воскресенье, 30 марта 2014 г.

მასონობა და სატანიზმი.(9)


როდესაც სატანიზმზე, როგორც ილუმინატების იდეოლოგიის განუყოფელ ნაწილზე, ვსაუბრობთ აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ 1830 წელს გარდაცვლილი ვაისჰაუპტი ხელმძღვანელ პოსტზე შეცვალა ჯუზეპე მაზინიმ. როგორც ჰელზინგი აღნიშნავს: "ილუმინატების ბავარიული ორდენის ხელმძღვანელობის პერიოდში მაზინის მიმოწერა ჰქონდა სატანისტ ალბერტ პაიკთან, რომელიც თავისუფალი კალატოზების შოტლანდიური წრისა და აშშ-ს სამხრეთის იურისდიქციის სუვერენი გროსმაისტერი გახლდათ. მოგვიანებით მან დააფუძნა "კუ კლუს-კლანი".

მაზინიმ პაიკი ამერიკაში ბავარიელი ილუმინატების ოპერაციების ხელმძღვანელად დანიშნა. პაიკი მათი ოპერაციების თეოსოფიურ ასპექტებს აშუქებდა, მაზინი კი - პოლიტიკურს. როდესაც დიადი აღმოსავლეთის თავისუფალი კალატოზების ლოჟებმა მიიღეს ცნობა მაზინის რევოლუციური მოღვაწეობის შესახებ ევროპაში, მან პაიკს გენერალური გეგმა წარუდგინა.

1870 წლის 22 იანვრის წერილში მაზინი პაიკს წერს: "ჩვენ გვჭირდება შევინარჩუნოთ ყველა კავშირი, რომელმაც მომავალშიც უნდა იარსებოს თავისი ცენტრალური ორგანიზაციის სისტემის ჩარჩოებში. მაგრამ ჩვენ უნდა დავაფუძნოთ სუპერწრე, რომელიც სრულიად გასაიდუმლოებული იქნება და, რომელშიც ჩვენ არჩევით მოვიწვევთ უმაღლესი ხარისხის კალტოზებს. რაც შეეხება ჩვენს ძმებს, მათ საიდუმლოს შენახვის ფიცი უნდა ჩამოვართვათ. მოცემული უმაღლესი წრის საშუალებით ჩვენ კონტროლს გავუწევთ თავისუფალი კალატოზების ყველა მოძრაობას, ის გახდება საერთაშორისო ცენტრი, რომელიც იმდენად ძლიერი იქნება, რამდენადაც ნაკლები ადამიანი აღიქვამს მის ხელმძღვანელობას" (ოკულტური თეოკრატია", ლედი ვინსბორო, გვ. 208-209; ჰერა ალენი, "ხედვა შიგნიდან").

აქ, ალბათ, ლაპარაკია შოტლანდიური წრის 33-ე საფეხურის ელიტაზე. ამ ხარისხის იდეოლოგია შემდეგ თავში იქნება განხილული. 1871 წლის 15 აგვისტოს წერილში პაიკმა ილუმინატების ხელმძღვანელ მაზინის წარუდგინა მსოფლიოს დაპყრობის ზოგადი გეგმა - სამი მსოფლიო ომის მეშვეობით. ეს იქნებოდა "ახალი მსოფლიო წესრიგის" დამყარებისაკენ მიმავალი გზა.

პირველი მსოფლიო ომი უნდა გათამაშებულიყო იმიტომ, რომ მეფის რუსეთი დაქვემდებარებოდა ბავარიელ ილუმინატებს. რუსეთი უნდა გამოეყენებინათ როგორც "საფრთხობელა" იმისათვის, რომ გადაეწყვიტათ ილუმინატების წინაშე მდგარი ამოცანები.

მეორე მსოფლიო ომი საჭირო იყო, რათა გერმანელი ნაციონალისტებისა და პოლიტიკოს-სიონისტების მეშვეობით შეექმნათ აზრთა შორის განხეთქილება. ამისათვის საჭირო იყო ხელი შეეწყოთ რუსეთის მმართველობისათვის და პალესტინაში ირაელის სახელმწიფოს შექმნისთვის.

მესამე მსოფლიო ომი, გეგმის მიხედვით, უნდა დაიწყოს შეხედულებების სხვაობის გამო, რაც უნდა გამოიწვიონ ილუმინატებმა სიონისტებსა და არაბებს შორის. იგეგმებოდა ამ კონფლიქტების მთელს მსოფლიოში გავრცელება.

ამდაგვარად, ამ მესამე ომის შემადგენელი ნაწილი უნდა გახდეს სოციალური ძვრების პროვოცირება და ნიჰილისტებისა და ათეისტების ერთმანეთზე მისევა, რამაც ჯერ არნახული მხეცობა და სისასტიკე უნდა გამოიწვიოს. ათეიზმისა და ქრისტეანობის დარღვევის შემდეგ ხალხს მიეწოდება "ლუციფერის ჭეშმარიტი დოქტრინა" და ამგვარად ხაფანგის ორივე კარი დაიკეტება.

შესაბამისი შენიშვნა, რაც დღევანდელ სიტუაციას შეეხება: რუსეთის, როგორც "საფრთხობელას" (მტრის სახის) არსებობით, დასავლეთის ქვეყნები შეყარეს ისეთ საერთაშორისო კავშირებში (ნატო, გაერო), რომლებშიც თავისი სურვილით არასოდეს გაერთიანდებოდნენ. ამრიგად, რუსეთის იმპერიამ, როგორც მთელი მსოფლიოს მტრის სახემ, ხელი შეუწყო მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის გაფურჩქვნას, რაც ისევ და ისევ საერთაშორისო ბანკებისათვისაა ხელსაყრელი.

აქ უნდა აღინიშნოს, რომ მეორე მსოფლიო ომი გათამაშდა სცენარის მიხედვით, რაც სრულიად განსხვავდება იმისგან რასაც გვასწავლიან ისტორიის სასკოლო სახელმძღვანელოებში.

Комментариев нет:

Отправить комментарий