воскресенье, 2 марта 2014 г.

სენატორი რუბიო - ”8 ნაბიჯი, რომელიც უნდა გადადგას პრეზიდენტმა ობამამ რუსეთის დასასჯელად”

02-03-2014


რესპუბლიკელ სენატორ მარკო რუბიოს განცხადება:

1.პრეზიდენტმა ობამამ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ საქმე გვაქვს სამხედრო ინტერვენციასთან. ობამას ადმინისტრაციამ საჯაროდ უნდა აღიაროს, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკა მოკვდა.

2.პრეზიდენტმა ობამამ სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მინისტრი კიევში უნდა გააგზავნოს, რათა მხარდაჭერა გამოუცხადოს გარდამავალ მთავრობას. ასევე ნატოს საგანგებო სხდომა უნდა ჩატარდეს ერთიანი და ძლიერი პასუხის გამოსამუშავებლად.

3.პრეზიდენტმა ობამამ უნდა მოუწოდოს ჩვენს პარტნიორებს G-8 სამიტის ბოიკოტისკენ, რომელიც სოჭში უნდა გაიმართოს. თუკი მანამდე რუსეთის შეიარაღებული ძალები უკრაინის ტერიტორიას არ დატოვებენ, რუსეთი უნდა გაირიცხოს G-8-დან.

4.ნებისმიერი მოლაპარაკებები რუსეთთან, იქნბება ეს სავაჭრო თუ სხვა საკითხებზე შეჩერებული უნდა იყოს. საუბარი მხოლოდ უკრაინაზე.

5.გამამტყუვნებელი რეზოლუციის წამოყენება გაეროს უშიშროების საბჭოში.

6.უნდა გავანახლოთ ძალისხმევა საქართველოს ნატოში გაწევრიანების თაობაზე და მისი აღჭურვა თავდაცვითი შეიარაღებით (!!!).

7.რუსი მაღალჩინოსნების დამატება მაგნიტსკის სიაში.

8.არავითარი მოლაპარაკებები რუსეთთან შეიარაღების კონტროლზე.



http://www.kvirispalitra.ge/politic/20838-senatori-rubio-8-nabiji-romelic-unda-gadadgas-prezident-obamam-rusethis-dasasjelad.html

Комментариев нет:

Отправить комментарий