воскресенье, 2 февраля 2014 г.

პიროვნების უარყოფა.7

თავი 7


პიროვნების უარყოფა



მართლმადიდებლური ქრისტეანობა ადამიანს ზრდის ღმერთში და ამაშია მისი პრინციპული განსხვავება ყველა სხვა რელიგიური სწავლებისგან. შევჩერდეთ რამდენიმე მათგანზე და ვაჩვენოთ როგორ უარყოფენ ისინი ადამიანში პიროვნებას.

ავიღოთ, მაგალითად, თალმუდიზმი. აქცევს რა ადამიანის მთელ ცხოვრებას კანონების, წესების, სიტუაციური გადაწყვეტილებებისა და აკრძალვების მარწუხებში, ეს დოქტრინა იუდეველის განზოგადოებული ტიპის ჩამოყალიბებას ესწრაფვის. თუკი სახარება თავისი უნივერსალიზმით მიმართულია პიროვნების ჩამოყალიბებისკენ, თალმუდი ეთნოსის, როგორც თვითმყოფადი სუბიექტისა და უმაღლესი ღირებულებისკენ არის მიმართული. ამიტომაც თალმუდისტურ თეორიას არ სჭირდება არც სულის უკვდავება, არც იმქვეყნიურ-ზეციური მარაიული ცხოვრება. ებრაელმა ერმა უარყო ცათა სასუფეველი და საკუთარი გონების მთელი ძალისხმევა მსოფლიო მესიანიზმისკენ, ანუ დედამიწაზე მსოფლიო ბატონობისკენ მიაქცია.

ამქვეყნიური მესიის გაბატონების ამ მისწრაფებიდან გამომდინარეობს ებრაელობის მრავალსაუკუნოვანი ბრძოლა დედამიწის ყველა ხალხთან. თალმუდის მორალი განსხვავებულ ნორმებს იძლევა ერთის მხრივ იუდეველებს შორის ურთიერთობისთვის, მეორეს მხრივ კი იუდეველებსა და დანარჩენ ხალხებს შორის ურთიერთობისთვის. თალმუდისტურ-კაბალისტური სწავლების თანახმად, ღმერთმა თავისი შემოქმედებითი აქტით იუდეველები შექმნა, ხოლო დანარჩენი უდაბლესი 72 სულისგან - მსოფლიოს ხალხები გააჩინა. თალმუდის სწავლებით ადამიანები მხოლოდ ებრაელები არიან, დანარჩენი ხალხები კი - ადამიანის მსგავსი პირუტყვები (თალმუდის წარმოშობაზე, ჩამოყალიბებასა და ისტორიაზე იხ. ნ. ბუტმის. "კაბალა, ერესები და საიდუმლო საზოგადოებები").

ამგვარად, თალმუდიზმი, გამორიცხავს რა სხვა ხალხების, როგორც ერთი ზეციური მამის შვილებისადმი სიყვარულს, ასევე ღმრთის ხატებასა და მსგავსებას ყოველ ადამიანში და აცხადებს მათ (არაებრაელებს) პირუტყვებად, - გაუცხოებასა და პიროვნების უარყოფას აკანონებს.

თალმუდისტური იუდაიზმის სულიერი არსი საკმაოდ მკაფიოდ არის გახსნილი იოანეს სახარებაში. იუდეველები მაცხოვარს ეუბნებიან: "ჩვენი მამა აბრაამია. უთხრა მათ იესომ: აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისაგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. თქვენ მამათქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს: სიძვისგან როდი ვშობილვართ; ერთი მამა გვყავს - ღმერთი. უთხრა მათ იესომ: ღმერთი რომ იყოს მამათქვენი, გეყვარებოდით, ვინაიდან ღმრთისაგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ და მამათქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში, და როცა სიცრუეს ამბობს, თავისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა" (იოანე 8:39-44). როგორ გავიგოთ ქრისტეს ეს სიტყვები? თუ ადამიანში არ არის სიყვარული (ხოლო იუდეველთა თვალსაჩინო უსიყვარულობა ღმრთისადმი ღმრთის ძის უარყოფაში გამოვლინდა), მისთვის სხვა პიროვნება არ არსებობს, ის მას უარყოფს. მაშასადამე, იუდველებმა ღმერთი უარყვეს და ღმრთისმკვლელები ჯერ კიდევ ქრისტეს ჯვარცმამდე გახდნენ. სიტყვები "თქვენ მამათქვენის - ეშმაკისაგან ხართ" ნიშნავს, რომ თუ თქვენში არ არის სიყვარული, სიკვდილის, ბნელეთისა და სატანის სფეროში იმყოფებით, რომელიც ყველას უარყოფით საკუთარი თავიც უარუყვია.

ისტორიკიოსი ვ. გ. მანიაგინი თავის სტატიაში "კაბალა როგორც ახალი მსოფლიო წესრიგის მსოფლმხედველობა" აჩვენებს, როგორ წარმოიშვა ძველაღთქმისეული ეკლესიის წიაღში პიროვნული ღმერთის უარმყოფელი სწავლება. ამ სწავლებამ მიიღო "კაბალის" (გადმოცემა) საახელწოდება. პიროვნული ღმერთ-შემოქმედის უარყოფა, ამტკიცებს ვ. გ. მანიაგინი, ეს არის თალმუდისტურ-კაბალისტური მსოფლმხედველობის საფუძველი. სწორედ ამის შესახებ ლაპარაკობს მაცხოვარი სახარებაში.

ინდუიზმსა და ბუდიზმში ღმერთი, როგორც ცოცხალი პიროვნება საერთოდ არც არსებობს. აქ არც პიროვნებები არსებობენ, როგორც რეალიები, ისინი მხოლოდ საზოგადო, უთვისებო ყოფიერების წარმავალი ფორმებია. ინდუისტური აბსოლუტი - ბრაჰმანი - უსახურია და უთვისებო. ინდუიზმში არ არსებობს ადამიანური პიროვნება. გარდასახვების თეორია პიროვნებას დრაჰმებად - ფსიქიკურ ელემენტებად ანაწევრებს რომლებიც, კვლავ შეერთების შემდეგ, ახალ ინდივიდს აყალიბებენ. საბოლოო ჯამში ყოფიერების ყველა ინდივიდუალური ფორმა კოსმიურ ყოფიერებას ერწყმის, ხოლო კოსმიური ყოფიერება ბრაჰმანის ცნობიერებაში ქრება. ადამიანის სული - ატმანი - აბსოლუტური სულის, ბრაჰმანის თანაარსია. ადამიანს წარმოუდგენია, რომ ის არსებობს, სინამდვილეში კი არ არსებობს - არსებობს მხოლოდ ბრაჰმანი. თვით მრავლობითობის ცნება, ცნება იმის შესახებ, რომ არსებობენ რეალური "მე" და "შენ", რომლებიც ერთმანეთისგან განსხვავებული პიროვნებებია, ინდუიზმში ილუზორულად მიიჩნევა. შესაძლებელია კი ილუზიის შეყვარება? ამიტომაც ბრძენ-ინდუისტს მხოლოდ საკუთარი ატმანი უყვარს, სამყარო მისთვის საერთოდ არ არსებობს. ეს არის უკიდურესი ეგოცენტრიზმის თეორია. ამგვარად, ინდუიზმი, რომელიც პიროვნული ღმრთისადმი პიროვნულ სიყვარულსა და ურთიერთობას გამორიცხავს, ადამიანს ფიქციად აქცევს, ამკვიდრებს გაუცხოებას და პიროვნების უარყოფას.

ბუდიზმში ადამიანური ინდივიდუალობა ნირვანაში ქრება. ბუდისტისთვის თვით არსებობაც კი ბოროტებად მიიჩნევა ("სიცოცხლე ტანჯვაა"). სიცოცხლე ის ხაფანგია, რომლისგანაც თვითგანადგურებისა და ნირვანის არარსებობაში ჩაძირვის გარდა, - სადაც ყოველგვარი გრძნობა, აზრი და მოსურვება ქრება; სადაც გარეგანი და შინაგანი სამყაროსგან განმდგარი გონება, დაკრძალული მიცვალებულივით უძირო სიცარიელეში ინთქმება, - სხვა გამოსავალი არ არსებობს. ქრისტეანული ცხოვრების მიზანი თუ ღმერთთან ურთიერთობის აღდგენაა, რომელიც ცოდვით დაცემის შედეგად დაიკარგა, ბუდიზმის მიზანი - სიკვდილის უსახური განსვენებაა.

"სრულყოფისკენ" მსწრაფი ბუდისტი, ისევე როგორც ინდუისტი, ნებით მიდის პერსონალურობის პრინციპის გადასალახავად და საკუთარ პიროვნებას "წმიდა ყოფიერების" ზეპერსონალური აბსოლუტის უსახელო ოკეანეში ძირავს. ამგვარად, ბუდიზმიც, რომელიც პირად უკვდავებას გამორიცხავს და ადამიანს უმთავრეს მიზნად არარაობაში თვითგანადგურებას სთავაზობს, გაუცხოებას ამკვიდრებს და უარყოფს პიროვნებას.



კეცალკოატლი - ამერიკელ ინდიელთა თაყვანსაცემი არსება

არსებითად, ინდუიზმი და ბუდიზმი, ჩვეულებრივი წარმართობაა. ყოველი წარმართული რწმენა პირდაპირ არის მიმართული პიროვნების უარყოფისკენ. მაგალითად: "ძველ ინდიელთა რწმენით, ადამიანის სიცოცხლე პირდაპირ იყო დამოკიდებული უსახურ ღმერთზე - ერთგვარ კოსმიურ სულზე, რომელიც თავისი ენერგიის შესავსებად ადამიანის გულითა და სისხლით იკვებებოდა. ამ ღმერთის სიმბოლოს მზე წარმოადგენდა, ამიტომაც ინდიელები საკუთარ თავს "მზის შვილებად" ხმობდნენ, თუმცა თაყვანს სცემდნენ არა თვით მზეს, რომელიც მათთვის მხოლოდ ღმერთის განსახიერებას წარმოადგენდა, არამედ მზის წარგზავნილს - ფრთოსან გველს, კეცალკოატლს. ასე უწოდებდნენ ისინი სატანას (გავიხსენოთ აპოკალიფსისის "ძველი გველი" - ავტ.). მისი სიმბოლოები იყვნენ უზარმაზარი გველი და ფრინველ კეცალის ზურმუხტოვან-მწვანე ბუმბული (მითითება იმაზე, რომ სატანა დაცემული ანგელოზია - ავტ.).


კეცალკოატლი - ამერიკელ ინდიელთა თაყვანსაცემი არსება

აცტეკების იეროგლიფების გაშიფვრამ ცხადყო, რომ "მზის დღესასწაულზე" ინდიელი მოგვები კეცალკოატლს მსხვერპლად 20 000-მდე ყრმასა და ქალწულს სწირავდნენ. ისინი მახვილი და ობსიდიანური დანებით კვეთდნენ მკერდს და იქიდან ჯერ კიდევ მფეთქავი გული ამოჰქონდათ (გული, როგორც ცნობილია, "შინაგანი სიცოცხლის", პიროვნების სიმბოლოა - ავტ.). თამბაქოს კვამლის ნისლში, რომელსაც სამსხვერპლოს უკმევდნენ, მფეთქავი გულების ოხშივარი მზისკენ აიზიდებოდა" (Раб Божий Кирилл. Демонология табакокурения // «Первый и Последний». 2003, № 9 (13). С. 16-17).

მსხვერპლშეწირვის აქ აღწერილი საშინელი, წარმართული წესი არაორაზროვნად ყველა წარმართული კულტის არსზე - სატანის მიერ ადამიანის მოკვლაზე მიანიშნებს.

წარმართული დევნულების პერიოდის ქრისტეანთა ცხოვრებაში ყველგან ერთსა და იმავე მოტივს ვხვდებით: ქრისტეანები უარს ამბობდნენ უსულო კერპთათვის მსხვერპლი შეეწირათ, რომელთაც "ყურნი ასხენ და არ ესმით, თვალნი ასხენ და ვერ ხედვენ" და ა. შ. ამ უსახურ კერპებს ქრისტეანობაში პიროვნული ღმერთი უპირისპირდებოდა, რომლისადმი ვედრებით იყო აღსავსე მოწამეთა გულები...

მსოფლმხედველობა, რომელიც აბსოლუტთან საკუთარი იგივეობის განცდით არის შეფერადებული და პიროვნული საწყისის უარყოფისკენ ორიენტირებული, ადრეული ქრისტეანობის ხანაში გნოსტიციზმში გამოვლინდა, რომელსაც სამართლიანად უწოდებენ ყველა მომდევნო მწვალებლობის დედას. სპეციფიკას წარმოადგენს ის, რომ გნოსტიკოსებთან განმსაზღვრელი გახდა ცოდნის, როგორც თვითშემეცნების თემა. გნოსტიკოსები საკუთარი თავის შემეცნებისა და პოვნისკენ მოუწოდებნენ, მაგრამ ამასთან ადგილს არ ტოვებდნენ სხვა პიროვნებათა აღიარებისთვის.

ისტორიულ მეცნიერებათა კანდიდატი, მ. კ. ტროფიმოვა, თავის ნარკვევში "Историко-философские вопросы гностицизма" ("გნოსტიციზმის ისტორიულ-ფილოსოფიური საკითხები") (М., 1979), ქრისტეანობას და გნოსტიციზმს პიროვნული საწყისის კუთხით ადარებს და მათ სრულ შეუსაბამობას ამტკიცებს. ის წერს: "აბსოლუტთან საკუთარი იდენტურობის რწმენა განაყენებდა გნოსტიკოსს სოციალურობისგან, რომელიც სხვა პიროვნებათა აღიარებისკენ იყო ორიენტირებული და ის თვითჩაღრმავებისკენ, მედიტაციური აქტივობისკენ მიჰავდა... ამგვარი განწყობა სხვა პიროვნებისადმი რწმენას გამორიცხავდა.

ვ. ვ. ბოლოტოვი (გამოჩენილი საეკლესიო ისტორიკოსი - ავტ.) ამას "ნახევრად რწმენას" უწოდებდა (Болотов В. В. Лекции по истории Древней Церкви. СПб., 1910. Т. II. С. 170), რადგან უკიდურესობაში გნოსტიკოსი საკუთარ თავს აბსოლუტად აღიქვამდა, უკიდურესობაში აღარავინ რჩებოდა რწმენის საგნად, გარდა საკუთარი თავისა... მორწმუნისა და ღმრთის ის კავშირი, რომელზეც არის ორიენტირებული ქრისტეანული სწავლა-მოძღვრება, სწორედ პიროვნული საწყისის არსებობას ადასტურებს. ეს ვლინდება თუნდაც არჩევანის თავისუფლებაში, რომლითაც დაჯილდოვებულია ადამიანი.

თავისუფალი არჩევანი კეთილსა და ბოროტს შორის არ ეწინააღმდეგება განგებულების იდეას. ამ სწავლების თანახმად, ღმერთი ზრუნავს ადამიანზე თავისი განგებით, მაგრამ არჩევანის უფლებას თვით ადამიანს ანიჭებს. ადამიანზეა დამოკიდებული მისი ზნეობრივი გზის არჩევა. გნოსტიციზმში პირიქით, არ არსებობს არც განგებულება, არც ნიჭები, არც თავისუფლება (მისი ადრექრისტეანული გაგებით). არ არსებობს ვინმე, ვისზეც შეიძლება ზრუნვა, ვისაც შეიძლება რაიმე აჩუქო... შეიძლება მხოლოდ "განათლება". უნდა ითქვას, რომ გნოსტიციზმი პიროვნული საწყისის დაკარგვაზეა ორიენტირებული. მოუწოდებს რა სრული თვითჩაღრმავებისკენ, გნოსტიციზმი გნოზისის გზაზე შემდგარი ადამიანისგან მასში მიძინებული ძალების გამოღვიძებას ითხოვს, ის გულისხმობს ადამიანის "მე"-ს თანდათანობით გაფართოვებას სამყაროს მასშტაბებამდე, მის შერწყმას ყოველივე გარემომცველთან, ოღონდ ფინალში - ერთიც და მეორეც იკარგება. ამ თვალსაზრისით შეიძლება ვილაპარაკოთ გნოსტიციზმის არარელიგიურობის სიღრმეებზე...

ამრიგად, გნოსტიკური განწყობისა და მსოფლმხედველობის თანახმად, ფაქტობრივად უქმდება ყოველგვარი განსხვავებულობა, რადგან ყოველივეს გნოსტიკოსი შეისრუტავს და საკუთარ თავს აბსოლუტში აიგივებს. აქ არ არის ადგილი არც შენთვის, არც რომელიმე პიროვნებისთვის. ამის საწინააღმდეგოდ, ადრეულ ქრისტეანობაში ცნობიერება შენი პიროვნული "მე"-ს არსებობაზეა ორიენტირებული" (М. К. Трофимова. Гностицизм и христианство. – В кн.: Апокрифы древних христиан: Исследование, тексты, комментарии. С. 168-171).

შეგახსენებთ, რომ სიტყვა "რელიგია" ფრანგული სიტყვიდან მომდინარეობს და "კავშირს", "დაკავშირებას" ნიშნავს; ანუ, ჭეშმარიტი რელიგია ადამიანს აკავშირებს ღმერთთან, შეჰყავს ის ღმერთთან ცოცხალ ურთიერთობაში, როგორც პიროვნებასთან.

გნოსტიციზმი სამართლიანად იწოდება ყველა შემდგომი მწვალებლობის დედად, რომლებიც ჭეშმარიტი ქრისტეანობის დამახინჯების შედეგად აღმოცენდა. ყოველი მათგანი, ძველი მწვალებლობებიდან დაწყებული თანამედროვე სექტების სწავლებით დამთავრებული, ერთი მეორის მიყოლებით რომ განვიხილოთ, ყოველი მათგანის ცრუსწავლებაში, მის "სულიერ" პრაქტიკაში იმავე სიღრმისეულ მიმართულებას ვიპოვით, რომელიც პიროვნების უარყოფაზე, მის გაუსახურებაზეა ორიენტირებული. საკმარისია გავიხსენოთ კათოლიციზმის იურიდიზმი ან კიდევ პიროვნების შინაგანი სიცოცხლის მომაკვდინებელი პროტესტანტიზმი.

არ არის საიდუმლო, რომ მრავალრიცხოვან თანამედროვე, განსაკუთრებით კი "ტოტალიტარულ" სექტებში, ადამიანები თავიან პიროვნებასა და სახეს კარგავენ. სექტანტის ლაპარაკი რობოტის ლაპარაკს მოგვაგონებს. მას აღგზნებული ან პირიქით, გაყინული გამოხედვა გააჩნია, რითაც მოუდრეკელი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დესტრუქციული სექტის წევრი, სადაც გამოიყენება ცნობიერების შეცვლის ტექნოლოგიები და ფსიქოლოგიური კონტროლი, ყოველთვის გრძნობს ღრმა, შინაგან კონფლიქტს და გამუდმებულ ბრძოლაშია საკუთარ თავთან. შინაგანად ის გრძნობს "ხელოვნურ პიროვნებას".

ამჯერად განვიხილოთ რა განსხვავებაა ქრისტეანობასა და ისლამს შორის? მუჰამედი ღმერთში სამპიროვნებას უარყოფს. ღმრთის სამპიროვნების აღიარებით ქრისტეანობა აჩვენებს, რომ ჩვენი ღმერთი სიყვარულია როგორც საკუთარ თავში, ასევე მის მიერ შექმნილი ანგელოზებისა და ადამიანისადმი. მუსულმანობაში ღმერთი სრულიად მარტოკა არსებად წარმოგვიდგება. მუსულმანობის უმთავრესი დოგმატია - "არ არის ღმერთი, გარდა ღმრთისა (ალლაჰისა)" - ღმერთში ის ყოველგვარ მრავლობითობას უარყოფს ბუნებითაც და იპოსტასურადაც. არაბულ ენაზე ამ სიტყვებს ასეთი შინაარსი აქვს: მხოლოდ ერთი ღმერთია სამყაროში მოქმედი ძალა, ხოლო დანარჩენ ქმნილებას, როგორც სულიერს, ასევე ნივთიერს, არანაირი თავისუფლება არ გააჩნიათ და ღმრთის ბრმა იარაღად განიხილებიან. ღვთაება ნთქავს ადამიანს და სულაც არ უტოვებს მას თავისუფლებას. ადამიანის თავისუფალი ნება აქ შეზღუდულია. აი, რატომ არასოდეს იტყვის მუსულმანი "ღმერთი სიყვარულიაო", თუმცა ღმრთის ძალასა და ყოვლისშემძლეობას ყოველთვის აღიარებს.

ისლამურ ფატალიზმში პიროვნების თავისუფალი თვითგამორკვევა ფიქციად იქცევა. პიროვნება განპირობებულია, წინასწარგანსაზღვრულია; აქ აუცილებლობის კანონი მეფობს. მაგრამ შეუძლებელია პიროვნება არსებობდეს თავისუფლების გარეშე. ეს ორი ცნება მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთმანეთთან.

ამგვარად, ისლამი, გამორიცხავს რა ღმრთის სამპიროვნებასა და ადამიანის პირად თავისუფლებას, ამკვიდრებს გაუცხოებას და უარყოფს პიროვნებას.

ისლამში არის ისეთი მისტიკური სწავლება, როგორიცაა სუფიზმი (აღმოცენდა VIII-XIX სს. უდიდესი ზეგავლენა მოახდინა არაბულ, განსაკუთრებით კი სპარსულ პოეზიაზე). აღიარებენ რა მხოლოდ ღმრთის არსებობას, ხოლო გარემომცველ საგნებსა და მოვლენებს მის ემანაციებად (გარდასახვებად - რედ.), სუფიზმის მიმდევრები ცხოვრების უმაღლეს მიზანს საკუთარი "მე"-ს უარყოფით ადამიანის სულის ღმერთთან მისტიკურ შერწყმაში ხედავენ. "ღვთაებასთან" ამგვარი "შეერთება", სუფიზმის სწავლებით, ექსტაზში ხდება, სანამდეც უნდა მიიყვანოს საკუთარი თავი მორწმუნე ადამიანმა. სუფისტური ძმობის წევრები დერვიშებად იწოდებიან.



* * *

საერთოდ, ყოველგვარ რელიგიურ (ასევე ფილოსოფიურ) სწავლებაში, მართლმადიდებლური ქრისტეანობის გარდა, ასევე ყოველგვარ სხვა სულიერ პრაქტიკასა და მისტიკურ ცდებში, მართლმადიდებლური სულიერი გამოცდილების გამოკლებით, ჩანს მეტ-ნაკლებად დაფარული (ან სრულიად დაუფარავი) ორიენტაცია პიროვნების უარყოფისა, რაც სრულიად განსაზღვრულად ამ ცრუსწავლებათა და ცრუ სულიერ პრაქტიკათა უმთავრეს ავტორსა და შთამაგონებელზე, უმთავრეს უსახურებასა და მხეცობის "მამაზე", ეშმაკზე უთითებს.

დაცემულ ანგელოზთა ეს გამოგონებანი, ანუ "რელიგიური" სწავლებანი, ერთის შეხედვით ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავდებიან, მაგრამ ერთ საკითხში აქვთ მტკიცე თანაზიარობა და ეს საკითხი - პიროვნების უარყოფაა.

მწვალებლობათა და ცრუსწავლებათა წინააღმდეგ ეკლესიის ბრძოლის მთელი ისტორია (მაგ.: წმიდა მამათა ბრძოლა არიანელობის, ნესტორიანელობის, მონოფიზიტობის, მონოთელიტობის, ხატმებრძოლეობისა და სხვა მწვალებლობათა წინააღმდეგ) - არსებითად ქრისტეანობის უმთავრესი პრინციპის, პიროვნების დაცვას წარმოადგენს. ღმრთის შესახებ ნებისმიერი არასწორი სწავლების სიღრმისეული შესწავლა გვაჩვენებს, რომ მათ საფუძვლად ღმრთის პიროვნულობის (უფრო ზუსტად, სამი პიროვნების) უარყოფა უდევთ, რასაც საერთოდ ნებისმიერი პიროვნების უარყოფამდე მივყავართ. თუმცა ეს ცალკე საუბრისა და გამოკვლევის თემაა.

ადამიანის გაუცხოება ღმრთის პიროვნებისგან და სხვა პიროვნებების უარყოფა საფუძვლად უდევს ისეთ მოვლენას, როგორიცაა ათეიზმი. ამიტომაც, სამართლიანად ითქმის, რომ ათეიზმი - ყოველთვის ანტითეიზმია. "შეუძლებელია არსებობდეს აბსოლუტური, ონტოლოგიურად გააზრებული ათეიზმი, - მსჯელობდა ამ თემაზე ნ. ბერდიაევი. - ათეიზმი, ეს არის ბრძოლა ღმრთის წინააღმდეგ, ეს არის ანტი-თეიზმი... მხოლოდ ზედაპირულად თუ ჩანს, რომ ათეიზმი გონებრივი დაბრკოლებების გამო წარმოიშვა, რომელიც ღმრთის რწმენაში ხელს უშლის ადამიანს, რომ ის არის ფილოსოფიის ან მეცნიერების პროდუქტი. მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით დავინახავთ, რომ შეუძლებელია ათეიზმი თეორიულ-შემეცნებითი ეჭვების შედეგად დაბადებულიყო და ლოგიკურ არგუმენტაციას დაფუძნებოდა. ათეიზმამდე ადამიანი პრაქტიკულ-ცხოვრებისეული საფუძვლებით მიდის. ათეიზმი სულიერი და მორალური კატეგორიის მოვლენაა. ათეიზმის ფენომენი ან სულიერების დაკნინებას ნიშნავს, ან კიდევ ცრუსულიერების მიმართულებაზე მიანიშნებს" (Бердяев Н. Из размышлений о теодицее // "Путь". 1927, № 7. С. 50).

ღმრთისადმი ჭეშმარიტი რწმენა - ყოველთვის იყო, არის და იქნება ღმერთის, როგორც პიროვნების აღიარება და მასთან ურთიერთობა. ყოველივე დანარჩენი ურწმუნოებაა, ღმერთში პიროვნების უარყოფაა, მისგან გაუცხოებაა, მისი განყენებული შეფასებაა... ამიტომაც, არსებითად, კაცობრიობას მხოლოდ ორად ორი სარწმუნოება გააჩნია - პირველი: ეს არის ჭეშმარიტი, ქრისტეანული სარწმუნოება (რომელიც პიროვნების უნივერსალურ პრინციპს ამკვიდრებს, ღმერთში აღიარებს პიროვნებას და ღმერთსმიმსგავსებულ პიროვნებას აღზრდის ადამიანში) და მეორე: ცრუ, ანტიქრისტეანული რელიგია, რომელიც ღმრთისა და ადამიანის პიროვნულობის პრინციპს უარყოფს და ადამიანებში ახშობს სულიერ ცხოვრებას.

ყოველი ცრურელიგიური სწავლება, როგორც ანტიქრისტეანობის ნაირსახეობის გამოვლინება, უარგყოფს შენ, ხოლო თუ შენ არ არსებობ, მაშინ არც "მე" არსებობს. ამიტომაც, ყოველი მათგანი სამართლიანად იწოდება სულისწარმწყმედელად. ასეთ გაუსახურებამდე შეიძლება მივიდეს მართლმადიდებელი ადამიანიც, თუკი, სიამაყით, ან გამოუცდელობით, სულიერ ხიბლში შთავარდება. ადამიანს აუსახურებს და პიროვნულობას უკარგავს ყოველგვარი ცოდვისადმი მონობა და მსახურება.


გაგრძელება

თავი 8

სიყვარულის გაცივება

Комментариев нет:

Отправить комментарий