ღმერთი

ღმერთი

воскресенье, 30 марта 2014 г.

ადოლფ ჰიტლერი დახმარებას ითხოვს.(23)

როგორც უკვე დავინახეთ, გერმანული აღორძინება, ვერსალის შეთანხმების შემდეგ, წინასწარ იყო განსაზღვრული იმით, რომ გერმანიას დაედო სამხედრო რეპარაცია 123 მილიარდი ოქროს მარკის ოდენობით და ყოველწლიური 26%-იანი გადარიცხვა გერმანული ექსპორტის ღირებულებიდან. რეპარაციული გადასახადების პირობებში გერმანული ფულის სისტემის ნგრევისა და ქრონიკული ინფლაციის წინასწარმეტყველება სიძნელეს არ წარმოადგენდა.

ამ ქაოსში გერმანიამ მომდევნო ორი წლის განმავლობაში დააწესა მორატორიუმი ნაღდი ფულით რეპარაციების ყოველგვარ გადასახადზე. გამარჯვებულმა ძალებმა უარყვეს მიცემული წინადადება და დათანხმდნენ (თანაც ხმები გაიყო ერთი-სამზე). გერმანიის რეიხს მეორე გეგმის მიხედვით უნდა შეეწყვიტა ნატურით მომარაგება. ინგლისმა "სიტის" მითითებით ამ საკითხს უარით უპასუხა, რის შემდეგაც 1923 წლის 1 ნოემბერს საფრანგეთისა და ბელგიის ჯარებმა დაიკავეს რურის ოლქი. მაგრამ იმის შემდეგ, რაც რურის მშრომელებმა ხალხს საყოველთაო გაფიცვისკენ მოუწოდეს, ამ შეჭრამ კრახი განიცადა. ჯარები ჩიხიდან მხოლოდ მაშინ გამოვიდნენ, როდესაც გერმანიამ გარკვევით გამოხატა თავისი თანხმობა კომპრომისულ გადაწყვეტილებაზე, რომელიც ცნობილია, როგორც დეივისის გეგმა.

დეივისის გეგმა როტშილდის მეგობრის, ჯ. პ. მორგანის მიერ იყო დამუშავებული. გეგმის მიხედვით პირველი ოთხი წლის განმავლობაში გერმანიას მიეცემოდა კრედიტი 800 მლნ. დოლარის ოდენობით. ჩავარდა "დევისის გეგმის" სწორედ ის ნაწილი, რომელიც გერმანიის რეპარაციების გადახდას ეხებოდა. ის შეცვალეს "იანგის გეგმით" (მორგანის აგენტ ოუენ იანგის სახელის მიხედვით).

ძარცვის გაიოლების მიზნით, საერთაშორისო ბანკირებმა შვეიცარიაში დააარსეს "საერთაშორისო სავალუტო გაწონასწორების ბანკი". მისი საშუალებიტ პირველი მსოფლიო ომის შემდეგ შეიძლებოდა ეწარმოებინათ აღდგენითი გადახდა იმგვარად, რომ მოცემულ ბანკში ერთი სახელმწიფოს ანგარიშზე არსებული ნაღდი ფული უპრობლემოდ გადატანილიყო მეორე სახელმწიფოს ანგარიშზე, რომელიც იმავე ბანკში იყო გახსნილი და ამჯერადაც ბანკირები საკმაოდ კარგად იკვებებოდნენ საკომისიო გასამრჯელოებისა და ბაჟის ხარჯზე.

პროფესორი კვიგლი აცხადებს: "საჭიროა ყურადღება მივაქციოთ იმას, რომ საერთაშორისო ბანკირების სისტემა (დეივისისა და იანგის გეგმები) სრულიად მიზანდასახული იყო. გარდა ამისა, გერმანიაში კრედიტების გაცემა ბანკირებს აძლევდა უმაღლესი ხარისხის მნიშვნელოვან შემოსავალს".

აი, მაკიაველის სისტემის ერთი საუკეთესო მაგალითი: ერთის მხრივ, ბანკირები მხარს უჭერენ ომში მონაწილეებს, და მეორეს მხრივ, დამატებით ღებულობენ ფულად შემოსავალს, რომელიც გერმანიის რეპარაციებიდან მოდის და არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებს ან როგორ აკეთებს გერმანია. თავიდანვე ნათელი იყო საიდან შემოვიდოდა თანხა. ეს ისევ ის ჯგუფი იყო, რომელმაც პირველი მსოფლიო ომი დააგეგმა და დააფინანსა, უხელმძღვანელა მას და მის ხარჯზე იკვებებოდა.

მაგრამ თამაში ისევ გრძელდებოდა. დამატებით კიდევ საჭირო იყო გეგმების რეალიზაცია და დიადი მიზნების მიღწევა. "დევისისა" და "იანგის" გეგმების მიხედვით გათვალისწინებულმა ამერიკული კაპიტალის უზარმაზარმა რაოდენობამ 1924 წლამდე ჩააღწია გერმანიაში, სადაცმან ითამაშა ბაზისის როლი, რომელმაც აამოქმედა ჰიტლერის საომარი მანქანა.

როგორც დოქტორი ენტონ კ. სატონი წერს ("უოლ სტრიტი და ჰიტლერის ამაღლება"): "ომის სამზადისისთვის 1940 წლამდე ამერიკული კაპიტალიზმით ფულის გადაგზავნის ოპერაციებს შეიძლება ფენომენალური ვუწოდოთ. ეჭვგარეშეა, რომ ის გერმანიაში საომარი მიზნებისთვის იყო განკუთვნილი. არსებობს მტკიცებულება იმისა, რომ ამერიკული ეკონომიკის გავლენიანი სექტორი არა მხოლოდ სრულად აცნობიერებდა ნაციზმის ბუნებას, არამედ ყველგან, სადაც ეს შესაძლებელი და მომგებიანი იყო, თავის გამორჩენის მიზნით, სთავაზობდა დახმარებას გერმანიას, ესმოდა რა, რომ ამ გზის დასასრული ომია, რომელიც აუცილებლად ჩაითრევდა მთელს ევროპასა და ამერიკას".

არსებობს დოკუმეტირებული მტკიცება იმისა, რომ უმაღლესი დონის ამერიკელი ბიზნესმენები და მრწველთა წრეები გულმოდგინედ მონაწილეობდნენ ჰიტლერის რეიხის ჩამოყალიბებაში. ამ მასალას იხილავთ სამთავრობო მოსმენის ოქმებსა და ანგარიშებში, რომლებიც პუბლიკისთვის გამოქვეყნდა 1928-46 წლებში. ასევე სენატისა და კონგრესის სხვადასხვა დადგენილებებში. მათი რიცხვიდან ყველაზე მნიშვნელოვანია პალატის ქვეკომიტეტის 1934 წლის ნაცისტური პროპაგანდის გამოკვლევა, კარტელების ანგარიშები, შედგენილი 1934 წელს, კონგრესთან არსებული ნაციონალური ეკონომიკის დროებითი კომიტეტის მიერ, აგრეთვე 1946 წელს სამხედრო მობილიზაციის სენატის ქვეკომიტეტის ანგარიშები.

ზოგადად ეს გასაოცარი ისტორია ჯ. ედუარდ გრიფინის მიერ ასეა ჩამოყალიბებული: "მეორე მსოფლიო ომის წინა წლებში მოხდა საერთაშორისო კარტელის შექმნა, რომლის ცენტრი გერმანია იყო და, რომელიც ქიმიურ და ფარმაცევტულ წარმოებას აკონტროლებდა მთელს მსოფლიოში. მის მუშაობაში მონაწილეობდა 93 სახელმწიფო; ეს იყო ძლიერი ეკონომიკური და პოლიტიკური ძალა, რომლის გავლენა მსოფლიოს ყველა ნაწილში ვრცელდებოდა. მას ეწოდებოდა IG Farben-ი. IG აქ ნიშნავს "ინტერესთა ერთობას", ანუ "ინტერესთა განზოგადოებას", უფრო მარტივად კი - კარტელს. მეორე მსოფლიო ომის დაწყებამდე IG Farben-ი ვითარდებოდა ევროპაში, როგორც ყველაზე მსხვილი კონცერნი; ის იყო გიგანტური სიძლიერისა და სიდიდის კარტელის ნაწილი, რაც ნათლად შეიმჩნევა თუ მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების ისტორიას დავაკვირდებით.

IG Farben-მა 1926 წ. დაამუშავა ქვანახშირისგან ბენზინის მიღების მეთოდი და 1928 წ. დადო ლიცენზირებული ხელშეკრულება "სტანდარდ ოილთან" (როკფელერი). ამან IG Farben-ს 546000 მოუტანა. მისი ძირითადი აქციების ღირებულება 30 მილიონ ამერიკულ დოლარზე მეტი იყო. მოგვიანებით საკონცენტრაციო ბანაკებთან ააშენეს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები, სადაც ბანაკის ტყვეთა შრომას იყენებდნენ, ხოლო თვით ქარხანა გაზს აწარმოებდა გაზკამერებისთვის.

IG Farben-ი ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონცერნი იყო, რომელსაც როტშილდები აკონტროლებდნენ. ის ამარაგებდა გერმანულ ეკონომიკას, შემდეგ კი SS-საც. IG Farben-ის ხელმძღვანელობაში, სხვებთან ერთად, შედიოდნენ მაქს და პოლ ვარბურგები, რომლებსაც ყველაზე მსხვილი ბანკები გააჩნდათ გერმანიასა და აშშ-ში. საშემსრულებლო საბჭოს კიდევ ერთი წევრი იყო კ. ე. მიტჩელი, რომელიც აგრეთვე "ფედერალური სარეზერვო ბანკისა" და "ნაციონალური სიტი ბანკის" დირექტორთა შემადგენლობაში შედიოდა. IG Farben-ის პრეზიდენტი იყო ჰერმან შმიტცი, რომელიც შედიოდა "გერმანული ბანკისა" და "საერთაშორისო სავალუტო გაწონასწორების ბანკის" მმართველობაში.

ნაცისტებს მნიშვნელოვან ფინანსურ დახმარებას უწევდნენ ძმები ავერელ და როლანდ ჰარიმანები, რომლებიც 1917 წელს ჩაებნენ ორგანიზაციაში "ქალა და ძვლები". ეს ოპერაციები სრულდებოდა იუნიონ ბანკის მეშვეობით. გარდა ამისა, საწარმო ITT და "ჯენერალ ელექტრიკი" უშუალოდ ეხმარებოდნენ გერმანულ-იმპერიულ SS-ს.

ჯეიმს მარტინმა, იუსტიციის სამინისტროს ეკონომიკური ბრძოლის განყოფილების უფროსმა, გამოიკვლია ნაცისტური წარმოების სტრუქტურა და თავის ნაშრომში აღნიშნა: "მთავარი მაკავშირებელი რგოლი ჰიტლერსა და ფულიან ბარონებს შორის უოლ-სტრიტიდან იალმარ გორას გრილ შახტი (Hjalmar Horace Greeley Schacht) იყო, გერმანული რაიხსბანკის პრეზიდენტი, რომლის ოჯახი მრავალი წლის განმავლობაში მიეკუთვნებოდა საერთაშორისო ფინანსურ ელიტას. შახტი იყო სწორედ ის ადამიანი, რომელიც იანგის გეგმისა (აღორძინების გეგმა, რომელიც მორგანის აგენტმა ოუენ იანგმა შეადგინა) და "საერთაშორისო სავალუტო გაწონასწორების ბანკის" უკან იდგა.

შახტის მიერ ჩაფიქრებული გეგმა ბრწყინვალედ მუშაობდა და ვაიმარის რესპუბლიკაში ვითარება აფეთქებასაშიშ მდგომარეობამდე მიიყვანა. გერმანელი მეწარმის, დოქტორ ფრიც ტისენის ცნობით ის ნაციონალ-სოციალისტურ პარტიას მხოლოდ მაშინ შეუერთდა, როდესაც დარწმუნდა, რომ იანგის გეგმის წინააღმდეგ ბრძოლა გარდაუვალია და მას პირადი სურვილი ჰქონდა მცირედით მაინც შეესუსტებინა საერთო ნგრევა გერმანიაში... იანგის გეგმისა და მისი ეკონომიკური საფუძვლების მიღებამ გამოიწვია უმუშევრობის ზრდა, რომელიც მანამ გრძელდებოდა, სანამ უმუშევართა რიცხვმა 6 მლნ. კაცს არ მიაღწია".

სწორედ ეს გახლდათ ის ნაყოფიერი ნიადაგი, რომელიც ასე აუცილებელი იყო "თულეს" საზოგადოებისთვისა და მისი იარაღის - ადოლფ ჰიტლერისთვის.

1931 წელს, ფინანსური კრახის შემდეგ, გერმანული წარმოება გაკოტრების პირას იყო მისული. ფრიც ტისენი ოფიციალურად მიემხრო ნაციონალ-სოციალისტურ პარტიეას და ჰიტლერს დაუჭირა მხარი. მისი შემოსავლის მნიშვნელოვანი ნაწილი გადიოდა "ფორ ჰანდელ ბანკის" მეშვეობით, რომელსაც ისევ და ისევ "იუნიონ ბანკი" აკონტროლებდა. თვით ეს ბანკი ტისენისა და ჰარიმანის ერთობლივი ორგანიზაცია გახლდათ. მის დირექტორებზე თვალის გადავლებაც საკმარისია, რათა ვნახოთ თუ ვინ იყვნენ ეს ადამიანები. 8 დირექტორიდან 4 "ქალასა და ძვლებს" მიეკუთვნებოდა, ორი კი - ნაციონალ-სოციალისტებს.

ჰარიმანი "ძმებ ბრაუნებისა და ჰარიმან ბანკის" მეშვეობით ერთდროულად აფინანსებდა კავშირებსა და ნაცისტებს. მისი ერთ-ერთი უახლოესი თანამშრომელი იყო პრეკოტ ბუში, ჯორჯ ბუშის, აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტის მამა. ორივენი, მამაც და შვილიც "ქალა და ძვლების" წევრები იყვნენ.

1936 წლამდე გერმანული საომარი მანქანის აღდგენაში მონაწილეობას იღებდა 100-ზე მეტი ამერიკული ფირმა. მათ შორის იყვნენ ჯენერალ მოტორსი, ფორდი, ინტერნეიშენელ ჰარვესტერი და დიუპონტი. ამ ინვესტორების წამქეზებელი მიზეზი, ყოველ შემთხვევაში, იყო არა მოკლევადიანი საწარმოები, რადგანაც ამ კორპორაციებსა და გერმანიის მთავრობას შორის დადებული ხელშეკრულება ითვალისწინებდა აკრძალვას - მათ არ შეეძლოთ გერმანიიდან ერთი პფენინგის ამოღებაც კი.

მოგება მხოლოდ ხუთი წლის მოგვიანებით დაიწყო, როდესაც იაპონელები თავს დაესხნენ "პერლ ჰარბორს" და ამგვარად აშშ-ც ჩაითრიეს მეორე მსოფლიო ომში. როგორც ხედავთ ამ დროისთვის უკვე ყველაფერი დეტალურად დაგეგმილი იყო, მაგრამ ამის შესახებ ხელდასხმულთა გარდა არავინ არაფერი იცოდა.

მაშინ, როდესაც IG Farben-ი მხარს უჭერდა ჰიტლერს, მისი კარტელის პარტნიორი "სტანდარდ ოილი" (როკფელერი) ნაცისტებს "ებრძოდა". ანუ, მაგალითად, თუ "ფორდ მოტორს კომპანიმ" ამერიკის არმიისთვის ააწყო საომარი ტრანსპორტი, ამავე დროს ის გერმანიის ტერიტორიაზე ნაცისტებისთვის სამხედრო ავტომობილებსაც აწყობდა. ფორდი და ოპელი ტანკების მსხვილი მწარმოებლები იყვნენ ჰიტლერულ გერმანიაში.

იმისგან დამოუკიდებლად თუ როგორ წარიმართებოდა ომი, ამ მულტიმილიონერებმა ის ადრევე მოიგეს. ამ პრინციპის შესაბამისად ხორციელდებოდა მრავალი ღონისძიება მეორე მსოფლიო ომის დროს.

რატომ არ შეიძლება ეს ყოველივე წავიკითხოთ სკოლის სახელმძღვანელოებსა და ენციკლოპედიებში? მით უფრო გერმანიაში, სადაც პრესის მოჩვენებითი თავისუფლება მეფობს და, სადაც ასწავლიან "ჭეშმარიტებას"? საქმე ალბათ იმაშია, რომ როკფელერის ფონდმა 1946 წელს გახარჯა 139000 დოლარი იმისთვის, რათა საზოგადოებისთვის წარედგინა მეორე მსოფლიო ომის სხვა ვერსია, რომელიც მთლიანად ფარავდა ნაციზმის ოკულტურ-მისტიკურ სარჩულს და ამერიკელი ბანკირების მიერ ნაცისტური რეჟიმის დამყარებას. იმ ძირითად ორგანიზაციებში, რომლებმაც გაიღეს ეს თანხა, როკფელერის "სტანდარდ ოილის" კორპორაციაც შედის.

უკანასკნელი მოვლენები ასეა შეჯამებული დეს გრიფინის სიტყვებში: "საერთაშორისო ბანკირებმა და მათმა აგენტებმა მდგომარეობა პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე მიიყვანეს. ამ ომიდან ისინი იღებდნენ ფინანსურ შემოსავალს; მათ დააფინანსეს რუსული რევოლუცია და ეს უზარმაზარი ქვეყანა ხელში ჩაიგდეს; ომის შემდეგ ისინი ევროპაში ისე მანიპულირებდნენ, რომ "შექმნეს სიტუაცია" რის შემდეგაც "ფინანსურ სამოთხეში" აღმოჩნდნენ. ამერიკულ კაპიტალს იყენებდნენ უმდიდრესი შემოსავლის მისაღებად იმ მიზნით, რათა აღეჭურვათ გერმანული მრეწველობა ტექნიკის უახლოესი მიწევებით და ისე განევითარებინატ, რომ თავისი ძალითა და სიდიდით მსოფლიოში მეორე ყოფილიყო. მანიპულაციების საშუალებით ამ უსინდისო მონოპოლისტებმა გამოიყენეს მთელი გერმანია და გერმანელი ხალხი, რომელიც სასოწარკვეთამდე მიიყვანეს.

გერმანიის მრეწველობის აღდგენის დროს ისინი პოლიტიკურ სცენაზე გამოსასვლელად გზას უკაფავდნენ ყბადაღებულ, ძლიერ ადამიანს, რომელსაც შეეძლო დაერწმუნებინა მასა თავისი პოლიტიკური კურსის სამართლიანობაში და აღუთქვამდა მას საერთაშორისო ფინანსისტების მონობისგან გათავისუფლებას.

30-იანი წლების გერმანია შენელებული მოქმედების ნაღმი გახდა, რომელიც დაქოქეს საერთაშორისო ბანკირებმა; ის ელოდებოდა მხოლოდ ისეთი კაცის გამოჩენას, როგორიც ჰიტლერი იყო, რათა შემდგომ მისთვის გადაეცათ ყველაფერზე კონტროლის უფლება".



Комментариев нет:

Отправить комментарий