пятница, 28 февраля 2014 г.

მამათა გამონათქვამები – განკითხვაზე

წყენის დათმენა უნდა ისწავლოთ, თითქოს ეს წყენა შენ კი არა, სხვას ეხებოდეს. ასეთი წვრთნით სიმშვიდესა და თვით უფლის სასუფეველს მოიპოვებთ. სულიერი სიმშვიდის შესანარჩუნებლად მოყვასის განკითხვას მოერიდეთ. ყურად იღეთ ეს ყოველივე, რათა არა განიკითხოთ. თავსა ჰკითხე: სადა ვარ მე? უნდა განაგდოთ თქვენგან სევდა და სასოწარკვეთა. ეცადეთ, რომ ხალასი და მხნე სული შეინარჩუნოთ. ზირაქის თქმით, სასოწარკვეთა დღეებს ამოკლებს


წმ. სერაფიმე საროველი

—————————————————————————

კაცმან სახიერმან, რაჟამს იხილის ძმაი თვისი დაბრკოლებად და დაცემად, არა განიკითხავნ მას, არამედ ეკრძალებინ, რაითა არა იგიცა ეგრეთვე დაეცეს


წმ. იოანე ოქროპირი

—————————————————————————

როგორც კი იგრძნობ, რომ ჩადენილი კეთილი საქმეების გამო სიამაყე გეუფლება, მაშინვე შენი შეცოდებანი მოიხსენე, რათა უგუნური ამპარტავნება დააცხრო. ასევე მოიქეცი მაშინაც, როცა ხედავ, რომ მოყვასი ცდება, კერძოდ, მაშინვე მისი სათნოებანიც გაიხსენე.


წმ. ბასილი დიდი

—————————————————————————

ნურც დასცინებ და ნურც განიკითხავ საცთურში შთავარდნილს, არამედ უფრო მომეტებულად ილოცე, რათა თავადაც არ გეწიოს განსაცდელი.


წმ. ეფრემ ასური

—————————————————————————

ვინც შორსაა ბოროტებისაგან, ის ყველაზე ნაკლებად ამჩნევს ბოროტებას.


წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი

—————————————————————————

უგუნურებაა საკუთარი მიცვალებული მიატოვოს კაცმა და წავიდეს სხვისი მკვდრის დასატირებლად. ვინც განიცდის თავისი ცოდვების სიმძიმეს, იგი არ უყურებს თავისი მოყვასის ცოდვებს.


ღირსი მოსე

—————————————————————————

ეცადე, რომ არ მიეჩვიო სხვების მხილებას და გასწორებას და შენი თავი არ დაგრჩეს უმხილებელი და გაუსწორებელი.


წმ. ალექსი ბერი (შუშანია)









Комментариев нет:

Отправить комментарий