„ჯერ თავი გაისუფთავე და მერე გაასუფთავე სხვა; ჯერ შენ გახდი ბრძენი და შემდეგ შეეცადე, სხვას მისცე სიბრძნე; ჯერ შენ გახდი ნათელი და შემდეგ მიეცი სინათლე სხვას; ჯერ შენ მიუახლოვდი ღმერთს და შემდეგ გაუძეხი მისკენ სხვას; ჯერ თავი განიწმინდე და შემდეგ შეეცადე, განწმინდო სხვა“. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი.
ღმერთი
четверг, 26 апреля 2018 г.
воскресенье, 22 апреля 2018 г.
среда, 11 апреля 2018 г.
суббота, 7 апреля 2018 г.
понедельник, 2 апреля 2018 г.
გონება.
გონების ალეგორია
გონება — ფილოსოფიური კატეგორია, რომელიც გამოხატავს აზროვნების უმაღლეს ტიპს, საყოველთაო აზროვნებისა და ანალიზის შესაძლებლობას, განყენებასა და განზოგადებას. შეესაბამება ლათინურ სიტყვა „intellectus“-ს. ფილოსოფიაში გონება ცნობიერების ერთ-ერთი ფორმაა, თვითცნობიერების გონი, რომელიც თავის თავზეა მიმართული. გონება გამოხატავს თავის თავს პრინციპებში, იდეებსა და იდეალებში. გონება განსხვავდება ცნობიერების სხვა ფორმებისაგან: ჭვრეტისაგან, გონისაგან, თვითშეგნებისაგან და სულისაგან. გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელი თვლის, რომ მხოლოდ გონება აღწევს საბოლოოდ ჭეშმარიტების ჭეშმარიტ გამოხატულებას როგორც ასეთს კონკრეტულს. გონების მოქმედება მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის მეტყველებასთან.
XIX საუკუნის ზოგიერთ ფილოსოფიურ მიმდინარეობაში გონება უპირისპირდებოდა ბუნებრივ ცდას. აგრეთვე არსებობდა საპირისპირო სწრაფვა — გონების ან საკუთრივ საყოველთაო იდეების გამოყვანა ცდისეული ერთეული ფაქტებიდან. წარსულში გონება ტრადიციულად უკავშირდებოდა კეთილდღეობას და ღვთაებას.
ტვინი განისაზღვრება როგორც ფიზიკური ან ბიოლოგიური მატერია. თანამედროვე მეცნიერული განსაზღვრით ტვინი — წარმოადგენს რთულ ნეირონულ ქსელს.
wikipedia.org
აზროვნება.
აზროვნება — კოგნიტური პროცესი, რომელიც წარმოადგენს ახალ სიტუაციაში ადამიანის ორიენტაციის, პრობლემის, ამოცანის გადაჭრის უნარს. ბარტლეტის თანახმად, აზროვნება ეხება ისეთ პროცესებს, რომლებიც უშუალო აღქმის გარეშე მიმდინარეობს. მაშინ, როდესაც თვალსაჩინო ინფორმაცია ხარვეზიანი და არასრულია, თავს იჩენს აზროვნება, რომელიც ამ ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება. აზროვნების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელია გაგების მოთხოვნილება, რომელიც განპირობებულია რაიმე ამოცანასთან დაკავშირებული გაურკვევლობის შემცირების შინაგანი მოთხოვნილებით. პრობლემური სიტუაციის გადაჭრასთან ერთად აზროვნების პროცესიც მთავრდება. ის წარმოადგენს მიზანდასახულ, ნებისმიერ პროცესს. ამით კი ის ოცნებისგან განსხვავდება.
აზროვნების ფსიქოლოგიის საგანი
აზროვნების ფსიქოლოგიის საგანს შეადგენს:
აზროვნების სუბიექტი - პიროვნება მოტივაციურ-ემოციური სფეროთი, განწყობით.
აზროვნების ობიექტი - ამოცანა, პრობლემა, მისი სტრუქტურული მახასიათებლებით.
აზროვნების პროცესის ფსიქოლოგიური სტრუქტურა, მისი მიმდინარეობის მექანიზმი.
აზროვნების სახეები
თანამედროვე ფსიქოლოგიაში გამოიყოფა აზროვნების შემდეგი სახეები:
პრაქტიკული ანუ მოქმედებით-ხატოვანი აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ხდება უშუალოდ მოქმედების პროცესში.
ხატოვანი აზროვნება - პრობლემის გადაჭრა ხორციელდება ხატებზე დაყრდნობით.
ლოგიკური აზროვნება - ამოცანის გადაწყვეტა ცნებების მეშვეობით. ეყრდნობა ვერბალურ-ლოგიკურ მსჯელობას.
არსებობს დიქოტომიურ დაყოფაზე დაფუძნებული აზროვნების კლასიფიკაციაც:
თეორიული აზროვნება - გარკვეული კანონზომიერების შემეცნება აბსტრაქტული მიმართებების დამყარების საფუძველზე. თეორეტიკოს მეცნიერთა აღმოჩენები სწორედ ამ ფორმის აზროვნების შედეგია.პრაქტიკული აზროვნება - მიმართულია კონკრეტული, კერძო ამოცანების გადაჭრაზე. გადაწყვეტილება უშუალოდ მიმდინარე პროცესის სწრაფი ანალიზის შედეგად მიიღება.
ანალიტიკური (ლოგიკური) აზროვნება - პროცესი დროში გაშლილია, ეტაპობრივად მიმდინარეობს და შედარებით გაცნობიერებულია. ინტუიტური აზროვნება - პროცესი დროში შეკუმშულია და მინიმალურადაა გაცნობიერებული.
შემოქმედებითი აზროვნება - ემსახურება ახალი კანონზომიერებების აღმოჩენას. მიმართლია ახალი იდეების შექმნაზე. კრიტიკული აზროვნება - ორიენტირებულია უკვე მიღებული გადაწყვეტილებების შემოწმებაზე, არსებული ნაკლოვანებების გამოვლენაზე.
რეალისტური აზროვნება - მიმართულია გარე სამყაროზე. იგი ემყარება ლოგიკურ კანონებს და პრობლემის გადაჭრისას მიმართავს ანალიზსა და აბსტრაქციას. აუტისტური აზროვნება - მიმართულია შინაგან სამყაროზე, პიროვნების მოთხოვნილებების დაკმაყოფილებაზე, სურვილების რეალიზაციაზე. პრობლემის გადაჭრისას ეყრდნობა არა რეალურად არსებულ მიმართებებს, არამედ საკუთარ სურვილებს.
პროდუქტული აზროვნება - მისი მეშვეობით მიიღება სრულიად ახალი ცოდნა, გამოცდილება. რეპროდუქტული აზროვნება - პრობლემის გადაჭრსას ეყრდნობა უკვე მზა ჩვევას, გამოცდილ სქემას.
აზროვნების ოპერაციები
ოპერაცია ისეთი გონებრივი მოქმედებაა, რომელიც სააზროვნო ამოცანის გადაჭრას ემსახურება. განასხვავებენ აზროვნების შემდეგ ოპერაციებს:
ანალიზი
აბსტრაქცია ანუ განყენება
სინთეზი
1. ანალიზის ოპერაცია ადამიანს საშუალებას აძლევს აღქმული მთლიანი მოვლენიდან სხვადასხვა მხარე გამოყოს. ის გულისხმობს ამოცანის ცალკეულ ნაწილად დაშლას და მის შემადგენელ ელემენტებზე მსჯელობის უნარს.
2. აბსტრაქცია, განყენება ისეთი ოპერაციაა, რომლის დროსაც ხდება საგანთა ერთობლიობისათვის დამახასიათებელი საერთო, ზოგადი ნიშნის, თვისების გამოყოფა და ამ ზოგადი ნიშნის გააზრება კონკრეტული საგნის გარეშე. აბსტრაქცია გულისხმობს ობიექტთა შედარებით ანალიზს, ამ ობიექტებისათვის დამახასიათებელი ზოგადი ნიშნების გამოყოფას და ამ ნიშნების საფუძველზე ობიექტთა კატეგორიაში გაერთიანებას.
3. სინთეზის ოპერაცია მოიაზრებს ცალკეული ელემენტების, საგანთა თვისებების ერთ მთლიანობაში გაერთიანებას, ერთ შინაარსად შეკვრას.
wikipedia.org
« ქალდეა უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანი »
ქალდეველები (ბაბილონურად-ქალდუ; ებრ. כשדים-ქასდიმ; ძვ. ბერძნ. Χαλδαίοι) — სამხრეთ მესოპოტამიაში მდინარეების ტიგროსისა და ევფრატის მიდამოებში, სპარსეთის ყურის ჩრდილო-დასავლეთ სანაპიროზე მცხოვრები სემიტური ტომები ძვ. წ. X-IV ს.ს. აწარმოებდნენ ომებს ასურელებთან ბაბილონის დაუფლებისათვის. ძვ.წ. 625-536 წ,წ, ბაბილონს მართავდა ქალდეველთა დინასტია, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ახალბაბილონურ სამეფოს.
ქალდეა უძველესი ცივილიზაციის ერთ-ერთი აკვანია. ეს ხალხი საუბრობდა არამეულ ენაზე. ქალდეველებს მოიხსენებდნენ ჯადოქრებად, მაგებად, მოგვებად, ნათელ-მხილველებად, ასტროლოგებად, ვარსკვლავთმრიცხველებად. ბერძნები და რომაელები დასაბამიდან იცნობდნენ მათი აღმოსავლური სიბრძნის სალაროს. ნეოპლატონიზმი მაღალ შეფასებას აძლევდა ქალდეველთა ორაკულს, მისნობას, მაგიას, მითოლოგიურ სამყაროს. ბერძნები ქალდეველებს ბაბილონელებად მიიჩნევდნენ. ერთ-ერთი ვერსიით, სწორედ ქალდეველები იყვნენ ის მოგვები, რომლებიც აღმოსავლეთიდან მოვიდნენ ყრმა იესოს თაყვანსაცემად.
შეუძლებელია ქალდეველთა კულტურის, ენის, რაობის მიმოხილვა ძველ ქართულ ტომთა ისტორიისგან დამოუკიდებლად. ამ გარემოებას მეცნიერებამ ადრევე მიაქცია ყურადღება. (ლენორმანი და სხვა). ძალზე საგულისხმოა, რომ საქართველოში, სვანეთში შემორჩენილია სოფელ-სიმაგრე ქალდე, აგრეთვე ცნობილი წარმართული სიმღერა ქვიან ქალდზე—იავ ქალდი. ბევრი სიტყვა და მითი გვაძლევს საფუძველს ვილაპარაკოთ ამ ძველი ცივილიზაციების კავშირსა და ნათესაობაზე. იმავე სოფელ-სიმაგრე ქალდეს მიდამოებში ვარსკვლავთმრიცხველთა გვარი დღემდეა ხალხში ცნობილი. ("ცაში ვარსკვლავებს ითვლიანო", იტყვიან სოფ. ქალდეს მახლობელი ლალხორის მკვიდრთა გვარზე). " კვირის" სვანური სახელია "ნაგაზი" — ნამგზავრი, გზაგავლილი, რაც ზოდიაქოს გზაზე მნათობის გავლაზე მეტყველებს. ასევე თქმები : "ბედნიერ ვარსკვლავზეა დაბადებული", " ეტლიანია", "გზიანია", ვარსკვლავებს ეთამაშება" (ლამაზ ქალზე).
ისტორია
წერილობით წყაროებში ქალდეველები პირველად მოიხსენიებიან ძვ. წ. 878 წელს ასურეთის მეფე ასურნასირფალ II-ის ანალებში. ისინი ცხოვრობდნენ სპარსეთის ყურის სანაპიროზე ჭაობიან რაიონში მდინარეების, ტიგროსისა და ევფრატის ქვემო დინების გასწვრივ. ძვ. წ. IX ს. ქალდეელებმა მჭიდროდ დაიკავეს ბაბილონის სამხრეთი ნაწილი და თანდათან გადაადგილდნენ ჩრდილოეთისაკენ. პარალელურად, მათ ცხოვრებში შეიჭრა ძველი ბაბილონური კულტურა და რელიგია. ყველა ქალდეური ჯგუფი მისდევდა ნახევრადმომთაბარე ცხოვრებას და დაკავებული იყო მესაქონლეობით (იოანე. 1:17), თევზაობით, აგრეთვე, მიწათმოქმედებით. როგორც ლურსმული წყაროებიდან არის ცნობილი, ისინი ცხოვრობდნენ ტომებად თავიანთი ბელადების ხელმძღვანელობით. ცნობილია ექვსი ქალდეური ტომი (ბიტი). ესენია:
ბიტ-იაკინი (ელამთან მოსაზღვრე ტომი)
ბიტ-დაკური (ყველაზე მრავალრიცხოვანი ტომი)
ბიტ-ამუკანი
ბიტ-ადინი
ბიტ-შილინი
ბიტ-შა’ალი
ისინი ცდილობდნენ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას როგორც ერთმანეთისაგან, ასევე ასურელებისაგან. ასურელები მათ ეცილებოდნენ სამხრეთ ბაბილონის დაუფლებაში, რომელსაც კასიტები კარდუნიაშს („კარდუს (ქართუ) ქვეყანას“, ესე იგი ქალდეების) უწოდებდნენ, ხოლო ასურელები - ქვეყანა „Kaldu“-ს.
ასურეთის მეფე სალმანასარ III-მ ძვ.წ.851 წელს აიძულა ბიტ-იაკინის, ბიტ-დაკურის და ბიტ-ამუკანის ბელადები ხარკი გადაეხადათ მისთვის. ქალდეელებთან ომებს აწარმოებდნენ, აგრეთვე, ასურეთის მეფეები შამში-ადად V და ადად-ნირარი III ძვ.წ. 803 წ. , ძვ.წ. 796 წ. და ძვ.წ. 785 წ. მათ დაიმორჩილეს და დახარკეს ქალდეელთა ყველა ტომი.
ძვ.წ. 744 წელს ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ III (ძვ.წ. 745 - ძვ.წ. 727 ) შეიჭრა ბაბილონში და დაამარცხა ქალდეური ტომები. მან მიიღო ტიტული - "შუმერისა და აქადის მეფე". ასურეთის მიერ ბაბილონის აღების შემდეგ ბაბილონის ქალაქთა სამღვდელო წრეები, ჩინოვნიკები და ვაჭრები თანდათან გადადიოდნენ ასურელთა მხარეს. ასეთ სიტუაციაში დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ინიციატივა გადავიდა ქალდეველთა და უბრალო მოქალაქეთა ხელში. ძვ.წ. 732 წელს ბაბილონის სამეფო დინასტიამ არსებობა შეწყვიტა, რაც ასურელთა, ქალდეველთა და ელამელთა ბრძოლის სიგნალი გახდა ბაბილონელთა მემკვიდრეობის ხელში ჩასაგდებად.
ბაბილონური დაპყრობები
ბიტ-ამუკანის ბელადმა უკინ-სირმა დაიპყრო ბაბილონი და სამი წელი ბატონობდა იქ, სანამ ასურეთის მეფე ტიგლატფალასარ III-მ ალყაში არ მოაქცია არამეველთა დედაქალაქი დამასკო. ამ უკანასკნელის დაპყრობის შემდეგ ასურეთის მეფე გაემართა ქალდეველთა წინააღმდეგ, კონკრეტულად, ბიტ-შილინის მმართველის ნაბუშაბშის წინააღმდეგ, რომელიც თავისი ქალაქის კედლებთან ჩამოახრჩობინა. ასე, თანმიმდევრობით ტიგლატფალასარმა დაიმორჩილა ქალდეველთა ყველა ტომი და ბაბილონის სამეფო გვირგვინი დაიდგა თავზე. მან თავის თავს ახალი სახელი პულუ უწოდა. იგივე გააკეთა მოგვიანებით მისმა მემკვიდრე სალმანასარ V-მ, რომელმაც სახელად ულულაი დაირქვა.
ასურელთა დასუსტების შემდეგ ძვ. წ. VIII ს. ურის ქალაქებში ჩნდებიან პირველი ქალდეველები (აქედან მოდის ბიბლიური გამოთქმა "ქალდეველთა ური" დაბადება 11:28) - ნიფურში, ქიშში, კუფა და სიფარში. ამ ქალაქებს ჰქონდათ გაერთიანების ტენდენცია. ბიტ-იაკინის ტომის ბელადს უკვე აქვს ტიტული ქალდეველთა მეფე. ულულაის სიკვდილის შემდეგ ასურეთის მბრძანებლობა იკისრა ქალდეველთა მეფე მარდუქ-აპლა-იდინმა. ელამის მეფე ხუმბანიგაშაზე დაყრდნობით, მან ისარგებლა სარგონ II-ის გართულებებით სირიასა და სომხეთში და დაეუფლა ბაბილონს. მართავდა 12 წლის განმავლობაში (ძვ. წ.721-710 წ.წ.) სახელწოდებით მარდუქ-აპლა-იდინ II. ის ცდილობდა ასირიის წინააღმდეგ დიდი კოალიციის შექმნას და ამ მიზნით მან მაცნეები გაგზავნა იუდეის მეფე ეზეკილთან. მაგრამ ბაბილონის მცხოვრებთათვის ძალიან მძიმე ტვირთი იყო ქალდეველი მეფის ანტიასურული პოლიტიკა, რის გამოც ხალხი უკმაყოფილებას გამოხატავდა. ამიტომ ისინი ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ (ძვ. წ. 710 წ.) ქალაქში შემოსულ სარდურ II-ს მიეგებნენ, როგორც გამნათავისუფლებელს. მარდუქ-აპლა-იდინი გაიქცა ელამში. სარგონ II-ის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ. 710 წელს მან კვლავ დაიბრუნა ბაბილონის ტახტი, ამჯერად, მხოლოდ 9 თვით. ის დაამარცხეს ქიშთან ასირიელებმა და კვლავ გაიქცა ელამში. ქალდეები განდევნილ იქნენ შუა მესოპოტამიიდან. მარდუქ-აპლა-იდინის ახალ პოლიტიკას - კვლავ დაეპყრო ბაბილონი, შედეგი არ მოჰყოლია. ის კვლავ იქნა განადგურებული. ამჯერად, თანამოაზრეებთან ერთად გაიქცა ზღვისპირეთში (ძველი შუმერი), იქიდან კი ელამში. შურისძიების მიზნით ასურეთის მეფე სენაქერიბმა სპეციალურად შექმნა ფლოტი სპარსეთის ყურეში. მან გაანადგურა ელამის სანაპირო, სადაც ქალდეველ ბატონს მცირე სამფლობელოები ჰქონდა. თუმცა ასირიელთა ექსპედიის დროს დატყვევებულთა შორის არ აღმოჩნდა მარდუქ-აპლა-იდინი: ვარაუდობენ, რომ ასირიელთა თავდასხმამდე რამდენიმე თვით ადრე, ის გარდაიცვალა თავისი ბუნებრივი სიკვდილით.
ამავე დროს, ქალდეველთა მეფე მუშეზიბ-მარდუქმა დაიპყრო ბაბილონი და შევიდა ელამის ქვეშევრდომობაში ვასალიტეტის პრინციპით. მოკავშირეები ებრძოდნენ სენაქერიბის არმიას . ძვ.წ. 692 წელს ისინი ერთმანეთს შეხვდნენ ჰალულასთან, მდინარე ტიგროსის სანაპიროზე. სისხლისმღვრელმა ბრძოლამ არცერთ მხარეს არ მოუტანა გამარჯვება, მაგრამ ელამის მეფის - ხუმპანიმენას მოულოდნელმა სიკვდილმა საქმეს სხვა მიმართულება მისცა. ასარქადონის გამეფებიდან მალევე, ბაბილონი იქნა აღებული და განადგურებული. ასარქადონს ურთიერთობა ჰქონდა ასურეთის მეფისნაცვალთან ქალაქ ურში - მეროდაქს-ბალადანის ვაჟთან ნაბუ-ზირუ-კინიშ-ლიშირთან, რომელიც ურჩობისათვის განდევნილ და მოკლულ იქნა ელამში. მისმა ძმამ - ნაიდ-მარდუქმა ნებაყოფლობით აღიარა ასარქადონის ქვეშევრდომობა. ის ცნეს ბიტ-იაკინის მთავრად და ვასალად. ძვ.წ. 677 წელს აჯანყდა ბიტ-დაკურის ბელადი - შამაშ-იბნი, მაგრამ შეიპყრეს და შეცვალეს ერთგული მოხელით, ნაბუ-შალიმით.
ახალბაბილონური სამეფოები
ძვ. წ. 625 წელს ბაბილონში მეფობს ნაბოპალასარი. ის იყო ახალბაბილონური (ქალდეური) დინასტიის დამაარსებელი.
ნაბოფალასარმა ძვ. წ. 616 წ. აიღო ქალაქი ურუქი. შემდეგ მიდიელთა დახმარებით დაიპყრო ასურეთის ძველი დედაქალაქი აშური. ძვ.წ. 612 წ. ნაბოფალასარი გაერთიანდა სკვითებთან და მიდიელებთან და ასევე, აიღო ასურეთის მეორე დედაქალაქი ნინევია.
ქალდეების დინასტია რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში ედგა სათავეში ახალბაბილონურ სახელმწიფოს, რომლის საზღვრები კიდევ უფრო გააფართოვა მეფე ნაბუქოდონოსორმა იუდეის სამეფოს დაპყრობით და ძველ მსოფლიოში უკანასკნელად დააარსა დიდი სემიტური მონარქია. ბიბლიაში ნაბუქოდონოსორი მოხსენიებულია, როგორც "ქალდეველთა მეფე" (2 პარ. 36:17) . მისი შიდაპოლიტიკა მიმართული იყო ქალაქთა აღმშენებლობაზე, სიწმინდეების აღდგენაზე, სარწყავი სისტემის მოწესრიგებაზე, მოსახლეობის ცალკეულ ნაწილებს შორის ანტაგონიზმის გამოვლინების აღკვეთაზე. ჯერ კიდევ ძვ.წ. ბაბილონელი ისტორიკოსი ბეროსე უწოდებდა ნაბუქოდონოსორს "ქალდეველთა და ბაბილონელთა მეფეს" .
მიუხედავად ამისა, ქალდეველთა დინასტიამ დიდხანს ვერ შეძლო არსებობა. უკანასკნელი "ბაბილონელი" დიდი მეფე იყო ნაბონიდი (ძვ. წ. 556 —539 წ.წ.).
მალე ამ რეგიონში გაბატონდა სპარსეთი. სპარსეთის გავლენით დასავლეთში მოისპო ტერმინი „ქალდეა“, როგორც ეთნოგრაფიული ტერმინი და ბოლოს, ქალდეველთა სახელმწიფომაც მთლიანად შეწყვიტა არსებობა.
ქალდეველი ხალხი
აღმოსავლეთ-სემიტური ტომების - აქადელების, ასურელების, ბაბილონელებისაგან განსხვავებით, რომელთა წინაპრები მესოპოტამიაში უკვე ძვ.წ. XXX-ე საუკუნიდან არიან ცნობილი ამ მიწაზე, ქალდეველები არ იყვნენ მესოპოტამიის ადგილობრივი მკვიდრნი. ისინი აქ მხოლოდ ძვ.წ. X-IX საუკუნეების მიჯნაზე მოვიდნენ როგორც მიგრანტები დასავლეთ-სემიტური ტომებიდან. ისინი მესოპოტამიის ცივილიზაციის და ისტორიის 3000 წლიან მანძილზე არანაირ როლს არ თამაშობდნენ. ეს ხალხი არ უნდა აგვერიოს, თანამედროვე ქალდეველებში, რომლებიც ცხოვრობენ ჩრდილოეთ ერაყის ტერიტორიაზე და ითვლებიან თანამედროვე ასირიელებად. ძველი ქალდეველები გამოჩნდნენ დაახლოებით ძვ.წ. 940 - 860 წ.წ. ეს იყო ბაბილონის დასუსტების პერიოდი, როდესაც ბაბილონელ მეფეთა მცდელობები ნახევრადმესაქონლე ტომების ქვეყნის საზღვრებში შემოჭრის წინააღმდეგ მიზანს ვერ აღწევდა.
მიუხედავად იმისა, რომ, ქალდეველები მიეკუთვნებიან დასავლეთ-სემიტური ტომების იმავე ეთნიკური ჯგუფს, რომელსაც ბაბილონში უფრო ადრე მოსული ასირიელები, ასურეთის მეფე სენაქერიბი თავის წარწერებში აღნიშნავს მათი ეთნიკური განსხვავებულობის შესახებ.
ქალდეებმა ძალიან სწრაფად შეითვისეს და გაითავისეს დომინანტი ასირიულ-ბაბილონური კულტურა, როგორც ეს მოხდა აქამდე ამორეველების, კასიტების, არამეელების და სხვათა შემთხვევაში. იმავე დროს, ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი დაეცა. ქალდეური ტომები ამ დროისათვის უკვე გათქვეფილები იყვნენ ადგილობრივ მოსახლეობაში და ტერმინი "ქალდეები" აღარ გამოიყენებოდა. საგულისხმოა, რომ ეს ტერმინი გამოიყენებოდა მხოლოდ ასტროლოგთა სოციალურ-ეკონომიკურ კლასთან და არა ხალხთა რასასთან მიმართებაში. როგორც ჩანს, ქალდეელთა ეთნოსი მესოპოტამიის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში ჯერ კიდევ ბაბილონის განადგურებამდე გაქრა. მომდევნო, აქემენიდების იმპერიაში არ შემონახულა არც პროვინცია, არც მიწები ქალდეას სახელწოდებით და საერთოდ, სპარსულ ჩანაწერებში არ ფიგურირებს ქალდეელთა მოძრაობის შესახებ რაიმე ინფორმაცია.
ქალდეები თავდაპირველად საუბრობდნენ არამეულის მსგავს დასავლეთ-სემიტურ ენაზე. მოგვიანებით მათ შეითვისეს აქადური ენის დიალექტი. საბოლოოდ, მესოპოტამიაში დამკვიდრდა არამეული ენა, მათ შორის ქალდეველთა მეტყველებაშიც. ეს ენა (ცნობილია, აგრეთვე, როგორც ქალდო-ასირიული ენა) დღემდე რჩება მშობლიურ ენად ჩრდილოეთ ერაყის და მის გარშემო მხოვრებ ქრისტიან ასირიელთა შორის. ამ ფართოდ გავრცელებული ენის ერთ-ერთ ფორმას იყენებდნენ წინასწარმეტყველები დანიელი და ეზრა.
ვერსიები
ზოგი ავტორი ქალდეველებს ქურთთა წინაპრებად მიიჩნევდა, მაგრამ ეს არაა მართებული და არც რა საბუთი არსებობს საამისო. უფრო სწორი დასკვნით, ესაა ქართი, ქორთუ, კართუხი, ქართველი, იგივე ქალდე. ასეა დარჩენილი ტოპონიმიკაში, მითებში, ფოლკლორში, წერილობით წყაროებში, ტრადიციაში, ფაქტებში.
ქალდე, ქალდეა, ჰალდეა, მთვარის ქალღმერთია (ბაბილონური მითოლოგიით) ქალდური სამების პირველი წევრია (ვანის წარწერებში), მეორე წევრი შეესიტყვებოდა ასურთა ბინს (ცას, სვანურად "მშვილდს"). და მაშასადამე მზეს. მეცნიერთა ვარაუდით, აქედან წარმოებული ქალდეველი ქართველის სინონიმია: ორივე მთვარის შესატყვისია. ქალდეა, ქართი, სვანურად "თბილისია", იგივე "ქალდის" ქართული ფორმა. უფრო სარწმუნოა მეორე ცოცხალი საბუთი. მთვარის ღვთაებას ქალდის ძველ ქართულში მრავალი შესატყვისი მოეძებნება, კერძოდ სვანურში: სოფელ ქალდე (ხალდე) დღესაც კლდე-სოფელია სვანეთში და იქ მროკავი, მძლავრი მამაკაცების გუნდი დღესაც მღერის წარმართულ ჰიმნს: "იავ ქალდი და ბებუცია..." უთუოდ მთვარის ჰიმნია. ძველი ქართული გვარი ქალდანი დღესაც ცოცხალია. ქალდეველთა ტომობრივ სახელში ალბათ ისმის "ქალ, ქალი", რაც შუმერულადაც ქალს ნიშნავდა. მეორე ნაწილში ზოგი მკვლევარი ხედავს დევს, ე.ი. "ქალდეველი". "ქალდევის" შესატყვისი გამოდის, რაც აღმოსავლურ მითებში სრულიად ბუნებრივია, მათ შორის, ქართულშიც.
evpatori.ge

Подписаться на:
Сообщения (Atom)