ადამიანი, რომელიც განსაცდელებს არ გამოივლის და რომელსაც ტკივილის განცდა არ უნდა და მწუხარების დათმენა არ სურს. რომელსაც არ უნდა, რომ აწყენინონ და შენიშვნა მისცენ, და უზრუნველ ცხოვრებას ესწრაფის, რეალობას სრულიად მოწყვეტილია. „განვლეთ ჩუენ ცეცხლი და წყალი და გამომიყვანენ ჩუენ განსასუენებელად“- ამბობს ფსალმუნთმგალობელი.
აბა, გაიხსენე, ყოვლადწმიდა დედას ჩვენსას - ღვთისმშობელს ხომ სტკიოდა და ჩვენი წმიდა ეკლესიაც ხომ ტკივილებს განიცდის. ამიტომ ჩვენც უნდა გვეტკინოს. ჩვენ ხომ იმავე გზას ვადგავართ, რომელსაც ისინი გადიან. მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ ამ ცხოვრებაში განცდილი მცირეოდენი ტანჯვითა და ტკივილით ჩვენი ცოდვების ანგარიშს ვაბარებთ და ამგვარად ვაღწევთ ცხონებას. მაგრამ ქრისტემაც ხომ ტკივილებით გაიარა მიწიერი ცხოვრების გზა. ის გარდამოვიდა ციდან, განკაცდა, ევნო და ჯვარცმა დაითმინა. დღეს კი ქრისტიანებს კარგად ესმით, რომ სწორედ ამგვარად, სწორედ ტკივილის საშუალებით სტუმრობს ხოლმე მათ ქრისტე.
როდესაც ადამიანს ტკივილი ეწვევა, სწორედ მაშინ ესტუმრება მას ქრისტე. ხოლო, როდესაც ადამიანი არანაირ მწუხარებას არ განიცდის, ჩანს ღმერთმა მიატოვა იგი. ასეთი ადამიანი ცოდვების საზღაურს არ იხდის, მას არანაირი სულიერი დანაზოგი არ აქვს გადანახული. რა თქმა უნდა, მე აქ იმათზე ვლაპარაკობ, ვისაც თავად არ სურს, რომ ქრისტესადმი სიყვარულის გამო ტანჯვა მიიღოს. ასეთი ადამინი ამბობს: „მე ჯანმრთელი ვარ, მშვენიერი მადა მაქვს, ვჭამ, რამდენსაც მინდა, უზრუნველად და წყნარად ვცხოვრობ“. და ეს ადამიანი ყოველივე ამის მერე არც კი იტყვის: „დიდება შენდა ღმერთო!“ მას მადლიერებით უნდა შეეცნო ყველა ის სიკეთე, რაც ღმერთმა მიმადლა და ეთქვა: „ამის ღირსი არ ვიყავი, მაგრამ, რამდენადაც მე სუსტი ვარ, ღმერთმა ჩემდამი შემწყნარებლობა გამოავლინა“. წმიდა ამბროსის ცხოვრებაში მოთხრობილია იმის შესახებ, თუ როგორ მიიღეს თავად მღვდელმთავარი და მისი თანამგზავრები ერთი მდიდარი ადამიანის სახლში ღამის გასათევად. როდესაც სრულიად უადგილო და გამოუდეგარი სიმდიდრე ნახა, მღვდელმთავარმა იკითხა, ამ მდიდარ ადამიანს თავისი ცხოვრების მანძილზე რაიმე მწუხარება თუ ჰქონდა გადატანილი. მდიდარმა მიუგო: „არა, არასოდეს, ჩემი სიმდიდრე თანდათანობით სულ უფრო და უფრო იზრდება, ჩემი მინდვრები ყოველთვის უხვ მოსავალს მაძლევს, არანაირი ტკივილი არ გამომიცდია, არც კი ვიცი, ავადმყოფობა რა არის“. მაშინ წმიდა ამბროსი ატირდა და თანამგზავრებს უთხრა: მოამზადეთ საზიდრები და დროზე წავიდეთ აქედან, იმიტომ, რომ ამ ადამიანს არასოდეს სწვევია ღმერთი“. და როგორც კი მღვდელმთავარმა და მისმა მხლებლებმა დატოვეს, სახლი წამსვე ჩამოიქცა! ის უზრუნველი, მწუხარებისაგან სრულად თავისუფალი ცხოვრება, ამ კაცს რომ ჰქონდა, სინამდვილეში იმით იყო გამოწვეული, რომ თურმე ღმერთს სრულიად მიეტოვებინა იგი.
მამა პაისი მთაწმინდელი

Комментариев нет:
Отправить комментарий