა – ღმერთის, არამედ ბოროტი ძალისგან იყოს მოვლინებული?
– რა თქმა უნდა, სამი ნება მოქმედებს. როგორც აღვნიშნე, ღმერთს არავის მიმართ აქვს შურისძიების განცდა. როგორც ღვთის ნება ამბობს: "არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი", "წყალობა მნებავს და არა მსხვერპლი", როგორც სახარებაში წერია.
– როგორ დავძლიოთ სიზარმაცე და ინერტულობა ცხოვრების, მუშაობის, სწავლის, ლოცვის მიმართ?
– კარგად იცით, რომ საზოგადოებაში გავრცელებულია კრიმინალი, ნარკომანია, ალკოჰოლიზმი და ა.შ. ეს ბადებს ძალიან ცუდ შედეგებს. ეს ყველაფერი ადამიანში იწვევს პიროვნების წაშლას, მასში ღვთის ხატებისა და მსგავსების გამრუდებას. როდესაც ცდუნებების შედეგად პიროვნება იკარგება, წარმოიშობა სიზარმაცე, დეპრესია, დეგრადაცია, აგრესია და ა.შ. ყველა ვნება ასკეზით იკურნება. შვიდი ძირითადი მომაკვდინებელი ვნებაა ასკეზაში და მას აქვს თავისი შვიდივე წამალი. ყველა ვნება ძირითადად მოდის ამპარტავნებისაგან. დააკვირდით დღევანდელ საზოგადოებას – ამპარტავნების ზეიმია, ამპარტავნების აღლუმია. იცით, ამპარტავნებამ რა უქნა ანგელოზს და ადამიანს რას უზამს? ვნება ადამიანს ართმევს ადამიანურ სახეს და ამაზე უნდა ვიფიქროთ, რომ არ დავკარგოთ ადამიანური სახე. სახარებისეული სწავლება და ხედვა გვაძლევს რეალურ საშუალებას, ნაკლოვანებებისაგან განვიკურნოთ და თანდათან განღმრთობისკენ წავიდეთ. ადამიანის გადარჩენის საიდუმლო მდგომარეობს საკუთარი თავის მართალ მდგომარეობამდე მიყვანაში, რაც არ არის ერთი დღის საქმე.
– რა აზრი აქვს ეკლესიას ფსიქოლოგის ინსტიტუტზე?
– ფსიქოლოგია – ეს მეცნიერებაა და მედიცინის დარგიც არის, რომელიც ადამიანის სულიერი სამყაროს კანონებს იკვლევს და გარკვეულ დახმარებას უწევს. რა თქმა უნდა, ეკლესია მედიცინას არ უარყოფს. მართლმადიდებელი ეკლესიის და ფსიქოლოგის ტანდემი კარგი პანაცეაა ადამიანის სულისათვის. აქ არაფერია ცუდი. თუ ფსიქოლოგიური რჩევები ადამიანისთვის ახალი ნევროზის საწყისი იქნა და ანტიეკლესიური პიროვნების ჩამომყალიბებელი, მაშინ იგი არ არის დაშვებული და ეს ყველაფერი ადამიანისთვის წამალი კი არა, შხამია. მეცნიერება არ ებრძვის რწმენას, არამედ ათეიზმი ებრძვის. თუმცაღა მოძღვარმაც შეიძლება შეითავსოს ფსიქოლოგობა, რადგან ხშირად ადამიანები აკითხავენ მოძღვრებს და არა – ფსიქოლოგებს. მოძღვრები, პირველ რიგში, ფსიქოლოგები კი არა, მოძღვრები არიან, უბრალოდ სამოძღვრო ხარისხი იმდენად დიდია, რომ სხვადასხვა ტიპის ნიჭებს და უნარებს მოიცავს – ეს იქნება ფსიქოლოგია, პედაგოგიკა, კეთილი რჩევა თუ სხვა.
ანა ნოდია
www.sana.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий