четверг, 20 февраля 2014 г.

ახალ მინი-ჩიპს შეუძლია თქვენი ადგილმდებარეობის ამოცნობა მაშინაც კი, როდესაც ყველა GPS თანამგზავრი მიუწვდომელია


2014 წლის 13 თებერვალი

GPS გასაოცარი და წარმოუდგენლად სასარგებლო ტექნოლოგიაა, მაგრამ იმ შემთხვევაში, როცა მუშაობს. პრობლემა იმაშია, რომ არსებობს მრავალი ადგილი, სადაც ის ვერ ფუნქციონირებს, კერძოდ, მაღალ შენობებში, ბეტონის ჯებირებში, და სხვა მასიურ სტრუქტურებში, სადაც თანამგზავრის სიგნალი ვერ აღწევს და რაც ნავიგაციისთვის ესოდენ აუცილებელია. მაგრამ, ამასწინათ შვეიცარიის კომპანიამ U-blox შეიმუშავა ჩიპი, რომელსაც შეეძლება თქვენი დაკვალიანება მაშინაც კი, როდესაც ყველა თანამგზავრი მიუწვდომელი გახდება და თქვენთვის თანამგზავრული GPS-ის გამოყენება შეუძლებელია. ჩიპი იყენებს ორიენტირების ყველაზე ძველმოდურ ტექნიკას: ნავიგაციურ გამოთვლას.



ჩიპი "3D Dead Reckoning" U-blox-ისგან იყენებს აქსელომეტრების, ჰიროსკოპებისა და ჩქაროსნული სენსორების მთელ ნაკრებს, რათა გამოთვალოს ადამიანის ადგილმდებარობა - და ამისთვის მას GPS სიგნალი სულაც არ სჭირდება. ჩიპი აკვირდება ავტომობილის მიმართულებას, სიჩქარეს და მანძილს, რომელიც მან უკანასკნელი GPS პუნქტიდან გაიარა. ჩიპს შეუძლია თქვას, კვლავინდებურად იმყოფება თუ არა მანქანა მძღოლის მიერ დასახულ გზაზე, თუ გადაიხარა მისგან. უფრო მეტი დეტალები შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოში U-blox-ისგან

ჩიპი 3D Dead Reckoning ჯერ არ მონტაჟდება დღეისთვის ხელმისაწვდომ რომელიმე GPS სისტემაში, და ამიტომაც გაუგებარია, აპირებს თუ არა მისი მწარმოებელი კომპანია მოწყობილობის ან თვით ჩიპის პირდაპირ მომხმარებლებისთვის მიყიდვას. თუმცა, პრეს-რელიზი იტყობინება, რომ მისი დაყენება ნებისმიერ ადამიანს თვითონაც შეუძლია.


წყარო: gearmix.ru


apocalypse.ge


Комментариев нет:

Отправить комментарий