суббота, 25 января 2014 г.

თავმდაბლობას კი სიტყვებით ვერავინ გადმოსცემს.

ერთხელ მამა ზოსიმე თავმდაბლობაზე მსჯელობდა. იქ იყო ერთი ფილოსოფოსი. “მითხარი, როგორ მიგაჩნია თავი ცოდვილად? განა არ იცი, სათნოებები რომ გაქეს? არ იცი, წმინდა რომ ხარ? აი, მცნებებს ასრულებ, და როგორღა მიგაჩნია თავი ცოდვილად?” – იკითხა მან. ბერი პასუხს ვერ პოულობდა და უთხრა: “არ ვიცი, როგორ გითხრა, მაგრამ მიმაჩნია, რომ ცოდვილი ვარ“. ფილოსოფოსი კი ედავებოდა, სურდა, გაეგო, რანაირად იყო ეს შესაძლებელი. მან წმინდა სიწრფელით უთსრა: “ნუ მაუკუღმართებ, ასე მიმაჩნია“.

მე კი ვუთხარი მას: “ისევე არ ხდება, როგორც ფილოსოფიასა და მკურნალობაში? როცა კაცი კარგად დაეუფლება მას და დაშვრება, ჩვევად ექცევა, და სიტყვით ვეღარ ხსნის, თუ როგორ დაეჩვია მას, რადგან, როგორც აღვნიშნე, ზედიზედ ქმნით თანდათან, შეუმჩნევლად გადაექცევა ჩვეულებად. ასე არ არის თავმდაბლობაც? მცნებების აღსრულებით კაცში ისადგურებს მდაბალი გონება, რომელიც სიტყვებით არ გამოითქმის.“

ეს რომ გაიგონა მამა ზოსიმემ, გაუხარდა, მყისვე მომეხვია და თქვა: “მენგან გავიგე, როგორც ხდება ეს. ისეა, როგორც თქვი“. ფილოსოფოსმაც დაიჯერა ნათქვამი.





წმიდა აბბა დოროთე






Комментариев нет:

Отправить комментарий