воскресенье, 2 марта 2014 г.

ჩვენს წინააღმდეგ მუდმივად მბრძოლ ეშმაკებს ჩვეულება აქვთ

ჩვენთვის შესაძლებელ და ადვილად შესასრულებელ სათნოებებს დაბრკოლება შეუქმნან, ხოლო შეუძლებელის და უდროოს მიმართ (რომლების აღსრულების დრო ჩვენთვის ჯერ არ დამდგარა), ძლიერი სურვილი ჩაგვინერგონ; ანუ: საერთო საცხოვრებელი [მონასტრის] მორჩილებაში წარმატებულებს ისინი აიძულებენ, დაყუდებულთა საქმეები აღასრულონ, ხოლო დაყუდებულებს და განდეგილებს შთააგონებენ საერთო სახოვრებლის წესები იპყრან. ამავენაირად იქცევიან ისინი ყველა სათნოებასთან მიმართებით. ხოლო ჩვენ ნუ ვიქნებით მათი ჩანაფიქრების უვიცნი, – ვიცოდეთ, რომ ყველაფერი თავის დროზე და თავისი საზომით აღსრულებულია კარგი, ხოლო ყველაფერი უზომო და უდროო – მავნებელია.




წმ. თეოდორე ედესელი






Комментариев нет:

Отправить комментарий