წმინდა მღვდელმთავარი ნიკოლოზ სერბი (ველიმიროვიჩი)
გლეხ ს.ი.-ს, რომელიც შიშის ეშმაკის თავდასხმას უჩივის
შენ ეშმაკი გაცდუნებს. ერთ-ერთი იმ მრავალრიცხოვან ეშმაკთაგან, რომელნიც ადამიანის დასაღუპად იღწვიან. მწერ, რომ როცა ის თავს გესხმის, გეჩვენება, თითქოს მთელმა სამყარომ შენს წინააღმდეგ გაილაშქრა, რომ ირგვლივ მხოლოდ მტრები არიან, რომ ღმერთსაც სძულხარ. შენ ჰკითხე მცოდნე ხალხს, მათ გიპასუხეს, რომ ეს თავისებური სიგიჟეა. ჭეშმარიტად სიგიჟეა, სიმართლე უთქვამთ. ეკლესიაც ამასვე გეტყვის, მაგრამ იგი უფრო მეტს - თავისი საკუთარი ცოდნითა და გამოცდილებით. ის გეტყვის, თუ ვისგან და რატომ დგება ასეთი სიგიჟე. ეშმაკისაგან, მაგრამ - შენი ცოდვებისათვის. ეკლესია წამალსაც გამოგიწერს - აღსარება და ცოდვათა მონანიება, ეშმაკი განდგება შენგან. ის არასოდეს განდგებოდა საკუთარი ნებით, მაგრამ უფალი განდევნის მას. სახარებიდან იცი, თუ როგორ სდევნიდა ყოვლისშემძლე ქრისტე ხალხისაგან ეშაკებს, როგორ ემორჩილებოდნენ ისინი მას, რადგან მათზე სრული ძალაუფლება ჰქონდა.
მაგრამ ღმერთის ძალაუფლება ეშმაკებზე არ ვრცელდება მხოლოდ მათი ადამიანებიდან განდევნით, არამედ ამ უჩინარი ქოფაკებისათვის ნების მიცემითაც, რომ თავს დაესხან ადამიანებს. ამიტომ ეშმაკებიც კი წმიდა წერილში მოხსენებულნია როგორც ღვთის ნების მორჩილნი. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ: და სული ბოროტი ღმერთისგან დაეცა საულს (შეად. 1 მეფ. 18,10). ის უფლისაგანაა არა იმიტომ, რომ მსგავსია უფლისა, ან მისგან გამოდინარეა: რასაკვირველია არა! არამედ იმიტომ, რომ უფლის ძალაუფლებითაა შეკრული. წაიკითხე იობის პირველი წიგნი და დაინახავ, რომ ეშმაკს არ შეუძლია, ადამიანს დაესხას თავს, თუკი ამას ღმერთი არ დაუშვებს.
თუკი ეს იცი, სასოს ნუ წარიკვეთ. ღმერთი ყოვლისშემძლეა და მრავალმოწყალე. მას ძალუძს, განდევნოს და განდევნის კიდეც შენგან შიშის ეშმაკს, რომელიც ასე სასტიკად გტანჯავს. მხოლოდ აღიარე ძალა და წყალობა უფლისა, შემდგომ ცოდვათა აღსარება თქვი, მოინანიე და ილოცე გულმხურვალედ უზენაესი ღმერთისადმი. თქვი ლოცვაში: „უფალო, რომლის წინაშეც ძრწიან ეშმაკნი და ყოველგვარი ქმნილებანი, ყოვლისშემძლეო და მრავალმოწყალეო, მომიტევე მე, ცოდვილს, შემიწყალე და მიხსენ მე ჯვარზე ტანჯვისათვის ძისა შენისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი!“ და იოტისოდენადაც არ შეგეპაროს ეჭვი: უფალი შეგიწყალებს და განდევნის შენგან ამ საშინელ არარაობებს.
უფალი იყოს შენი შემწე!
„მისიონერული წერილები“ (წერილი 34), თბილისი, 2005 წ
orthodoxy.ge

Комментариев нет:
Отправить комментарий