суббота, 25 января 2014 г.

ჭეშმარიტი თავმდაბლობა ისაა, წმინდანმა რომ თქვა: “თავმდაბლობა

არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებს”. ბევრისთვის უცხოა ეს სიტყვები, რადგან მხოლოდ თავმდაბლობა ეწინააღმდეგება სიამაყეს და მისგან იცავს კაცს; მრისხანების მიზეზი კი არა მხოლოდ სიამაყეა, არამედ ქონება და ნაყროვანებაც.

რატომ ამბობს, რომ თავმდაბლობა არ მრისხანებს, არც ვინმეს განარისხებს? იმიტომ, რომ თავმდაბლობა დიდია, როგორც ვთქვით, და შეუძლია, სულს ღვთის მადლი მოუტანოს. როცა სულში ღვთის მადლი მოდის, მას ამ ორი მძიმე ვნებისგან იცავს. რომელი უფრო მძიმეა, კაცი რომ მრისხანებს თუ თავის ძმას რომ განარისხებს? როგორც ერთი ბერი ამბობს: “მონაზვნისთვის სრულიად უცხოა მრისხანება“. თუ ამგვარი თავმდაბლობით არ დაიცავს თავს, შფოთითა და სიბრაზით თანდათან ეშმაკის ზომამდეც მივა. ამიტომ ამბობს, თავმდაბლობა არ მრისსანებს, არც ვინმეს განარისხებსო.





წმიდა აბბა დოროთე







Комментариев нет:

Отправить комментарий