четверг, 23 января 2014 г.

რამდენადაც ადამიანი თავის თავზე დაკვირვებით სულიერ ცხოვრებაში წარემატება,

იმდენად ეხილება მას თვალნი სულისანი, და უკეთ ხედავს იგი საკუთარ ნაკლოვანებასა და იმ სიკეთეს, რასაც უფალი ანიჭებს. ამ გზით იგი შინაგანად მდაბლდება და გული შემუსვრილი ხდება, რის შემდეგაც ბუნებრივი სახით ეწვევა მას მადლი ღვთისა და განათლება ღმრთისმიერი, და იგი უფრო გონიერი ხდება.



პაისი მთაწმინდელი





Комментариев нет:

Отправить комментарий