четверг, 20 февраля 2014 г.

ბევრი მორწმუნე ფრიად მოშურნეა შინ იქონიოს წმინდანთა საფლავებიდან აღებული ზეთი

 და სხვადასხვა სიწმინდეები. რას გვეტყვით ამასთან დაკავშირებით?




ერთხელ, ღამით, ცხადად ვიხილე მაცდური ეშმაკი, რომელმაც მითხრა: „რატომ ებრძვი მარკიოსნს? განა მან ოდესმე შეურაცხგყო შენ? შეწყვიტე მასთან ბრძოლა და თავი ანებე მტრობას... და გჯეროდეს, დიდი ხნის წინ დაგამარცხებდი, რომ არ ვხედავდე მოწამეთა გუნდს, იაკობთან ერთად მარადის რომ გიფარავენ შენ“. ეს სიტყვები რომ მოვისმინე, ვკითხე ერთ მეგობარს, რომელსაც ჩემს სენაკში ეძინა: „გაიგონე, რაც ითქვა?“ მან მომიგო: „ყველაფერი გავიგონე. მსურდა კიდეც ავმდგარიყავი და დამენახა, ვინ იყო ის, მაგრამ შენ მოგერიდე, რადგანაც მეგონა გეძინა“. ჩვენ ორივემ დავათვალიერეთ ირგვლივ ყოველივე, მაგრამ არანაირი კვალი არ ჩანდა და სიმშვიდეს მოეცვა იქაურობა. ეშმაკის სიტყვები სხვა იქ მყოფებმაც გაიგონეს. მაშინ კი ვხედავდი, რომ „მოწამეთა გუნდი“ ბოროტმა სულმა იმ ჭურჭელს უწოდა. რომელშიც მოწამეთა საფლავებზე აღებულ ზეთს ვინახავდი; ხოლო დიდი იაკობის ძველი სამოსი, რომელიც მუდამ თავთან მეკიდა, ყოველგვარ ანდამატზე უმტკიცესი საჭურველი იყო ჩემთვის.





წმ. თეოდორე კვიტელი










Комментариев нет:

Отправить комментарий