четверг, 23 января 2014 г.

წმიდაო მამაო, რომელია სუსტი ზრახვებისათვის დამახასიათებელი განმასხვავებელი ნიშნები?

რა გაქვთ მხედველობაში? სუსტი ზრახვის არსებობა პირველად გავიგე.

თქვენ ამბობდით, რომ როდესაც ადამიანი "მემარცხენე" ზრახვას მიიღებს და ვინმესგან რამე ეწყინება, იგი...


და ასეთ ზრახვას მე "სუსტი" ვუწოდე?


მახსოვს, როგორ სურდა ერთ ადამიანს თქვენთან მორჩილად დარჩენა, თქვენ კი მას მიუგეთ: "ვერ აგიყვან, იმიტომ, რომ სუსტი ზრახვა გაქვს".


არა, მე მას ასე ვუთხარი: "მორჩილად არ აგიყვან, იმიტომ, რომ შენ სულიერად საღი არ ხარ". აი, სწორედ ეს ვუთხარი. "სულიერად საღი რაღას ნიშნავს"? მკითხა მან. მე კი ავუხსენი: "შენ კეთილი ზრახვები არ გაქვს. როგორც ადამიანს, მე შესაძლოა, უამრავი ნაკლი მქონდეს, ხოლო, როგორც ძველ და გამოცდილ ბერს იქნებ ზოგიერთი სათნოებაც გამაჩნდეს, მაგრამ თუ შენ კეთილი ზრახვები არ გაქვს, ჩემი ნაკლიც გავნებს და - სათნოებებიც". შეიძლება, პატარა ბავშვზე თქვა, რომ ვიდრე მოიზრდებოდეს, მას სუსტი ზრახვები აქვს, მაგრამ ზრდასრულ ადამიანზე ამას ვერ იტყვი.


წმიდაო მამაო, განა ყველა მოზრდილი ადამიანი ზრდადასრულებულია?


ზოგიერთს ზრდადაუსრულებელი თავი აქვს. აქ საუბარი იმათზე კი არ არის, ვისაც უბრალოდ ტვინი არ გადმოსდის. თუკი ადამიანი უბრალოებით არ იქცევა, მისი ზრახვები ბოროტებისკენ ისწაფვის და ამიტომ ყველაფერს უკუღმა განმარტავს. ასეთი ადამიანი სულიერ სისაღეს მოკლებულია და სიკეთეც ვერ შველის. თვით სიკეთეც კი მას ტანჯვას აყენებს.



პაისი მთაწმინდელი









Комментариев нет:

Отправить комментарий