пятница, 21 марта 2014 г.

იდეალიზმი . მატერიალიზმი .

იდეალიზმი . 

იდეალისტური (ფრანგ. idéalisme, ბერძნ. idéa, იდეა) — ამ ფილოსოფიური მიმდინარეობის თანახმად სულიერება ითვლება პირველ ამომავალ მცნებებად, ხოლო მატერია, ბუნება, ფიზიკური სამყარო და მათი შემეცნება მეორადად, განპირობებულად.

ამგვარად იდეალიზმი უპირისპირდება მატერიალიზმს.




მატერიალიზმი .

მატერიალიზმი (ლათ. მატერიალის „საგნობრივი, ნივთიერი“), ფილოსოფიის ერთ–ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ამტკიცებს, რომ პირველადია მატერია, რეალური სამყარო, მეორადი კი — გონი, შემეცნება. ყოფიერებისა და ცნობიერების ურთიერთობაში დიამეტრალურად საწინააღმდეგო აზრისაა იდეალიზმი, რომელიც სულის (შემცნების, გონების) პირველადობას ქადაგებს. მატერიალიზმი ამტკიცებს, რომ სამყარო არავის შეუქმნია, არსებობდა მარად და ყველგან, დროსა და სივრცეში. ამით მატერიალიზმი უპირისპირდება რელიგიას, რომლის მოძღვრებითაც ყოველი არსი ღმერთმა შექმნა. 

Комментариев нет:

Отправить комментарий