რომ თითქოსდა ვალდებულნი არიან სხვები ამხილონ, მაგრამ საკუთარი თავის მხილება არ სურთ, ან კიდევ იმით, რომ აუცილებელია საჯაროდ ლაპარაკი იმაზე, რაც ეკლესიაში ხდება, ისეთ რამეზეც კი რაზედაც საუბარი საერთოდ არ არის მიღებული, და ამასთანავე მცნებას იმოწმებენ: "... უთხარ კრებულსა... " (მთ. 18. 17), დაე, თავიანთი პატარა ეკლესიიდან დაიწყონ: ოჯახიდან ან ძმობიდან, და თუკი ეს კარგ საქმედ მოეჩვენებათ, მაშინ დედა ეკლესიაც დაძრახონ. ვფიქრობ, კარგი შვილები საკუთარ დედას არასდროს დაასმენენ, მაგრამ ბევრი უგუნური მართლმადიდებელი, სამწუხაროდ, მწვალებლებს უხვ საპოლემიკო მასალას აძლევს და მართლმადიდებლურ ქალაქებსა და სოფლებს იეღოველები და სხვა სექტანტები იპყრობენ, რომლებიც გამუდმებით აფართოებენ თავიანთ მისიონერულ საქმიანობას.
სულიერი, ღმრთივგანბრძნობილი მამებისათვის ცნობილია, რომ ამ დემონური მოღვაწეობით (კრებულისა და ეკლესიის სამარცხვინოდ წარმოჩინებით), მათ ბევრი ადამიანი იეღოველად აქციეს. ასევე მთელმა ქვეყანამ იცის, რომ ამ არამართლმადიდებლური მეთოდით ერთი იეღოველის მართლმადიდებლად მოქცევაც არ მომხდარა.
სახიერი ღმერთი სიყვარულით გვითმენს ჩვენ და არავის არცხვენს სააშკარაოზე გამოყვანით, თუმცა კი იცის, როგორც გულთამხილველმა, ჩვენი ცოდვიანი მდგომარეობა. ასევე წმიდანებიც არასდროს ძრახავდნენ ცოდვილებს სხვების წინაშე, არამედ სიყვარულითა და სულიერი მოკრძალებით საიდუმლოდ უწყობდნენ ხელს ბოროტების გამოსწორებაში. ჩვენ კი, მიუხედავად იმისა, რომ ცოდვილები ვართ, პირიქით ვიქცევით (როგორც პირმოთნეები).
მხოლოდ იმ კაცს, რომელიც დემონთა ძალაუფლების ქვეშ არის მოქცეული, ეპატიება ადამიანების საძრახავად გამოაშკარავება (რა თქმა უნდა იმათი, რომლებზეც დემონს უფლება გააჩნია), მათთვის წარსულის გახსენება, რათა უძლური სულები შეარყიონ. უკეთური სული არ ამზეურებს კაცთა სათნოებას, არამედ მხოლოდ მათ სისუსტეს, ხოლო ის ადამიანები, რომლებიც ვნებათაგან თავისუფალნი არიან და ბოროტება არა აქვთ გულში, სიბოროტეს სიკეთით ასწორებენ. თუ ისინი უცებ მცირე უწმინდურობას დაინახავენ, რომელიც არ იწმინდება, მას ფილას გადაახურავენ, რომ სხვაში, ვინც მას შეამჩნევს, ზიზღის გრძნობა არ გამოიწვიოს. ისინი კი, ვინც ნაგავს გარეთ ყრიან, იმ ქათმებს გვანან, უწმინდურობას რომ ქექავენ.
გულწრფელი და პირდაპირი არც ის არის, ვინც სხვას პირში სიმართლეს ეუბნება; არც ის, ვინც ამას საჯაროდ ამბობს; არამედ ის, ვისაც სიყვარული აქვს და ჭეშმარიტი ცხოვრება, და სულიერი განსჯით საუბრობს მაშინ, როცა საჭიროა იმაზე, რაც საჭიროა.
ისინი, რომლებიც უგუნურად ამხელენ სხვებს, სულიერ სიბნელეში და სიძულვილში არიან. ადამიანები მათ კუნძებად წარმოუდგენიათ და ულმობლად თლიან, ამუშავებენ და მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ამისგან იტანჯება, მათ ის კვადრატები ახარებთ, რომლებსაც მათგან ამზადებენ (კუბისტების სტილში)!
ისინი, რომლებიც ჩქარობენ სულიერი მოძღვრები გახდნენ, თუმცა თავად მრავალი სულიერი ტოქსინი გააჩნიათ, ემსგავსებიან უმწიფარ მწკლარტე კომშს, რომლისგანაც, რაც უნდა ბევრი შაქარი დააყარო, კარგი მურაბა ვერ გამოვა, ხოლო თუ მაინც გამოვიდა მურაბა, მალევე ამჟავდება. გულში ჩამწვდომი სიტყვები და დიდი ჭეშმარიტებები მაშინ იძენენ ფასს, როცა ჭეშმარიტი ბაგეებიდან გამოდიან, და მათ მხოლოდ ის სულები იტევენ, რომლებსაც კეთილი განზრახვა გააჩნიათ და აგრეთვე წმინდა გონების მქონე დიდი ადამიანები არიან.
ჭეშმარიტ ადამიანს მშვენიერი სულის შინაგანი სიწმინდე გარეგნულადაც ალამაზებს: ღვთის სიყვარულის ღვთაებრივი სიტკბოება მის გარეგნულ იერსაც ატკბობს. სულის შინაგანი სილამაზე ადამიანის სულიერად დამამშვენებელი და გარეგნულად განმწმენდელია, და მას წარმოაჩენს მასში საღვთო მადლის არსებობის წყალობით; ამშვენებს და განწმენდს ყველაზე უბადრუკ ტანსაცმელსაც კი, რომელსაც ატარებს მადლცხებული კაცი ღვთისა.
მეტი ფასი აქვს იმ ღვთივკურთხეულ ადამიანს, რომელიც შინაგანად შეიცვალა და შინაგანად განიწმინდა, ვიდრე ყველა იმას, რომლებიც მუდამ იცვლიან გარეგნობას (ტანსაცმელს), ხოლო შინაგანად კი "ძველ კაცს" ინარჩუნებენ არქეოლოგიურ ცოდვებთან ერთად.
მეტი ფასი აქვს სულიერი გამოცდილების მქონე მდაბალი ადამიანის ერთ სიტყვასაც კი, რომელსაც იგი თანაგრძნობით აღმოთქვამს მთელი თავისი გულის სიღრმიდან, ვიდრე შეუკავებლ მრავალსიტყვაობას გარეშე კაცისას, დიდი სისწრაფით რომ წყდება მის წიგნიერ ენას და რომელიც ვერ შეაგონებს კაცთა სულებს, რადგან ხორცს წარმოადგენს და არა წმიდა ერგასის ცეცხლოვან ენას.
პაისი მთაწმინდელი

Комментариев нет:
Отправить комментарий