ავტორი: ლილუ მიროტაძე
02 მარტი, 2014.
მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქი კირილი უკრაინის ეკლესიას მიმართავს და ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებს ხელისუფლების დასარწმუნებლად, რომ დაუშვებელია მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილი.
„პოლიტიკურ უთანხმოებებს კონფრონტაციებამდე და ადამიანთა დაყოფამდე მივყავართ, მათ შორის მათი, ვინც საერთო რწმენით არის დაკავშირებული. უკრაინა, როგორც ერთიანი სახელმწიფო, საფრთხის ქვეშ დგას. ეკლესია არ იკავებს ამა თუ იმ მხარეს პოლიტიკურ ბრძოლაში. ეკლესიის ვალია იზრუნოს მათზე, ვინც ძალადობის მსხვერპლია, ვინც დაცვას საჭიროებს და ვისი სიცოცხლეც საფრთხეშია.
ყველაფერს გავაკეთებ მათ დასარწმუნებლად, ვის ხელშიც არის ძალაუფლება, რომ დაუშვებელია მშვიდობიანი ადამიანების სიკვდილი ჩემთვის ძვირფას უკრაინის მიწაზე. ღმერთმა შეაჩეროს ყოველი ხელი, რომელიც აღიმართება ტკივილისა და მწუხარების მოსატანად, ხოლო აკურთხოს ისინი, რომლებიც იცავენ მშვიდობას. ნუ დაუშვებს უფალი, რომ ძმამ ძმის წინააღმდეგ აღმართოს ხელი. დაე, ნუღარ იქნება მსხვერპლი უკრაინის მიწაზე. ამისთვის მხურვალე ლოცვას აღვავლენთ", - ნათქვამია პატრიარქ კირილის მიმართვაში.
http://reportiori.ge/?menuid=8&id=18429

Комментариев нет:
Отправить комментарий