суббота, 25 января 2014 г.

განსაცდელის ჟამს შინაგანი სიმშვიდე შეინარჩუნე; და თუ

გულში შფოთს იგრძნობ, ნუ გამოამჟღავნებ მას გარეგნულად, რათა მოიცილო ეშმაკი, რომელმაც შენი გულის სიღრმეში შემოღწევა ვერ შეძლო და ამიტომ შენი გარეგნული ქმედებების მიხედვით მსჯელობს; იგი სასოწარკვეთილია, რომ ვერ დაგეპატრონა და განგეშორა, შესაძლოა, იმ დროს, როდესაც შენ უკვე სუსტდებოდი და მზად იყავი, მისთვის დაგეთმო. სწორედ ასე იქცევა მტერი, რომელმაც ალყა შემოარტყა ქალაქს და როდესაც ნახა მისი დაცულობა და მზადყოფნა ხანგრძლივი თავდაცვისათვის, ალყა სწორედ იმ დროს მოხსნა, როდესაც ქალაქი დანებებისათვის ემზადებოდა; იმიტომ რომ, არ იცის არც ის ზიანი, რომელსაც მისი ცეცხლისმსროლელი იარაღი ქალაქს აყენებს, არც მის მცხოვრებთა შიში და შფოთვა.



სხვა მოძღვარი




Комментариев нет:

Отправить комментарий