суббота, 25 января 2014 г.

ვისაც სურს, ცხონდეს, თავმდაბლობა ისწავლოს, და მაშინ ნახავს,

რომ თავმდაბლობაშია ყოველგვარი განსვენება, სიხარული და დიდება. ამპარტავნებისგან კი ყოველგვარი ბოროტება იშვება. როგორ ჩავცვივდით ამოდენა ბოროტებაში? – განა ამპარტავნებით არ დავეცით? განა ურჩობისა და ჩვენი უკეთური ნების აღსრულების გამო არ დაგვემართა ყველაფერი? განა კაცი ყოველი სიკეთით არ დაიბადა, განა სამოთხეში არ იყო სიხარულით, განსვენებითა და დიდებით?

ღმერთმა უთხრა, ამას ნუ გააკეთებო, მაგრამ მან გააკეთა. ხედავთ მის ამპარტავნებას? ხედავთ მის ურჩობას? მაშინ ღმერთმა იხილა მისი უგუნურება და თქვა: შეშლილია, თუ შავი დღე არ ნახა, სრულიად წარწყმდება; თუ ვერ შეიტყობს, რა არის გაჭირვება, განსვენების გემოს ვერ გაიგებს. მაშინ მიაგო, რისი ღირსიც იყო.



წმიდა აბბა დოროთე







Комментариев нет:

Отправить комментарий