четверг, 20 февраля 2014 г.

ანტიქრისტეს გონგების ბრახუნით შეხვდებიან.

მორიგი ეკუმენისტური სისაძაგლე: ანტიქრისტეს გონგების ბრახუნით შეხვდებიან

დღეისთვის მთელს მსოფლიოში გააფთრებული ტემპებით მიმდინარეობს "ახალი მსოფლიო წესრიგის", - ანტიქრისტეს მომავალი სამეფოს მშენებლობა. სხვადასხვა ქვეყნების ეროვნულ-სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განადურებასთან ერთად, ყველა ქვეყანასა და ხალხს თავს ახვევენ ელექტრონულ დოკუმენტაციას, ყველგან გარყვნილება და ანტიქრისტეანული გლობალიზაციის სხვა სისაძაგლეები ინერგება. მსოფლიოში მიმდინარეობს იმავე მიმართულების სხვა მოვლენებიც, რომლებიც "კეთილი სურვილებისა" და "შვიდობის" ლოზუნგებით ინიღბება და ხშირად ყურადღების მიღმა რჩება.

ეს პროცესები დაკავშირებულია ანტიქრისტეანულ-სატანური კულტის საყოველთაო დანერგვის უშუალო სამზადისთან, რომლის სულირი საფუძვლები ეკუმენიზმმა უკვე ჩანერგა. ამ კულტის ფორმირების ერთ-ერთი მაგალითი გახლავთ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში მსოფლიო რელიგიების პარკების შექმნა, რომელთაგან ყველაზე უმსხვილესს მოსკოვთან ახლოს ააშენებენ. კიდევ ერთს მაგალითს წარმოადგენს მოსკოვში დადგეგმილი ეკუმენისტური კომლექსი მკრეხელური სახელწოდებით "ახალი იერუსალემი". რელიგიათაშორისი ურთიერთობის გამომხატველი და "კეთილშობილური" განზრახვებით აშენებული ეს ნაგებობები, სავარაუდოდ, ანტიქრისტეს რელიგიის მატერიალური საფუძველი გახდება.

სამწუხაროდ, ასეთი მაგალითები მთელს მსოფლიოში დღითი დღე მრავლდება. ბოროტმა ძალებმა, რომლებსაც მსოფლიოში ანტიქრისტე შემოჰყავთ მთლად აიშვეს და სრული ძალისხმევით არა მარტო მის მოსვლას ამზადებენ, არამედ მთელი მსოფლიოს მასშტაბით უკვე მის სატანურ ინფრასტრუქტურასაც აყალიბებენ.

ამ სქემაში ეწერება შემდეგი სიმბოლური ნაგებობაც, რომელიც დიდი პომპეზურობით დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ლაპარაკია "მშვიდობის გონგზე", რომელიც საჩუქრის სახით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებს მოახვია ორგანიზაციამ, რომელსაც მშვიდობის ინდონეზიური კომიტეტი ეწოდება.

მოცემული ობიექტი შემდგნაირად გამოიყურება: "მშვიდობის გონგი წარმოადგენს მეტალის თეფშს, რომლის შუაში გამოსახულია მსოფლიოს იმ ათი უდიდესი რელიგიის სიმბოლიკა, რომელთაც დედამიწის მოსახლეობის უმეტესობა აღიარებს. ესენია: ისლამი, ჰინდუ, იუდაიზმი, ქრისტეანობა, ბუდიზმი, კონფუციანელობა, ტაო, სიქხი, შინტო და ჰიდუ-ბალი. შემდეგ ამ სიმბოლოებს აკრავს სახელმწიფოთა დროშების წრე. გონგის ზედა წრეზე გამოსახულია დედამიწა" (http://denkrap.blogspot.ru/2012/04/blog-post_24.html)

მოცემული ობიექტის ზერელე დათვალიერებაც კი საკმარისია იმის შესაგრძნებად, რომ სულიერ პლანში ეს გონგი მასონური და ეკუმენისტური პროექტია, რადგან სწორედ მასონების იდეაა ყველა რელიგიების გაერთიანება, რომელიც შემდეგ თანამედროვე ეკუმენისტური სწავლების საფუძველი გახდა. ამასთან, ეკუმენიზმი უბრალოდ ახალი მწვალებლობა როდია, რომელსაც მსოფლიოს სატანური ძალები ახვევენ თავს, "ეკუმენიზმი მწვალებლობათა მწვალებლობაა, რადგან თუ დღემდე ყველა ცალკეული მწვალებლობა დამოუკიდებლად ცდილობდა ჭეშმარიტი ეკლესიის ადგილის დაკავებას, ეკუმენისტური მოძრაობა პირიქით, აერთიანებს ყველა მწვალებლობას და მას საკუთარი თავის ერთ და ჭეშმარიტ ეკლესიად აღქმას სთავაზობს" (Митрополит Виталий (Устинов), Доклад Архиерейскому Собору РПЦЗ, 1967 г.).

ამგვარად, ეკუმენიზმის სწავლება, რომელიც მსოფლიოს ყველა რელიგიისა და სწავლების გაერთიანებას ცდილობს, წარმოადგენს საფუძველს იმ მომავალი, გაერთიანებული კაცობრიობისა, რომელსაც სათავეში ანტიქრისტე ჩაუდგება. ეს იქნება ანტიქრისტეს რელიგია.

რელიგიურ სიმბოლოებთან ერთად, "მშვიდობის გონგი" მოიცავს მსოფლიოს ყველა სახელმწიფო დროშას და ამგვარი სახით ადასტურებს არა მარტო რელიგიურ, არამედ ყველა ქვეყნის პოლიტიკურ გაერთიანებასაც.

ამგვარად, მოცემული პროექტის ავტორებმა, სიმბოლურ დონეზე უკვე საფუძველი ჩაუყარეს ერთიანი მსოფლიო სახელმწიფოსა და ერთიანი მსოფლიო რელიგიის იდეას.

მასონურ-ეკუმენისტური "მშვიდობის გონგის" წარმომავლობისა და მსოფლიო ქვეყნებისადმი თავსმოხვევის ოფიციალური ვერსია ასეთია: "2002 წლის 12 ოქტომბერს ინდონეზიის კუნძულ ბალიზე მოხდა ტერაქტი, რომლის შედეგადაც დაიღუპა 21 ქვეყნის 202 ადამიანი. ამ უდანაშაულო მსხვერპლის სახსოვრად და მსოფლიოსთვის იმის შესახსენებლად, რომ მშვიდობისთვის ბრძოლა აუცილებელია, მშვიდობის ინდონეზიურმა კომიტეტმა მთელს მსოფლიოში "მშვიდობის გონგის" სიმბოლოები აღმართა. ისინი განთავსებულია ქვეყნის მხოლოდ ერთ ქალაქში. მშვიდობის გონგები დაყენებულია ისეთი სახელმწიფოების დედაქალაქებში, როგორიცაა: ინდოეთი, ინდონეზია, ვიეტნამი, ჩინეთი, მოზამბიკი, ლაოსი, პოლონეთი, აშშ, ისრაელი, უნგრეთი და სხვა (http://denkrap.blogspot.ru/2012/04/blog-post_24.html).

ყველასთვის ცნობილია რამდენი ტერაქტი და ომი მოხდა მთელს მსოფლიოში ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მაგრამ, რატომღაც მხოლოდ ინდონეზიის სახელმწიფო განიმსჭვალა ასეთი ღრმა მწუხარებით ტერაქტების მსხვერპლთადმი, თანაც იმ დონეზე, რომ სხვა ქვეყნებისთვის "მშვიდობის გონგის" ჩუქება გადაწყვიტა. აღსანიშნავია, რომ ამ ქვეყნის მოსახლეობის 90 პროცენტი აღიარებს ისლამს (ru.wikipedia.org/wiki/Индонезия) - რელიგიას, რომელიც არც განსაკუთრებული ტოლერანტობით და არც ეკუმენიზმისადმი მიდრეკილებით გამოირჩევა.

შესაძლებელია ამ კითხვის პასუხი მდგომარეობდეს იმაში, რომ 1942 წელს ინდონეზია დამოკიდებული იყო ნიდერლანდებზე - სახელმწიფოზე, რომელიც ყველა ვნების (ნარკომანია, სქესობრივი გარყვნილებანი და სხვა) ოფიციალური აღიარებით არის სახელგანთქმული. ეს ადასტურებს ჰოლანდიის პოლიტიკაზე მასონურ-სატანური ძალების ზეგავლენას, რომლებიც საშინელი სენივით ედება მსოფლიოს, და სულაც არ არის გამორიცხული დაესნებოვნებინა ინდონეზიაც, თუმცა მეტ-ნაკლებად ამ მომაკვდინებელი სნეულებით მსოფლიოს ყველა ქვეყანაა მოწყლული. საინტერესოა აღინიშნოს, რომ 1965 წლიდან 1998 წლამდე, ინდონეზიაში ოფიციალური აღიარება ჰპოვა "ახალი მსოფლიო წესრიგის" სახელწოდებამაც.

ამიტომაც არ არის გასაკვირი მოცემულ შემთხვევაში ინდონეზია "ახალი მსოფლიო წესრიგის" ერთ-ერთი პროპაგანდისტი რომ გახდა და სხვა ქვეყნებს "მშვიდობის გონგის" მასონურ-ეკუმენისტური გლობალური პროექტის განმახორციელებლად რომ მოევლინა.

რატომ აირჩიეს ამ პროექტის საფუძვლად მაინცა და მაინც გონგი? ალბათ ეს უკავშირდება იმას, რომ გონგი ჩინეთის ტრადიციული მუსიკალური ინსტრუმენტია - ქვეყნისა, რომელიც ოფიციალურად თაყვანს სცემს გველეშაპს, დრაკონს, რომელიც წმიდა წერილისა და მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოცემით სატანის სიმბოლოა. ამიტომაც, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ გონგის ხმამ, როგორც შამანური დოლურის ჟღერადობამ, მთავარი როლი შეასრულოს სატანური რიტუალების შესრულებისას.

სამწუხაროდ, არც ისე დიდი ხნის წინათ, ეს მასონურ-ეკუმენისტური სიმბოლო გაჩნდა მართლმადიდებლურ უკრაინაშიც გაჩნდა, კერძოდ, ქ. კრემენჩუგში, რომელიც პლანეტის მეცხრე ქალაქია, სადაც ეს ეკუმენისტური სისაძაგლე დაიდგა.

შეიძლება ვივარაუდოთ, რომ მართლმადიდებლური სახელმწიფოების ტერიტორიებზე ანტიქრისტეანული პროექტების რეალიზაცია სულიერ პლანში მათ დაუძლურებას ემსახურება. ბოლო დროს უკრაინა (და არა მარტო უკრაინა - რედ.) ბუკვალურად დაექვემდებარა ანტიქრისტეანულ ძალთა განუწყვეტელ სულიერ აგრესიას. რეალიზებულ იქნა მთელი რიგი მასშტაბური პროექტები: "მშვიდობის გონგი" კრემენჩუგში, მსოფლიოში უმსხვილესი ხასიდური ცენტრი "მენორა" დნეპროპეტროვსკში, ევროპაში სიდიდით მესამე მორმონული (არსებითად კი მასონური) ტაძარი კიევში და სხვა.

"მშვიდობის გონგის" მასშტაბურობის საჩვენებლად, გთავაზობთ მცირე ფოტო-გალერეას, საიდანაც კარგად ჩანს, რომ "მშვიდობის გონგს" არა მარტო აყენებენ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში, არამედ მრავალფეროვანი საზოგადოებრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილადაც გამოიყენება.


http://www.youtube.com/watch?v=7g6u5DMPKTg

წყარო: dsnmp.yomu.ru








.apocalypse.ge



Комментариев нет:

Отправить комментарий