ჩვენთვის შესაძლებელ და ადვილად შესასრულებელ სათნოებებს დაბრკოლება შეუქმნან, ხოლო შეუძლებელის და უდროოს მიმართ (რომლების აღსრულების დრო ჩვენთვის ჯერ არ დამდგარა), ძლიერი სურვილი ჩაგვინერგონ; ანუ: საერთო საცხოვრებელი [მონასტრის] მორჩილებაში წარმატებულებს ისინი აიძულებენ, დაყუდებულთა საქმეები აღასრულონ, ხოლო დაყუდებულებს და განდეგილებს შთააგონებენ საერთო საცხოვრებლის წესები იპყრან. ამავენაირად იქცევიან ისინი ყველა სათნოებასთან მიმართებით. ხოლო ჩვენ ნუ ვიქნებით მათი ჩანაფიქრების უვიცნი, – ვიცოდეთ, რომ ყველაფერი თავის დროზე და თავისი საზომით აღსრულებულია კარგი, ხოლო ყველაფერი უზომო და უდროო – მავნებელია.
წმ. თეოდორე ედესელი
წმ. თეოდორე ედესელი
Комментариев нет:
Отправить комментарий