воскресенье, 2 марта 2014 г.

ჯონ ქერი რუსეთს ეკონომიკური იზოლაციით დაემუქრა

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ჯონ ქერი რუსეთს ეკონომიკური იზოლაციით დაემუქრა.

სააგენტო "როიტერის" ცნობით, ჯონ ქერიმ რუსეთის პოლიტიკას უკრაინაში და ყირიმში ძალადობა უწოდა.

"21-ე საუკუნეში უკვე არ შეიძლება მოიქცე მე-19 საუკუნის სტილში და შეიჭრა სხვა ქვეყანაში სრულიად გაუმართლებელი საბაბით", - განაცხადა ჯონ კერიმ.

სახელმწიფო მდივნის განცხადებით საერთაშორისო ტანამეგობრობა სავიზო შეზღუდვების, აქტივების გაყინვისა და საინვესტიციო შეზღუდვების საკითხს განიხილავს.

აღნიშნული განცხადების კომენტირება რუსეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურმა არ ისურვა.


წყარო: http://lenta.ru/news/2014/03/02/kerry/


(მოამზადა თეონა რამაზაშვილმა)

http://reportiori.ge/?menuid=8&id=18439

Комментариев нет:

Отправить комментарий