пятница, 28 февраля 2014 г.

მამათა გამონათქვამები – სიმდაბლეზე

ვინც მეტად შეიცნობს უფალს, მით უფრო მდაბალი ხდება, ეშინია და უყვარს იგი


წმ. ტიხონ ზადონელი

—————————————————————————

სიმდაბლე არის ოფლი და ხორციელი შრომა და ვედრება უფლის მიმართ, რათა ადამიანმა თავისი თავი ყველა დაბადებულზე დაბლა მდგომად შერაცხოს


წმ. სისო დიდი

—————————————————————————

დიდი სიმაღლეა ღმერთის მუდამ ხსენება! მაგრამ ეს მეტად სახიფათოა მაშინ, როცა მისკენ მიმავალი კიბე არ ეყრდნობა სიმდაბლის ურყევ კლდეს.


წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი

—————————————————————————

მრავალნი შევიდნენ სასუფეველში წინასწარმეტყველებათა და სასწაულთა გარეშე, ხოლო სიმდაბლის გარეშე ვერავინ შევა ზეციურ სასძლოში.


წმ. იოანე სინელი

—————————————————————————

ჭეშმარიტი სიმდაბლის ნიშანია, როცა სულს საერთოდ არ სჯერა თავისი კეთილი საქმენი და მუდამ ცდილობს, შეიძინოს ისინი.

უკეთესია საკუთარი უძლურების და ნაკლოვანებების შეგრძნებით სიმდაბლის მოპოვება, ვიდრე ყალბი გამოსწორების იმედით ამპარტავნებაში ჩავარდნა.


წმ. ამბროსი ოპტელი




Комментариев нет:

Отправить комментарий