воскресенье, 30 марта 2014 г.

კარლ მარქსი.(8)

იმ დროისთვის "კომუნისტური მანიფესტი" ბევრად უფრო ადრე იყო ცნობილი, ვიდრე ვინმე შეიტყობდა კარლ მარქსის სახელსა და გვარს და მას მიაწერდა კიდეც ამ რევოლუციური სახელმძღვანელოს ავტორობას. რაც მარქსმა ნამდვილად გააკეთა არის ის, რომ მან გადააკეთა ის რევოლუციური გეგმები და პრინციპები, რომლებიც 70 წლით ადრე ბავარიაში აღწერა ბავარიელი ილუმინატების დამაარსებელმა ადამ ვაისჰაუპტმა.

"კაპატალიზმის წინააღმდეგ ბრძოლას" უკვე არაფერი ეწინააღმდეგებოდა. მარქსმა, თავისი ინტელექტუალური ნიჭის გამოყენებით, გარკვეულწილად შეცვალა საერთო წარმოდგენა ლიგაზე, ასე რომ 1847 წელს მას "კომუნისტური კავშირი" ეწოდა.

როგორც თვით მასონები მოწმობენ (მაგ.: ხ. გ. რასკოვსკი), მარქსი ცრუობს და ტაქტიკური მოსაზრებით კაპიტალიზმში წინაღმდეგობების წარმოშობაზე ლაპარაკობს და არა მისი ნათელი რეალობის შესახებ.

მარქსმა იცოდა როგორ მიეყვანა საქმე საყოველთაო ანარქიამდე კაპიტალისტურ წარმოებაში, რაც კომუნისტური რევოლუციის ტრიუმფის წინამორბედი იყო... მან იცოდა, რომ ეს ხდებოდა, ანდა იცნობდა მათ, ვინც ამას აკეთებდნენ. მარქსზე საუბრისას საჭიროა მოკლედ მაინც შევეხოთ მისი ცხოვრების ისტორიას. აი რას წერს მასონების მკვლევარი, მისი თანამედროვე, მღვდელი როდიონი:

"კარლ მარქსი იყო სატანისტი-მასონი. ჯერ კიდევ სკოლის მერხიდან ეზიარა ის ლუთერანული სარწმუნოების საფუძვლებს და მისი მიმდევარიც გახდა, მაგრამ უნივერსიტეტში სწავლის დროს სატანისტურ სექტაში გაწევრიანდა, მიიღო შესაფერისი მისტიკური კურთხევა და ქრისტეანობის მედგარ მოწინააღმდეგედ გარდაიქმნა. თავის ლექსში "მევიოლინე" კ.მარქსი წერს: "ჯოჯოხეთური ალმურია აღმართული ჩემს გულში და ავსებს ჩემს ტვინს. ხედავ ამ მახვილს? ის მე წყვდიადის თავადმა მომყიდა!" ეს სტრიქონები განსაკუთრებულ მნიშვნელობას შეიძენს, თუ გვეცოდინება, რომ სატანისტური კულტის უმაღლესი ხელდასხმის რიტუალში კანდიდატს "მოჯადოებულ" მახვილს მიჰყიდიან ხოლმე, რომელიც მისი წინსვლის საწინდარი უნდა გახდეს. პიროვნება საფასურს იმით იხდის, რომ საკუთარი ვენიდან აღებული სისხლით ხელს აწერს ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მისი სული, სიკვდილის შემდეგ, სატანას უნდა ეკუთვნოდეს. I ინტერნაციონალის ერთ-ერთი ფუძემდებელი მასონი მოსე ჰესი ბ. აუერბახისადმი მიწერილ წერილში (1841წ.) მარქსს ახასიათებს როგორც ადამიანს, რომელმაც საბოლოო დარტყმა მიაყენა შუა საუკუნეების რელიგიასა და ფილოსოფიას.

გამოდის რომ სწორედ ასეთი იყო იმათი მოლოდინი, ვინც მარქსი აზიარა სატანიზმის სიღრმეებს. სავსებით მცდარია მოსაზრება, თითქოსდა მარქსი კაცობრიობის დახმარების იდეალებით იყო შთაგონებული და მას ამ იდეალების განხორციელების გზაზე რელიგია ეღობებოდა, რის გამოც დაიკავა მან ანტირელიგიური პოზიცია. პირიქით, მარქსს სძულდა სამება და, როგორც მისი თანამედროვენი ამტკიცებენ, ქრისტეს ხსენებასაც კი ვერ იტანდა. სოციალიზმი მხოლოდ ის სატყუარა იყო, რომლის მეშვეობითაც უნდა მოეხერხებინა სატანური იდეის ხორცშესხმა და ამ იდეისკენ პროლეტარიატი და ინტელიგენცია მიეზიდა.

I ინტერნაციონალის ჩამოყალიბებაში მარქსის თანამოღვაწე ბაკუნინი, ასევე აღიარებული სატანისტი იყო. კერძოდ, ის წერდა: "ამ რევოლუციაში ჩვენ მოგვიწევს ხალხში სატანის გაღვიძება, რათა ყველაზე დაბალი ვნებები აღვაგზნოთ".



Комментариев нет:

Отправить комментарий