пятница, 20 декабря 2013 г.

"მღვდელთმსახური რომ ქორწინების ბეჭედს დააგირავებს, რათა სახლში ორი ტომარა ფქვილი მიიტანოს..."

სვეტიცხოვლის მღვდელთმსახური დეკანოზი სერაფიმე დანელია:




,,ენას ძვალი არა აქვსო" ძველთაგან თქმულა... ენისათვის ძვლის უქონლობის ეს სასიხარულო ფაქტი, ვინ იცის რამდენჯერ გამხდარა მწუხარების და უბედურების მიზეზი... დღეს კი ვითარება ისე წავიდა, თუკი ადრე უძვლო ენა და უკონტროლო გონება მეტად შეზღუდულ სივრცეში ახერხებდა თავის დამანგრეველ მოქმედებას, დღეს ასპარეზი ,,ხსნილია ყოვლითურთ"...


სამღვდელოების თემაზე ვიტყვი: მტერი და მოყვარე ერთხმად, მართალ-მტყუანის განურჩევლად, ეკლესიის და სამღვდელოების ღირსების დამცირებით არიან დაკავებულნი. მღვდლების ,,შემოწირულობები", ,,ფული", ,,ჯიპები", ,,გაუნათლებლობა", "სიბნელე" არ გამოდის ხმარებიდან. არადა აგერ 17 წელია ეკლესიაში ვარ და დანამდვილებით გეტყვით ასეთი რამ სამღვდელოების 10 პროცენტში თუ გვხვდება. ამ დროს ვის ესმის დანარჩენი 90 პროცენტის გაუსაძლისი გასაჭირი, მათ შორის უმეტესად ,,თეთრი" სამღვდელოების მდგომარეობა, რომლებიც არაფერს ამბობენ ამაზე, თავიანთი ღირსების გამო? მღვდელი რომ ქორწინების ბეჭედს დააგირავებს, რათა სახლში ორი ტომარა ფქვილი მიიტანოს, სხვა ჯართს აგროვებს, სხვა არაყს ხდის და ყიდის, სხვას ყანაში და ძროხებთან უწევს უმეტესი დრო ყოფნა, რათა ოჯახი არჩინოს... ისიც ხომ გასათვალისწინებელია, რომ სამღვდელოების უმეტესი ნაწილი მრავალშვილიანია... ამას ვამბობ მათთვის, ვინც ცალმხრივად და ადვილად იტყვიან რომელიმე მღვდელზე ცუდს და განაზოგადებენ მას მთელ სამვღდელოებაზე...


ძმებო და დებო, განა არა ვთქვათ, განა არ ვამხილოთ, ვთქვათ, ვამხილოთ, მაგრამ, ისე რომ მართლმადიდებლობას, ეკლესიას და მის სამღვდელოებას ჩრდილი არ მივაყენოთ! ასეა თუ ისე, დღეს იგი ქრისტეს ნათელის ერთადერთი მატარებელია დედამიწაზე, თავის მორწმუნე ერთან ერთად............



http://www.geworld.ge/ViewGE.php?G=7778&lang=ge&Title

Комментариев нет:

Отправить комментарий