გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბრისას ის დაადანაშაულა საერთაშორისო სამართლის დარღვევაში უკრაინაში „რუსეთის მიუღებელი ინტერვენციის“ სახით. ამის შესახებ კანცლერის პრესმდივანი გეორგ შტრაიტერმა განაცხადა ორი სახელმწიფოს ლიდერებს შორის სატელეფონო საუბრის შემდეგ. შტრაიტერის თქმით, პუტინი დათანხმდა მერკელის წინადადებას, ეუთოს ეგიდით შეიქმნას ფაქტების დამდგენი მისია და საერთაშორისო "საკონტაქტო ჯგუფი", რათა დაიწყოს დიალოგი. ამასობაში გავრცელდა ცნობა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი კიევში მიემგზავრება უკრაინის ხელისუფლებასთან შესახვედრად.
.radiotavisupleba.ge
.radiotavisupleba.ge
Комментариев нет:
Отправить комментарий