მარდუკი
ტიამატი მარცხნივ, მარდუკი მარჯვნივ
ძველ საბერძნეთში ნაყოფიერების ქალღმერთ დემეტრას ქალიშვილი, - პერსეფონა ნახევარ წელს ატარებს თავის დედასთან, ხოლო ნახევარ წელს თავის ქმარ აიდთან, საიქიოს ღმერთთან.
დემეტრა
როდესაც პერსეფონა დროს დედასთან ატარებს, ის ხარობს და ზაფხული დგება. ხოლო როდესაც პერსეფონა ქმარს უბრუნდება, დემეტრა მოწყენილია მის გარეშე - და დგება ზამთარი. ძველ ეგვიპტეში წლიური ციკლი შეფარდებულია ღმერთ ოსირისის მკვლელობას, დანაწევრებას და მკვდრეთით აღდგომას.
ოზირისი
თვით ახალი წელი ჩვეულებისამებრ უწევდა მითოლოგიურად გააზრებული ბუნებრივი ციკლის კულმინაციურ მომენტს - გაზაფხულს, ხვნა-თესვის დასაწყისს. რუსეთში თავდაპირველად ახალ წელს 1 მარტს აღნიშნავდნენ, როდესაც ახლოვდებოდა პირველი თესვის სამზადისი. 1492 წელს ივანე III-მ როგორც სასოფლო-სამეურნეო, ასევე საეკლესიო წლის დასაწყისი გადაიტანა - 1 სექტემბერს. ამიერიდან წელი იწყებოდა იმ მომენტში, როდესაც მოსავლის აღების სამუშაოთა უმეტესობა თითქმის დამთავრებული იყო. ამ დღეს მეფე მოდიოდა კრემლში და ნებისმიერ მსურველს შეეძლო მასთან სათხოვრად და წყალობის მისაღებად მისულიყო. გარდა ამისა, ეს იყო შესატანების მოკრების დღე. ასე ხდებოდა 1700 წლამდე, როდესაც პეტრე I-მა თავისი პირადი განკარგულებით ახალი წლის ზეიმობა 1 იანვარს გადაიტანა.
საინტერესო პიროვნებას წარმოადგენს ბავშვების საყვარელი პერსონაჟი "დედ მოროზი". ის სულაც არ ჰგავს თავისი დასავლელ "კოლეგას" სანტა-კლაუსს, როგორც ეს ბოლო დროს არის მიჩნეული.
რუსეთში ეს პერსონაჟი არ აღიქმება, როგორც კეთილი მოხუცი, რომელიც მხოლოდ იმით არის დასაქმებული, რათა ბავშვებს საჩუქრები დაურიგოს ჯადოსნური ხურჯინიდან. რუსულ "დედ მოროზს" ძრწოლითა და მოწიწებით ეპყრობიან, და მისი ცოტათი ეშინიათ კიდეც. ჯერ კიდევ რამოდენიმე ასწლეულის უკან "დედ მოროზი" სულაც არ გახლდათ ასეთი კეთილი მოხუცი, და ის სულაც არ არიგებდა საჩუქრებს, არამედ მას მსხვერპლს სწირავდნენ.
მიიჩნეოდა, რომ "დედ მოროზი", ან უბრალოდ "მოროზი" (რუს. ყინვა), თოვლის ბოროტი ბატონი იყო, რომელსაც ყოველ წელს მოჰქონდა სუსხიანი ზამთარი, სიცივე და ქარბუქი. ზამთარი სერიოზული გამოცდა გახლდათ გასული საუკუნის გლეხებისთვის, ამიტომაც, მოროზის ეშინოდათ. ტყუილ-უბრალოდ კი არ დგას სიტყვა "მოროზი" (Мороз) სიტყვასთან "მორ" - სიკვდილი. ადამიანები მთელი სერიოზულობით არიდებდნენ თავს მასთან შეხვედრას. ამისთვის გამართლებული იყო ნებისმიერი საშუალებები, ადამიანთა მსხვერპლშეწირვის ჩათვლით. ამგვარი მსხვერპლშწირვების კვალი ძნელი საპოვნი როდია. ყველაზე მკაფიო კვალი გახლავთ ყველასთვის ცნობილი ზღაპარი "მოროზკო" (Морозко), რომელიც ამ რელიგიური რიტუალის გვიანდელ გააზრებას წარმოადგენს. რეალობაში გოგონა, უეჭველად, იყინებოდა უღრან ტყეში.
მოროზისადმი მსხვერპლშეწირვის სხვა ვარიანტს, რომელიც თავის დროზე გავრცელებული იყო რუსეთში, წარმოადგენს მოხუცთა რიტუალური მკვლელობანი.
როდესაც ცხოვრება ძლიერ გაძნელდა და გაზაფხულის სწრაფი დადგომის იმედი თითქმის გამქრალი იყო, წარმართები აირჩევდნენ რამოდენიმე მოხუცს, რომელთაც უღრან ტყეში მდგომ ქოხში წაიყვანდნენ და სადაც ისინი შიმშილისა და სიცივისგან საშინელი ტანჯვით იხოცებოდნენ. მიიჩნეოდა, რომ ასეთი მსხვერპლი აკმაყოფილებს მოროზის მძვინვარებას და ის დათმობს, რათა, ბოლოს და ბოლოს დადგეს სანატრელი გაზაფხული.
იმის შემდეგ, რაც პეტრე I-ის თვითნებური ბრძანებით ახალმა წელმა ზამთარში გადაინცვლა, ამ სასტიკი და სისხლისმსმელი მოხუცის ("დედ მოროზის") სახე თანდათანობით შერბილდა, და XIX საუკუნის შუაწლებისთვის ის უკვე ჩვენთვის და ყველასთვის კარგად ცნობილ "დედ მოროზად" გადაიქცა.
გარდა ზემოთაღნიშნული განსხვავებისა, რუსულ "დედ მოროზსა" და ევროპულ "სანტა-კლაუსს" შორის არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება, რომელიც, როგორც ჩანს, მათ ვერასოდეს დააახლოვებს. სანტა-კლაუსი - ეს უპირველეს ყოვლისა გახლავთ კათოლიკური ტრადიციით გააზრებული წმ. ნიკოლოზი. მაშინ როდესაც "დედ მოროზი" - წარმართულ გადმოცემათა გადმონაშთია.
მიუხედავად იმისა, რომ ახალი წელი და დედ მოროზი ასე შორსაა ქრისტეანობისგან, რევოლუციის შემდეგ ანტირელიგიური დევნა ვერც მათ აიცილეს. 1918 წელს საბჭოების ქვეყანაში აკრძალული იყო შობის აღნიშვნა, ხოლო მასთან ერთად ახალი წლისაც. საქმე იმაშია, რომ ამ დროისთვის ორი დღესასწაული როგორღაც შეერწყა ერთმანეთს. ჯერ-ერთი, დროითი სიახლოვის გამო, და მეორეც, როგორც ეს ყოველთვის ხდება ქრისტეანულ სამყაროში, ეკლესიის მისწრაფებისგან მოახდინოს წარმართული დღესასწაულის საკუთარი ტრადიციისადმი ადაპტირება, ანუ სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ საკუთარ ტრადიციად გარდაქმნას წარმართული დღესასწაული.
ნაძვის ხე საახალწლოდან იქცევა საშობაოდ, ხოლო მას წვერზე ამშვენებს ბეთლემის ვარსკვლავი. მოგვიანებით ეს ვარსკვლავი საბჭოთა სიმბოლოდ, პენტაგრამად გადააქციეს და საახალწლო ნაძვისხეებს უკვე ამშვენებდა ხუთქიმიანი ვარსკვლავი ისევე, როგორც კრემლის კოშკებს ამშვენებდნენ წითელი ვარსკვლავები. ახალი წლის დევნა იმდენად სერიოზული იყო საბჭოეთში, რომ ზამთრის დღესასწაულის ყველაზე თავგამოდებული თაყვანისცმემლებიც კი ვერ ბედავდნენ ნაძვის ხის მორთვას. აკრძალვა გრძელდებოდა მთელი 17 წლის განმავლობაში, ვიდრე 1935 წლამდე. საინტერესოა აღინიშნოს, რომ ლენინისა და ბავშვების შესახებ ქრესტომათიულ ისტორიებში მსოფლიო პროლეტარიატის ბელადი აქტიურად მონაწილეობს საბავშვო ნაძვიხეების მორთვაში, რომლებიც სინამდვილეში იმ დროს სასტიკად და უმკაცრესი სანქციებით იყო აკრძალული. თუმცა დღესასწაული დაბრუნდა სულ სხვა სახით. ყველაზე დიდი ცვლილება დაეტყო დედ მოროზს. მასზე "დევნა" დღესასწაულის გაუქმების შემდეგაც გრძელდებოდა, და 40-იან წლებში მის ადგილს იკავებს ახალი გმირი - ჯარისკაცი. ცხადია, რომ 40-იანი წლებისთვის ეს იყო საკმაოდ სიმბოლური. რელიგიისადმი დათმობა, რომელმაც ომის დროს იჩინა თავი, ახალი წლის ზეიმობაზეც აისახა. თუმცა ახალმა გმირმა ვერ დაიპყრო ადამიანთა გულები და ძალიან მალე მეორე პლანზე გადავიდა, ხოლო დედ მოროზმა კვლავ დაიკავა საპატიო ადგილი ნაძვის ხის ძირში. დასვენების დღედ 1 იანვარი ცხადდება მხოლოდ 1949 წელს.
1918 წლის 14 თებერვალს საბჭოთა კავშირში ძველი იულიანური კალენდრის ნაცვლად შემოდის გრიგორიანული. მთელი რიგი მიზეზების გამო მართლმადიდებლურმა ეკლესიამ უარი თქვა მიეღო ეს სიახლე და დღემდე 13 დღით ჩამორჩება დანარჩენ სამყაროს. საქმე იმაშია, რომ ახალი წელი ახალი სტილით, ანუ 1 იანვარს, ემთხვევა, საშობაო მარხვას. ამიტომაც მართლმადიდებელი ქრისტეანები ახალ, სამოქალაქო წელს ზეიმობენ 13-დან 14 იანვარზე ახალი სტილით, ანუ შობის შემდეგ.
ავტორი: ანნა დიმიტრიევა სოკოლოვა - რელიგიის ისტორიკოსი.
წყარო: dreamworlds.ru
apocalypse.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий