пятница, 20 декабря 2013 г.

თეა წულუკიანი - ID-ბარათი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით ID-ბარათები არავითარი საფრთხის შემცველი არ არის

საქართველოს იუსტიციის მინისტრის განცხადებით ID-ბარათები არავითარი საფრთხის შემცველი არ არის. თეა წულუკიანმა აღნიშნული განცხადება „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გადაცემაში „პირველი სტუდია“ გააკეთა:

„ID-ბარათები არ არის საფრთხის შემცველი, ამას ღიად ვამბობ, როგორც მართლმადიდებელი, იუსტიციის მინისტრი და საჯარო პირი, მე მაქვს ID-ბარათი და იგი არავითარ საფრთხეს არ შეიცავს. მე დავდე პირობა და შევასრულე, სპეციალურად პირადად შევისწავლე ეს თემა. მეც მაქვს ID-ბარათი და იგი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ამას ვამბობ იმ ფობიების უგულვებელსაყოფად, რაც საზოგადოებაში არსებობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ID-ბარათები პროტესტს იწვევს სასულიერო პირებსა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში. მათი მტკიცებით, ID-ბარათები მართლმადიდებლური რწმენის მქონე პირთათვის საფრთხისშემცველია.


http://www.newposts.ge/?l=G&id=26513


http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=7806&lang=ge&Title=%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90+%E1%83%AC%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98+-+ID-%E1%83%91%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%97%E1%83%98+%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%9D%E1%83%AA%E1%83%AE%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%93+%E1%83%9B%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%90+%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1

Комментариев нет:

Отправить комментарий