вторник, 18 марта 2014 г.

ნინო სუხიშვილი: მივიღე გადაწყვეტილება და რუსეთში 22 კონცერტი გავაუქმე!

18 მარტი, 2014

ქართული ეროვნული ბალეტის, „სუხიშვილების" ხელმძღვანელმა ნინო სუხიშვილმა რუსეთში დაგეგმილი 22 კონცერტი გააუქმა. მისი თქმით, ფინანსური თვალსაზრისით ამ გადაწყვეტილების მიღება ადვილი არ იყო, თუმცა მისი და ქვეყნის ღირსების შენარჩუნება უპირველესია.


„დღეს გადაწყვეტილების მიღება მე მომიწია- უარი ვთქვი გასტროლებზე. შეიძლება ბევრმა გამამტყუნოს, მაგრამ ჯერ-ჯერობით არ მინდა რუსეთში წასვლა. 22 კონცერტი გავაუქმე. ფინანსურად ეს შესაძლოა დიდი შეცდომა იყო, მაგრამ მე ყოველთვის ინტუიციით ვმოქმედებ. ინტუიციას აქამდე ჩემთვის არასდროს უღალატია. კიდევ ერთ რამ, რაც ძალიან მინდა შევინარჩუნო, ღირსებაა. მე ვთვლი, რომ დღეს ჩემი ქვეყნის ღირსების შესანარჩუნებლად რუსეთში საგასტროლოდ წასვლა ნაადრევია. ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება. ძნელი მისაღები კი ის იმიტომ იყო, რომ მოცეკვავეების ფინანსური მდგომარეობა არ არის კარგი, მათი ხელფასი საკმარისი არ არის და ისინი გასტროლების ხარჯზე არსებობენ. შესაბამისად, ამ კონცერტზე უარის თქმა ძალიან სერიოზული ნაბიჯი იყო."- აცხადებს ნინო სუხიშვილი.


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)


http://reportiori.ge/?menuid=3&id=20351


Комментариев нет:

Отправить комментарий