суббота, 22 февраля 2014 г.

ნუ შევიტანთ ნურაფერ ახალს! ზუსტად მივყვეთ სწავლებას,

რომელიც წმიდა მოციქულებმა და წმიდა მამებმა გადმოგვცეს! ასეთია მოწოდება, რომელიც თითქმის ყველა მსოფლიო და ადგილობრივ კრებაზე მეორდებოდა იმ წმიდა მღვდელმთავრებისა და წმიდა მამების მიერ, რომლებიც ამ კრებებს ესწრებოდნენ.



მართლმადიდებლობა არის ჭეშმარიტი შემეცნება და თაყვანისცემა ღმრთისა; მართლმადიდებლობა არის თაყვანისცემა ღმრთისა სულითა და ჭეშმარიტებით; მართლმადიდებლობა არის დიდება ღმრთისა მისი ჭეშმარიტი შეცნობითა და თაყვანისცემით; მართლმადიდებლობა არის ღმრთისაგან იმ ადამიანის განდიდება, ვინც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელია მისი, განდიდება სულიწმიდის მადლის მონიჭებით. სულიწმიდა არის დიდება ქრისტეანეთა. სადაც არ არის სულიწმიდა, იქ არ არის მართლმადიდებლობა.

არ არის მართლმადიდებლობა ადამიანურ სიბრძნეებსა და სწავლებებში; მათში ბატონობს მტყუარი გონება – დაცემის ნაყოფი. მართლმადიდებლობა სულიწმიდისმიერი სწავლებაა, ღმრთისაგან კაცთათვის საცხოვნებლად მონიჭებული. სადაც არ არის მართლმადიდებლობა, იქ არ არის ცხონება.




წმიდა ეპისკოპოსი ეგნატე (XIX საუკუნე)







Комментариев нет:

Отправить комментарий