ღმერთი

ღმერთი

понедельник, 27 февраля 2012 г.

აბრაამ ლინკოლნი.


აბრაამ ლინკოლნი (Abraham Lincoln) ( 12 თებერვალი,1809 - 15 აპრილი,1865 ) იყო ა.შ.შ.-ის მეთექვსმეტე პრეზიდენტი და მართავდა ქვეყანას სამოქალაქო ომის პერიოდში.


უნამუსო ადამიანი მაგონებს კაცს, რომელმაც დახოცა საკუთარი მშობლები და სასამართლოს შეწყალებას სთხოვს იმიტომ, რომ ობოლია.


ჩემმა ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ დამარწმუნა, რომ ვისაც ნაკლოვანებები არ გააჩნია, ძალიან ცოტა ღირსება აქვს.


შეიძლება, ხალხის ნაწილი გააბრიყვო სამუდამოდ, შეიძლება გააბრიყვო მთელი ხალხი გარკვეული ხნით, მაგრამ შეუძლებელია მთელი ხალხის გაბრიყვება სამუდამოდ.


მატყუარას კარგი მეხსიერება სჭირდება.


ის, რაც ზნეობრივად მცდარია, ვერასოდეს იქნება პოლიტიკურად მართებული.


როცა აღსასრულის დღე დგება, ცხოვრება წლებით კი არა, წლებში ცხოვრებით იზომება.


ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ვინ იყო ბაბუაჩემი, გაცილებით მნიშვნელოვანია ჩემთვის თუ ვინ იქნება ჩემი შვილიშვილი.


ბიოგრაფიები უმეტესად იმიტომ იწერება, რომ სიცრუე დააკანონონ და შთამომავლობას ჭეშმარიტება დაუმალონ.


მიეცით ხალხს შესაძლებლობა, იცოდეს ფაქტები და ქვეყანა უსაფრთხო იქნება.


ადამიანთა უმეტესობა ბედნიერია ისე, როგორც გადაწყვეტს, რომ ბედნიერი იყოს.



ყველაფერ იმას, რაც ვარ ან რასაც ვიმედოვნებ რომ ვიქნები, ჩემს ანგელოზ დედას ვუმადლი.

მომეცი 6 საათი ხის წასაქცევად და პირველ 4 საათს ნაჯახის ასალესად გამოვიყენებ.

შენი მეგობარი ისაა, ვისაც იგივე მტერი ჰყავს, ვინც შენ.

როგორ ფიქრობთ, არ ვანადგურებ ჩემს მტრებს იმით, რომ მე მათ ვიმეგობრებ?

ამერიკა არასოდეს განადგურდება გარედან. ჩვენი თავისუფლების დაკარგვა და წაფორხილება მხოლოდ მაშინ მოხდება, როცა თავად ჩვენ გავანადგურებთ ერთმანეთს.

დარწმუნებული იყავი, რომ შენს ფეხებს მართებულ ადგილას ადგამ და შემდეგ უკვე შეგიძლია მყარად დადგე.

რაღაც ის კაცი არ მომწონს. მე უნდა უკეთესად გავიცნო იგი.

ნელი ნაბიჯებით დავდივარ, მაგრამ არსოდეს უკანსვლით.

მიყვარს იმ კაცის ნახვა ვინც ამაყობს იმ ადგილით, სადაც თავად ცხოვრობს. მიყვარს იმის ყურებაც როცა თავად ადგილი ამაყობს მისი გაზრდილი კაცით.

მოვემზადები და ერთ მშვენიერ დღეს ჩემი დროც დადგება.

არასოდეს გამაჩნდა პოლიტიკა, უბრალოდ ვცდილობდი ყოველდღიურად ჩემი მაქსიმუმი გამეკეთებინა.

ცხოვრების დასასრულს მნიშვნელობა იმას კი არ აქვს თუ რამდენი წელი იცოცხლე, არამედ იმას, თუ ამ განვლილ წლებში როგორ იცხოვრე.

უმჯობესია მდუმარე იყოთ და ჩათვალონ რომ სულელი ხართ, ვიდრე დააღოთ პირი და მართლა სისულელეები წამოროშოთ.

თითქმის ყველა კაცს აქვს უნარი გაუძლოს გასაჭირს, მაგრამ თუ გინდათ რომ კაცის ნამდვილი ხასიათი გამოსცადოთ, მას ძალაუფლება უნდა მისცეთ.

ის, რომ ზოგიერთებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს, იმას ამტკიცებს, რომ სხვებსაც შეუძლიათ იგივეს გაკეთება.

ვინც არ უნდა იყო, პირველ რიგში იყავი კარგი კაცი.

როცა კარგ რამეს ვაკეთებ, თავს კარგად ვგრძნობ, როცა ცუდს, ცუდად. ესაა ჩემი რელიგია.


თუ ეს ყავაა, გთხოვთ იქნებ ჩაი მომიტანოთ; თუ ეს ჩაია, გთხოვთ ყავა მომართვათ.




ჰარიეტ ბიჩერ სტოუ.

 ჰარიეტ ბიჩერ სტოუ
დაიბადა : 1811 წ
გარდაიცვალა : 1896 წ

ამერიკელი მწერალი ქალი, ამერიკულ ლიტერატურაში რეალიზმის ერთ-ერთი ფუძემდებელი. იყო პურიტანი, მოძღვრის ქალიშვილი და ღვთისმეტყველების პროფესორის ცოლი. 13 წლიდან მასწავლებლობდა. 30-იან წლებში დაიწყო ლიტერატურული მოღვაწეობა. XIX ს.-ის შუა წლებში შექმნა პლანტატორულ სამხრეთში ზანგების ცხოვრების ამსახველი რომანი ''ბიძია თომას ქოხი'' (1852) რომელმაც დიდი პოპულარობა მოიპოვა მთელ მსოფლიოში. იგი აბოლიციონისტური(მონათმფლობელობა — სოციალური წყობა, რომლის დროსაც დაშვებულია ზოგიერთი ხალხის (რომელთაც მონებს, ყმებს უწოდებენ) სხვა ხალხის მფლობელობაში ყოფნა. პატონი სრულიად ფლობს საკუთარი მონის (ყმა) პირადობას საკუთრების უფლებით. სხვის საკუთრებაში მყოფი მონა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, უუფლებოა და, შესაბამისად, ვერ განკარგავს თავს.) ლიტერატურის უმნიშვნელოვანეს ნაწარმოებად და ერთ-ერთ საუკეთესო საბავშვო წიგნად ითვლება. ''ბიძია თომას ქოხის გასაღები'' (1853) მონათმფლობელობის მამხილებელი დოკუმენტური წიგნია.



ამერიკელი მწერლის ჰარიეტ ბიჩერ სტოუს წიგნი "ბიძია თომას ქოხი" საუკუნე-ნახევარის წინ დაიწერა, ქართულად კი 1913 წელს ითარგმნა და მაშინვე მკითხველთა ერთ–ერთი საუკეთესო რომანი გახდა. იგი ქადაგებს ზნეობის ისეთ პრინციპებს, როგორიცაა თავისუფლება, სიყვარული და სიკეთე. ჰარიეტ ბიჩერ სტოუ ამ ნაწარმოებით პროტესტს უცხადებს მონობას და საერთოდ, ყოველგვარ ჩაგვრას.



ეს რომანები კი წაკითხული არ მაქვს.
რომანი ''დრედი, საზარელი ჭაობის ამბავი'' (1856) ასევე მონობას ეხება. ბიჩერ სტოუს ეკუთვნის აგრეთვე საყოფაცხოვრებო სოციალური რომანები: ''მღვდლის ნიშნობა'' (1859), ''კუნძულ ორის მარგალიტი'' (1862),''ოლლდტაუნელები'' (1869) ''ჩვენ და ჩვენი მეზობლები'' (1875), ნარკვევებისა და მოთხრობების კრებული ''მეიფლაუერი'' (1843), რემ სოუსონის მიერ ბუხრის პირას ნაამბობი მოთხრობები - 1872წ.
                                                         

воскресенье, 26 февраля 2012 г.

გაბრიელ ურგებაძე.

არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
1929 – 1995
ცხოვრება და მოღვაწეობა
არქიმანდრიტი გაბრიელი, ერისკაცობაში გოდერძი ვასილის ძე ურგებაძე, დაიბადა 1929 წლის 26 აგვისტოს, თბილისში. გოდერძი ჩვილობაშივე მოუნათლავთ წმ. დიდმოწამე ბარბარეს ტაძარში, ნავთლუღის უბანში. გოდერძის ნათლია გახლდათ ყოფილი “მოწყალების და” თამარ ბეგიაშვილი. იმ პერიოდში საქართველოში მძვინვარებდა კომუნისტური რეჟიმი; იდევნებიდა სარწმუნოება; ინგრეოდა თუ იხურებოდა ეკლესიები; უდანაშაულოდ კლავდნენ და ასახლებდნენ მოსახლეობას. დაახლოებით ორი წლის იყო გოდერძი, როდესაც გაურკვეველ ვითარებაში მოუკლეს მამა, ვასილ ურგებაძე. შემდგომში, ოჯახის წევრები მამის საპატივცემოდ ბავშვს ვასიკოს ეძახდნენ. პატარა ვასიკო ბავშვობიდანვე ღვთიური მადლით გამოირჩეოდა. კენჭებისგან პატარა ეკლესიებს აშენებდა და შიგ ასანთის ღერებს ანთებდა. დედას (შემდგომში მონოზონი ანა. დაკრძალულია სამთავროს დედათა მონასტრის ეზოში, შვილის გვერდით) ეშინოდა, რომ არავის შეენიშნა ვასიკოს ამგვარი გატაცება, რადგან არ იყო გამორიცხული ოჯახის დასმენა ბავშვის კომუნისტური იდეოლოგიის საწინააღმდეგოდ აღზრდისთვის. ვასიკო ყრმობიდანვე უცნაურად იქცეოდა - თანატოლებთან თამაშს განერიდებოდა ხოლმე და ამჯობინებდა მარტოობას და მდუმარებას. ბავშვს ერთი საკვირველი გართობა მაინც ჰქონდა: ხელში მოგრძო ჯოხს დაიჭერდა და გაიქცეოდა. ირგვლივ მყოფი ჩიტები ამ ჯოხს მოეხვეოდნენ და ჟღურტულით დაჰყვებოდნენ. ეს მოვლენა ყველას აკვირვებდა. ვასიკო საოცრად ლმობიერი იყო. სახლში თაგვის ხაფანგი არაფრით დაადგმევინა; თაგვს ცოცხლად იჭერდა გალიაში და შემდეგ ეზოს გარეთ უშვებდა. სკოლაში 6 წლის ასაკში შეიყვანეს. წერა-კითხვა და არითმეტიკა ადვილად შეისწავლა, ხოლო კეთილი ზნეობით საყოველთაო სიყვარული დაიმსახურა. ქრისტეს სახელი პირველად 7 წლის ასაკში გაიგო, რამაც ვასიკოს ჩვეული ცხოვრება სრულიად შეცვალა. მალევე შეაგროვა ფული და შეიძინა სახარება, რაც ახალი ცხოვრების საწყისად იქცა. იმ დღიდან აღსასრულამდე გაბრიელ ბერი ერთი აზრით და სურვილით განიმსჭვალა – ეცხოვრა მხოლოდ ქრისტესთვის. დღემუდამ თავის სახარებას კითხულობდა და სხვა არაფერი აინტერესებდა; გაკვეთილებს კი მცირე ხნით თუ გადაავლებდა თვალს, ბევრი დრო რომ არ წართმეოდა. დაძინებისას, თავის ოთახში შევიდოდა და ხატების კუთხეში ხანგრძლივად ლოცულობდა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე გაბრიელ ბერს მოუგონებია თავისი ბავშვობის ის პერიოდი: - მეორე სართულზე, აივანზე ვიჯექი ჩემთვის ჩაფიქრებული, როდესაც შინაგანი კარნახივით მომეცა – ცას ახედეო. ავდექი, აივნის ნაპირთან მივედი, ავიხედე და ვხედავ, ცაზე დიდი ჯვარი იყო აღმართული. მაშინ ვერა, მაგრამ ახლა კი ვიცი, რომ ეს იყო ჩემი ჯვარი, რომელიც ღმრთისა და მოყვასის სიყვარულით უნდა მეტვირთა და მეტარებინა.

http://www.monkgabriel.ge/geo/index.htm