- წმიდაო მამაო, თუკი კაცი ღვთის სიყვარულით ითმენს ადამიანებისაგან ტკივილსა და უსამართლობას, ეს მოთმინება მას ვნებათაგან განწმენდს?
- რომ მეკითხება კიდეც?! განა მხოლოდ განწმენდს, არამედ, მის დისტილირებასაც ახდენს. განა ამ მოთმინებაზე აღმატებული არსებობს რიმე? ამგვარად ადამიანს ძალუძს, საკუთარი ცოდვებისათვის ზღოს. აბა, ნახეთ: დამნაშავეს რომ დაიჭერენ, სცემენ, ციხეში სვამენ, ის იქ თავის მცირე „კანონს“ აღასრულებს. და თუკი ასეთი ადამიანი გულწრფელად მოინანიებს, საუკუნო ტყვეობისაგან დაიხსნება. განა უბრალო საქმეა, თუ მიწიერი სატანჯველის სანაცვლოდ, ადამიანი საზღაურად მარადისობაში გახსნის ანგარიშს?!
სიხარულით დაითმინეთ ნებისმიერი მწუხარება. ყოველგვარი მწუხარება, რომელსაც ადამიანები მოგვაგებენ, უფრო ტკბილია, ვიდრე ის ტკბილი „სიროფები“, რომელთაც ჩვენი მოყვარული ადამიანები გვასმევენ. აბა, შეხედე, „ნეტარებების“ მცნებებში ქრისტე ხომ არ გვეუბნება: ნეტარ იყვნენ, როცა თქვენ გაქებდნენო. არამედ: „ნეტარ იყვნეთ თქვენ, რაჟამს გდევნიდნენ და გყვედრიდნენ“. და კიდევ: „და თქუან სიტყუაი ბოროტი თქუენდა მომართ სიცრუით ჩემთვის“. როდესაც ადამიანი უსამართლობისა და ლანძღვა-გინების მსხვერპლი ხდება, ის სულიერ კაპიტალს ზეციური სალაროსათვის აგროვებს. ხოლო, თუკი ლანძღვა, რომელსაც ის იღებს, დამსახურებულია, მაშინ თავისი ცოდვების საზღაურს იხდის. ამიტომ, ჩვენ არა მარტო უდრტვინველად უნდა მოვითმინოთ ის ხალხი, ვინც დაბრკოლებას გვიქმნის, არამედ, მათდამი მადლიერებას უნდა ვგრძნობდეთ. იმიტომ, რომ ეს ადამიანები გვაძლევენ კეთილსასურველ შესაძლებლობას, რომ სიყვარულის, სიმდაბლისა და მოთმინების მოსახვეჭად ვიღვაწოთ.
რა თქმა უნდა, ცილისმწამებლები ეშმაკთან თანამშრომლობენ. მაგრამ ჩვეულებრივ ძლიერი ქარი ამტვრევს და თხრის იმ უღონო ხეებს, სუსტი ფესვები რომ აქვთ. ის ხეები კი, რომელთა ფესვებიც ღრმადაა წასული, ძლიერი ქარი ეხმარება, რომ ფესვები კიდევ უფრო ღრმად გაიდგან.
უნდა ვილოცოთ ყველასათვის, ვინც ჩვენზე ავს ამბობს და ვთხოვოთ ღმერთს, რომ მიანიჭოს მათ სინანული, განათლება და სიმრთელე. ჩვენ ამ ადამიანების მიმართ არანაირი სიძულვილი არ უნდა დავიტოვოთ საკუთარ თავში. მხოლოდ და მხოლოდ განსაცდელის შედეგად დაგროვილი გამოცდილება უნდა შემოვინახოთ. უნდა მოვიშოროთ მთელი სიმწარე (წყენა და სიძულვილი) და გვახსოვდეს ღირსი ეფრემ ასურის სიტყვები: „თუკი შენ ცილისწამებას დაითმენ და ყოველივე ამის შემდეგ გამოაშკარავდება, რომ სინდისი სუფთა გაქვს, ნუ გაამპარტავნდები, არამედ, სიმდაბლით იღვაწე უფლისათვის, რომელმაც კაცთა ცილისწამებისაგან გიხსნა“.
მამა პაისი მთაწმინდელი

Комментариев нет:
Отправить комментарий