როდესაც იყავი შეწუხებული: ანუ სიკვდილითა მოყვასთა შენთა, ანუ სიღარიბითა, ანუ სნეულებითა; ყოველი ესრეთთა შემთხვევათა კაცნი ღვთის მოშიშნი და ღვთის მოსავნი მიიღებენ, ვითარცა ღვთისაგან მოვლინებულსა სწავლასა, შეიმუსვრიან გულთა თვისთა, დაემორჩილებიან სიმართლით დამსჯელსა მარჯვენასა ღვთისასა და ცდილობენ, რომ სინანულითა, მოთმინებითა და მორჩილებით გაისწორონ ცხოვრება თვისი და კვალად შეიქმნენ ღირსნი ღვთის მოწყალებისა; გარნა შენ ესრეთთა შემთხვევათა შინა საუბედუროდ სხვაფერ იქცევი: შენ ანუ დაღონდები და შთავარდები სასოწარკვეთილებასა შინა, ანუ მხოლოდ ერთ წამს მიიქცევი ღვთისადმი და მერმე დაგავიწყდება სწავლა ღვთისა.
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
Комментариев нет:
Отправить комментарий